Connect with us

თავის მოვლა

48 წლის ასაკში ნაოჭები მარტივად მოვიშორე. ბრენდული კრემების იაფი ალტერნატივა

48 წლის ასაკში ნაოჭები მარტივად მოვიშორე. აი, ამიტომ ბრენდული კრემი შევცვალე

ახალგაზრდობაში გოგოებს ჰგონიათ, რომ სხვადასხვა სახის კრემის გამოყენება აუცილებელი არაა, რადგან კანი ისედაც იდეალურ მდგომარეობაშია. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან კანის დეფექტები მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩნდება, მათთან გამკლავება კი საკმაოდ რთულია.

კოსმეტიკური საშუალებები 20, 30 და, მით უმეტეს, 35 წლის ასაკში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. უფროსი თაობა ამ მოსაზრებას შეიძლება არ დაეთანხმოს, რადგან მათ წლებში ლიფტინგ კრემები და სხვა ნანო კოსმეტიკა არ არსებობდა, მაგრამ მაინც მომხიბვლელად ყოფნას ახერხებდნენ.

ადრე ქალებს სარკის წინ საათობით დაირათი ცეკვა არ სჭირდებოდათ, რომ კანი წესრიგში მოეყვანათ. საქმე ეკოლოგიურ ცვლილებებს ეხება. წყალი, რომლითაც სახეს ვიბანთ, საკვები, რომელსაც მივირთმევთ, იდელაურისგან შორსაა.

თუ ამას დაძაბულ ცხოვრების რიტმს და მუდმივ სტრესს დაუმატებთ, მიხვდებით, თუ ეს ფაქტორები ქალის კანზე რა გავლენას ახდენს.

20 წლის შემდეგ კოლაგენის და ელასტინის წარმოება მცირდება. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა გოგოებმა ისეთი კოსმეტიკური საშუალებები უნდა გამოიყენონ, რომლებიც ამ კომპონენტების ნაკლებობას შეავსებს და კანს ჰიალურონის მჟავის მოლეკულით გამოკვებავს.

35 წლის შემდეგ ქალებმა ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომელთა შემადგენლობაში რეტინოლი და A ვიტამინი შედის. თუ მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას ანიჭებთ უპირატესობას, ნაოჭების საწინააღმდეგო ნამდვილად მოქმედ მეთოდს გთავაზობთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო სახლში მომზადებული კრემი

ინგრედიენტები:

Advertisement
  • 1 ს/კ ქოქოსის ზეთი
  • 1 ს/კ ნუშის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ კალენდულას სპირტიანი ხსნარი

მომზადება:

1. ქოქოსის ზეთი წყლის ორთქლზე გაადნეთ.

2. ქოქოსის ზეთს კვერცხის გული დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ნუშის ზეთი და კალენდულას ხსნარი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ აურიეთ.

მომზადების შემდეგ ნარევი მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში 24 საათით შეინახეთ. როცა საშუალება მზად იქნება, კრემი დანიშნულების სახით გამოიყენეთ. კრემი სუფთა, გაწმენდილ სახეზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. მისი ნარჩენი ბამბის დისკის და მდუღარე წყლის დახმარებით მოიშორეთ.