Connect with us

ჯანმრთელობა

4 საშუალება საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად, შებერილობის და შეშუპების მოსაშორებლად

საჭმელი ცხოვრების ერთ-ერთი სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ, როცა ძალიან ბევრ საჭმელს მივირთმევთ, მუცლის შებერილობა და დაღლილობა გვაწუხებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ სხვადასხვა სახის საკვების შერევით საჭმლის მომნელებელი სისტემის პროცესი მნიშვნელოვნად ფერხდება. ეს იწვევს დაღლილობას, ძილიანობას და ანთებითი პროცესების განვითარების რისკს ზრდის.

საუკეთესო სასმელები, რომლებიც საჭმლის მონელებას ამსუბუქებენ

თუ საჭმლის მონელება ჩვეულებრივზე ნელი ტემპით ხდება, მის დაჩქარებას მარტივი სასმელების დახმარებით შეძლებთ. ეს ნაყენი ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერ უსიამოვნებას აქრობს. მისი მომზადება მარტივია და ამასთან ყველაზე იაფი ვარიანტია. ნახეთ, რომელი ნაყენი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირებაში და როგორ უნდა მოამზადოთ.

გვირილა საჭმლის მოსანელებლად

გვირილა საჭმლის მონელების პრობლემის დროს საკმაოდ ხშირად გამოიყენება. ამასთან მას კარგი გემო აქვს. გვირილას ნაყენი კარგი ვარიანტია, როცა ბევრს ჭამთ და სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნების მოშორება და საჭმლის მონელების პროცესის შემსუბუქება გსურთ. 1 ჩ/კ გვირილას და მწვანე ჩაის 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და დღეში 2-3 ჭიქა დალიეთ.

ცერეცო მუცლის შებერილობის და ჭარბი სითხის მოსაშორებლად

ცერეცო ნაწლავებში საჭმლის მონელების პროცესს სტიმულირებს. ასევე კოლიკს ამცირებს და სიმშვიდის გრძნობა მოაქვს. ცერეცოს თესლი ჩაის მოდუღების დროს დაამატებთ. 1 ჩ/კ 500 მლ წყალზე საკმარისი იქნება.

პიტნა

პიტნა ერთ-ერთი ბალახია, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირების თვისება გააჩნია. ის ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს. ასევე გაზების გასაქრობად ძალიან სასარგებლოა, რომ ნაწლავების უსიამოვნო სპაზმა თავიდან აიცილოთ. პიტნა თქვენს ჩაის, სმუზს და სალათას დაუმატეთ.

კოჭა

კოჭა ანთებას და გაღიზიანებას ამცირებს, რაც შეიძლება ნაწლავებმა ბევრი ჭამის შემდეგ იგრძნოს. ასევე საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს. კოჭა პანკრეასს სტიმულირებს, ხელს უწყობს ფერმენტების წარმოებას, რომლებიც საჭმლის მონელებას უზრუნველყოფენ. კოჭა თქვენს ჩაის, სმუზს, სალათს და ხორციან კერძს დაუმატეთ.

ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შაქრის ან სხვა დამატკბობლის დამატებას თავი უნდა აარიდოთ. საქმე საჭმლის მომნელებელი სისტემის მაქსიმალურად შემსუბუქებას ეხება. ტკბილი სასმელები და საკვები საჭმლის მონელების პროცესს აფერხებენ.