ჯანმრთელობა
4 მიზეზი, რატომ უნდა შეიყვაროთ არაქისის კარაქი
პირველ რიგში, არაქისის პასტას შეუდარებელი გემო აქვს. მეორეც, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ თვისებას შეიცავს. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ არაქისის კარაქის შესახებ?
არაქისის პასტა ბევრისთვის იმდენად საყვარელი პროდუქტია, რომ საკუთარი დღესასწაული აქვს (დიახ, არაქისის პასტის ეროვნული დღეც არსებობს). გარდა ამისა, კერძებს მიწისთხილის გემოთი შესანიშნავად ავსებს, ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას ახდენს. Alltime–ს რედაქცია კიდევ 4 მიზეზს გთავაზობთ, რატომ უნდა შეიყვაროთ არაქისის კარაქი.
1. არაქისის პასტა ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებს
მონოუჯერი ცხიმების და ანტიოქსიდანტების, მათ შორის E ვიტამინის მომგებიანი კომბინაციით, არაქისის პასტის რეგულარული მიღება გულის დაავადებების რისკს ამცირებს და რიგი სხვა ქრონიკული მდგომარეობებისგან გვიცავს, როგორიცაა კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება და ალცჰაიმერის დაავადება.
2. არაქისის პასტა ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
კვლავ ვიმეორებთ: უჯრედისის და ცილების სწორი კომბინაცია აუცილებელია ნოყიერად წასახემსებლად, რომელიც დღის განმავლობაში მადას აქვეითებს. და იცით რა? არაქისის პასტას ერთიც აქვს და მეორეც. სინამდვილეში, ეს მცენარეული ცილის, უჯრედისის და მონოუჯერი ცხიმების მკვებავი ნარევია, რომელიც გახდომაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
და მაინც, არაქისის კარაქის მიღება ადვილად შეიძლება გადააჭარბოთ. თავი უსაფრთხოდ რომ იგრძნოთ, 1 ს/კ (100 კალორია) გაზომეთ და დაჭრილი ხილი და ბოსტნეული დაუმატეთ ან 2 ს/კ დაუმატეთ, რომ კერძი უფრო ნოყიერი გახდეს.
3. არაქისის კარაქი – იმუნიტეტის ნატურალური გამაძლიერებელი
არაქისის კარაქი სავსეა აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინი, ნიაცინი, რომელიც ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ასევე მაგნიუმი და კალიუმი, რომლებიც კუნთების მუშაობას ხელს უწყობენ და არტერიულ წნევას არეგულირებენ.
გარდა ამისა, არაქისი შეიცავს სელენს და თუთიას, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობენ. როგორ? თუთია არა მხოლოდ უჯრედის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. სელენის დეფიციტის დროს რამდენიმე სახის კიბოს რისკის ქვეშ ხართ, მათ შორისაა ძუძუს კიბო და ფილტვების სიმსივნე. და ეს სერიოზულია. არაქისის პასტა სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
4. არაქისის კარაქი ყველა პროდუქტს შესანიშნავად ეთავსება
არაქისის კარაქი სენდვიჩის ხშირი ინგრედიენტია, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება, რამდენად უნივერსალური პროდუქტია. შეგიძლიათ დაუმატოთ სმუზებს და სოუსებს, ასევე წასახემსებლებს, როგორიცაა ხილი, კრეკერი და ბევრი სხვა. გარდა ამისა, არაქისი სხვადასხვა ზეთის გემრიელი და მკვებავი ალტერნატივაა, მაგალითად, რაფსის ზეთი, რომელსაც შეუძლია თქვენს კერძებს აზიური არომატი შემატოს.