Connect with us

თავის მოვლა

4 პროდუქტი, რომლებიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს

ასაკთან ერთად, ჩვენი კანი უწყლოვდება. ქალბატონები ამ დროს მიმართავენ ძვირადღირებულ პროცედურებს, რომლებიც, მართალია, შესანიშნავ შედეგს იძლევა, თუმცა კანს აზარმაცებს და იგი სრულად შეწყვეტს ჰიალურონის წარმოებას.

არადა, სწორედ ეს მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი ინარჩუნებს ტენს კანის ყველა ფენაში, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამოყოფას, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ჰიალურონის უკმარისობის შევსება შესაძლებელია სპეციალური კრემებისა და შრატების გამოყენებით. თუმცა ისინი კანის ზედაპირზე ახდენენ გავლენას, ჩვენ კი ორგანიზმი ჰიალურონით შიგნიდან უნდა ავავსოთ.

ჰიალურონის მჟავის შემცველი პროდუქტი

დიახ, ბუნებაში არსებობს პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც ეს პოლიმერი შედის. ჩართეთ ისინი რაციონში და დაუბრუნეთ კანს სიმკვრივე და ელასტიურობა.

ბულიონი და ხალადეცი – ჰიალურონატისა და კოლაგენის წყაროები

მათ სილამაზის კერძებიც შეგიძლიათ უწოდოთ. მოხარშული ბულიონით ჩვენი ორგანიზმი არამხოლოდ ჰიალურონის მჟავას, არამედ კოლაგენსაც იღებს. ეფექტი გამრავლებულია ორზე. ამ კერძებისთვის შეარჩიეთ ისეთ ხორცი, რომელშიც ძვლები ხორცის მოცულობის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ყურძენი – ოღონდ კანიანად

ჩვენ ყურძნის ჭამას კანის გარეშე მივეჩვიეთ, რადგან ის მეტისმეტად უხეშია. არადა, სწორედ ყურძნის კანი შეიცავს ჰიალურონატის მაქსიმალურ რაოდენობას. კენკრის გარსი არ ავნებს თქვენს ორგანიზმს, პირიქით!

წითელი ღვინო – მხოლოდ ნატურალური

ჩვენ არ მოგიწოდებთ მისი ყოველდღიური მოხმარებისკენ, თუმცა, კვირაში 1-2 ბოკალი სავსებით საკმარისი და სასარგებლოც კი იქნება, რადგან ნატურალური წითელი ღვინო შეიცავს ჰიალურონს.

ყველი ტოფუ და სოიოს რძე – მხოლოდ სანდო მწარმოებლისგან

სოიოს პროდუქტი არამხოლოდ ჰიალურონს, არამედ ფიტპ-ესტროგენებსაც შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს მჟავის გამომუშავებაში ეხმარება. ყველ ტოფუსა და სოიოს რძეში იგი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენ პროდუქტში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.