Connect with us

ყვავილები

4 სახეობის ნერგი, რომელთაც იოდი უყვართ

იოდი როგორც ადამიანებს, ასევე მცენარეებს სჭირდებათ. მისი დეფიციტის დროს ნერგის ნასკვები ლპება და ნაყოფიერება ფერხდება. ამავდროულად, იოდი მცენარეს წესების მკაცრი დაცვით უნდა მიაწოდოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა დაუმატოთ მცენარეებს იოდი და როგორ გააკეთოთ ასე. ასევე გიამბობთ, რომელ ბოსტნეულს უყვარს იოდი ძალიან.

იოდი მცენარეებს არა მხოლოდ კვებავს, არამედ მწერებისგან იცავს. ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს განვითარებაში ხელს უშლის. იოდის ხსნარით რეგულარული მორწყვა მიწას დეზინფექციას უტარებს და მცენარეების იმუნიტეტს აძლიერებს.

ნერგები, რომელთაც იოდით გამოკვება სჭირდებათ

იოდი ნერგებს სწორად განვითარებაში ეხმარება. იოდის ხსნარი ადამიანისა და მცენარისთვის უსაფრთხოა. ქვემოთ მოცემულია ბოსტნეული, რომელიც იოდით გამოკვებაზე საუკეთესოდ რეაგირებს.

წიწაკა

წიწაკის კვება სასარგებლო მიკროელემენტების რაოდენობას ზრდის. ეს ნაყოფის წონაზე, ზომასა და გარეგნობაზე აისახება. იოდის პრეპარატები ახალგაზრდა მცენარეს ინფექციური დაავადებების პრევენციისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება.

იოდის ხსნარის რაოდენობა თამამად შეგიძლიათ გააორმაგოთ, თუ მიწა ადრე მინერალური სასუქებით არ დაგიმუშავებიათ.

თუ გსურთ, წიწაკა სწრაფად გაღვივდეს, ასე მოიქეცით: თესლი ქსოვილის ტომარაში ჩაყარეთ. 1 ლ თბილ წყალს 1 წვეთი იოდი დაუმატეთ და აურიეთ. ამ ნარევში თესლი 6-8 საათით ჩაალბეთ. ღია გრუნტში დარგვამდე ფიტოფთორისგან დასაცავად დაამუშავეთ. ამისთვის 3 წვეთი იოდი 10 ლ წყალს აურიეთ. ასე მოსავალი გაიზრდება და ნაყოფი სწრაფად მომწიფდება.

კიტრი

იოდის სასუქი კიტრს გაღვივებაში, ფესვების სისტემის განვითარებაში ეხმარება. იოდის სასუქით გამოკვების შემდეგ კიტრი არახელსაყრელი გარემოს ფაქტორების მიმართ უფრო გამძლე ხდება. ნაცროვანი სოკოსგან დასაცავად დარგვამდე ასე დაამუშავეთ: 300 მლ რძე, 4 წვეთი იოდი და 3 ლ წყალი აურიეთ. ნერგები და მის გარშემო მიწა დანამეთ. 10 დღეში ერთხელ პროცედურა გაიმეორეთ.

ბადრიჯანი

ბადრიჯანს სწორი მოვლა და ყურადღება სჭირდება. ბადრიჯანი დათესვამდე დაამუშავეთ. ბადრიჯნის თესლი ქსოვილის ტომარაში ჩაყარეთ, 1 ლ წყალს 1 წვეთი იოდი დაუმატეთ და ამ ხსნარში 6 საათით ჩაალბეთ. შემდეგ გააშრეთ და კონტეინერში დათესეთ. ჩითელებად დაყოფის შემდეგ, როცა პირველი ფოთოლი უკვე აქვს, განმეორებით შეგიძლიათ დანამოთ.

ბადრიჯანი სოკოსგან რომ დაიცვათ სპეციალური ნარევი მოამზადეთ. 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი, 1 ლ რძის შრატი და 40 წვეთი იოდი აურიეთ. ხსნარი ღია ნაკვეთზე დარგული მცენარის გამოსაკვებად გამოიყენეთ.

პომიდორი

1 წვეთი იოდი და 2 ლ წყალი აურიეთ. ამ ნარევით პომიდორი გამოკვებეთ. ერთი ასეთი პროცედურა საკმარისია, მაგრამ ფიტოფთოროზის პრევენციისთვის შეგიძლიათ სეზონზე სამჯერ დასანამად გამოიყენოთ. პირველად ღია ნაკვეთზე გადარგვისას დანამეთ, შემდეგ უკვე 12 დღიანი შუალედით.

Advertisement