Connect with us

ჯანმრთელობა

4 ხრიკი, რომელთა დახმარებით ჩვილებში ბრტყელი თავის სინდრომის განვითარებას აიცილებთ

როცა პლაგიოცეფალიის დიაგნოზის შესახებ პირველად ისმენენ, გამოუცდელი დედები და მამები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. თავში ათასი კითხვა ჩნდება, მაგრამ ჩვენ ერთს გეტყვით – ბრტყელი თავის სინდრომი ძალიან გავრცელებული პრობლემაა და სწრაფ მკურნალობას და კორექტირებას ექვემდებარება.

სჯობს პრობლემა თავიდან აიცილოთ, ვიდრე დაავადება იმკურნალოთ. ამ 4 რჩევის დახმარებით ჩვილის ჯანმრთელობის და მშობლების ფსიქიკის შენარჩუნებას შეძლებთ. ყველაფერი ძალიან მარტივია!

ბავშვის თავის ფორმა

პლაგიოცეფალია, ან თავის დაბრტყელება რბილი და მოქნილი ბავშვის თავის ქალის ერთ კონკრეტულ ადგილას მუდმივი ზეწოლის შედეგად ვითარდება. ჩვილებს ბევრი ძილი ახასიათებთ და მშობლები მათ ხშირად ზურგზე აწვენენ. ძილის დროს ერთი და იგივე პოზა კი მოუმზადებელი მშობლის ფატალური შეცდომაა.

ნაყოფს მსგავსი პათოლოგია მრავლობითი ორსულობის ან მენჯის სტრუქტურის ზეწოლის გამო შეიძლება მშობიარობამდე განუვითარდეს. საშვილოსნოში სიმჭიდროვემ შეიძლება კისრის გამრუდება გამოიწვიოს, რაც ასევე ჩვილის თავის ქალის გაბტყელებას იწვევს.

პლაგიოცეფალია ხშირად ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში გვხვდება, რომელთა თავის ქალა ბევრად უფრო რბილი და პლასტიკურია. ხოლო ის ფაქტი, რომ ასეთი ჩვილები საავადმყოფოში მწოლარე პოზაში დიდ დროს ატარებენ, მათ ჯანმრთელობაზე უკიდურესად დამღუპველ გავლენას ახდენს.

სიტყვაზე, ბავშვის თავის არასწორი ფორმა დაბადებიდან რამდენიმე დღე ან 1 კვირა ნორმალურია. თუ დროთა განმავლობაში ჩვილს თავის ქალის ერთ მხარეს გაბრტყელება განუვითარდება – ეს პლაგიოცეფალია.

პედიატრები ირწმუნებიან, რომ მსგავსი სინდრომი ბავშვის ტვინის განვითარებაზე გავლენას არ ახდენს და ხანგრძლივ კოსმეტიკურ პრობლემას არ იწვევს. თუმცა, პრობლემა სჯობს თავიდან აიცილოთ! ეს 4 რჩევა კი ახალგაზრდა მშობლებისთვის შპარგალკა იქნება!

1. თავის მდგომარეობის შეცვლა

როცა ჩვილი ზურგით წევს, თავის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. დრო და დრო ერთი მხრიდან მეორე მხარეზე გადააბრუნეთ. ეს ბავშვის თავის ქალის ცალ მხარეს დეფორმაციას თავიდან აგაცილებთ. თუ ბავშვი მთელი ღამე საწოლში წევს, არასასურველი მოძრაობების თავიდან ასაცილებლად სპეციალური მოღუნული ბალიშები გამოიყენეთ.

2. ალტერნატიული პოზები საწოლში

მშობლები ჩვევის მიხედვით ჩვილებს ლოგინში ერთსა და იმავე მიმართულებით აწვენენ, ამით კი გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებენ. შედეგად, ცნობისმოყვარე ბავშვი ირგვლივ მდებარე ოთახს, სათამაშოებს და მშობლებს ერთი და იმავე მიმართულებით აკვირდება.

შედეგი – ყელის გამრუდება ცალმხრივი თავის გაბრტყელებით. ასეთი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად საწოლში ბავშვის პოზები შეცვალეთ, ასე თავის აქტიურ და სასარგებლო მოძრაობას ხელს შეუწყობთ.

3. ბავშვის ხელში დიდხანს დაკავება

ეცადეთ, საწოლში ბავშვის ყოფნის დრო შეამციროთ. რა თქმა უნდა, 24 საათით ხელში დაკავება არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ასეთი კონტაქტი უფრო გაახშირეთ. ჩვილის ხელში დაკავებით მის კუნთებს განვითარებას და გაძლიერებას აიძულებთ, რაც მთავარია, ბრტყელი თავის სინდრომის შესანიშნავ პროფილაქტიკას წარმოადგენს.

4. მუცელზე ძილი

ბავშვის მუცელზე დაწოლა თავის უკანა ნაწილის სწორ ფორმირებას, კისრის კუნთების გაძლიერებას და ზურგის კუნთების განვითარებას ხელს უწყობს. ყველაფრის დათვალიერებით ბავშვი უფრო სწრაფად განვითარდება და ცოცვას და ჯდომას უფრო მალე დაიწყებს.

ადრე მშობლებს აშინებდნენ, რომ მუცელზე წოლა ბავშვის მოულოდნელი კვდომის სინდრომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, მაგრამ სინამდვილეში ასეთი პოზა ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

არ ინერვიულოთ! პლაგიოცეფალია შექცევადი პროცესია, მხოლოდ საჭიროა, რომ სპეციალისტს დროულად მიმართოთ. ასევე სასარგებლო პროცედურების შესრულება არ დაგავიწყდეთ, როგორიცაა მასაჟი და ცურვა. მათი დახმარებით ბავშვის კისრის და ზურგის კუნთების გაძლიერებას შეძლებთ და ბრტყელი თავის სინდრომს თავიდან აიცილებთ.