Connect with us

საკითხავი

4 პრაქტიკული რჩევა, როგორ მოიშოროთ ტკიპები ნაკვეთზე

ტკიპები არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ სახიფათო მწერია, რომელსაც სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, მათგან დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკვეთზე ბავშვები და შინაური ცხოველები არიან. მავნებლების რაოდენობის შესამცირებლად ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია დარგოთ მცენარე, რომელიც ტკიპას არ მოსწონს.

ტკიპებთან საბრძოლველად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი არსებობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი ადგილები მოსწონს ტკიპას და რა უნდა გააკეთოთ, რომ გაზონი ტკიპების კომფორტულ საცხოვრებლად არ გადაიქცეს.

4 მეთოდი ნაკვეთიდან ტკიპების მოსაშორებლად

მაღალი ბალახის და ბუჩქების მოშორება

ტკიპებს მაღალ ბალახსა და ბუჩქებში ცხოვრება უყვართ. ნაკვეთი ტკიპებისგან რომ დაიცვათ, მაღალი ბალახი და წანაზარდი მოჭერით. ასე ნაკვეთზე ტკიპების რაოდენობას შეამცირებთ, თან ეზოს იერსახეს გააუმჯობესებთ.

რეპელენტების გამოყენება

რეპელენტი ქიმიური საშუალებაა, რომელიც ტკიპებს აფრთხობს. სპრეის, ლოსიონის ან კრემის ფორმა შეიძლება ჰქონდეს. რეპელენტები შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილ სეზონზე გარეთ, როცა ტკიპების რაოდენობა ბევრია.

ღობის მონტაჟი

ღობის მონტაჟი კიდევ ერთი მეთოდია, რომ ნაკვეთი ტკიპებისგან დაიცვათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობლად ტყე ან მიტოვებული ადგილია. ღობე ტკიპებს თქვენს ტერიტორიაზე შემოსვლაში ხელს შეუშლის.

ფრინველების და ცხოველების მოზიდვა

ჩიტები და ზოგიერთი ცხოველი, როგორიცაა ხვლიკი და ღამურა, ტკიპებით იკვებება. ნაკვეთზე ტკიპების რაოდენობა რომ შეამციროთ, ჩიტების და ცხოველების მოსაზიდად პირობები შექმენით. მათთვის საკვებური და სარწყულებელი გააკეთეთ იმ ადგილებში, სადაც ახალი „სტუმარი“ თქვენს მცენარეებს და მოსავალს ვერ დააზიანებს.

მცენარეები, რომლებიც ტკიპების მოშორებაში დაგეხმარებათ

1. ლავანდა. არომატული მცენარე დამამშვიდებელი თვისებებით ცნობილია. მისი სუნი ტკიპებს აფრთხობს, პეპლებსა და ფუტკრებს იზიდავს. ლავანდა მზიან ადგილას ადვილად იზრდება.

2. როზმარინიც ტკიპების მოშორებაში დაგეხმარებათ. მისი არომატი მწერებს აფრთხობს და ფუტკრებს იზიდავს. როზმარინი ქოთანში ან კვლებში შეგიძლიათ გაზარდოთ.

3. ნიორი ტკიპების წინააღმდეგ ნატურალური რეპელენტია. ის შეიცავს ალიცინს, რომელიც მწერებს აფრთხობს. დეკორატიული ნიორი როგორც კვლებში, ასევე ქოთნებში შეგიძლიათ გაზარდოთ.

4. პიტნას ძლიერი არომატი აქვს და აფრთხობს ტკიპას და სხვა მწერებს. მისი გაზრდა ადვილია. კულინარიაში სანელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

5. ბირკავა იზიდავს ჩიტებს, რომლებიც ტკიპებით იკვებებიან. ასევე ეკლიანი ფოთლებით ტკიპებს აფრთხობს.

ტკიპებისგან ნაკვეთის დაცვა მნიშვნელოვანი ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ მეთოდების გამოყენებით ნაკვეთზე ტკიპების რაოდენობას შეამცირებთ.

Advertisement