სხვა
33 პოზიტიური ციტატა ბედნიერების შესახებ. დაუფიქრდით!
ბევრი კვლევა ამტკიცებს, რომ პოზიტიურ აზროვნებას პოზიტიური შედეგები მოაქვს. დადებითი აზრები კოგნიტურ ფუნქციას აუმჯობესებს და სამსახურსა და სწავლაში წარმატების მიღწევას უწყობს ხელს.
აი 33 ციტატა პოზიტიურ განწყობაზე დასადგომად:
1. ადამიანები, ჩვეულებრივ იმდენად არიან ბედნიერები – რამდენადაც მზად არიან ამისთვის! (აბრაამ ლინკოლნი)
2. ადამიანური ნატურის ყველაზე ტრაგიკული თვისება ცხოვრების “შემდეგისთვის” გადადებაა. ჩვენ ყველა ჰორიზონტს იქით არსებულ, ჯადოსნურ ვარდისფერ ბაღზე ვოცნებობთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ფანჯრის ქვეშ გახარებული ვარდებით დავტკბეთ. (დეილ კარნეგი)
3. მე ვთვლი, რომ თუ ცისარტყელა გსურს – წვიმასაც უნდა შეეგუო. (დოლი პარტონი)
4. შეიძლება შენი ცხოვრების საუკეთესო დღეები ჯერ არ დამდგარა!
5. აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე. არასდროს მიანდო ის სხვებს! (როი ბენეტი)
6. ის ვინც არსდროს შემცდარა, ახალი არაფერი გამოუცდია! (ალბერტ აინშტაინი)
7. მან, ვინც ბედნიერებას მიაღწია, ეს ბედნიერება სხვასაც უნდა გაუნაწილოს; ასეთ შემთხვევაში ბედნიერებას ტყუპი გაუჩნდება. (ჯორჯ გორდონ ბაირონი)
8. ჩვენი ბედნიერება ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვხვდებით ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს. (ალექსანდრ გუმბოლტი)
9. ბედნიერებისა და ჰარმონიის ერთ-ერთი ნიშანია სხვებისთვის რაიმეს დამტკიცების სურვილის – აბსოლუტური არ ქონა. (ნელსონ მანდელა)
10. ჩვენ გვაქვს მოვალეობა რომელიც ყველა სხვა მოვალეობაზე მნიშვნელოვანია, მოვალება ვიყოთ ბედნიერები. (რებორტ ლუის სტივენსონი)
11. პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სირთულეს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველს სირთულეში – შესაძლებლობას. (უინსტონ ჩერჩილი).
12. ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტს გავს: თუ რამენაირი რეაქცია მოხდა, ორივე იცვლება. (კარლ გუსტავ იუნგი)
13. როგორც კი ნეგატიურ აზრებს პოზიტიურით შეცვლით, პოზიტიური შედეგების მიღებასაც დაიწყებთ.(ვილი ნელსონი)
14. ადამიანი – თავისივე აზროვნების პროდუქტია: ის იმად იქცევა რაზედაც ფიქრობს. (მაჰათმა განდი).
15. მე არ მეშინია ხვალინდელი დღის, რადგან ვნახე გუშინდელი და მიყვარს დღევანდელი დღე. (უილიამ ალენ უაითი)
16. დაუმიზნეთ მთვარეს, თუ მას ააცილებთ, ვარსკვლავებს შორის მაინც აღმოჩნდებით. (ლეს ბრაუნი)
17. ვისაც სჭირდება – მდიდარი არ არის, ვისაც არ ჭირდება – ის ღარიბი ვერ იქნება.(დემოკრიტე)
18. არასდროს აგერიოთ მორიგი დამარცხება – საბოლოო დამარცხებასთან. (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)
19. ყველაზე დიდი სიმამაცეა არა დაუმარცხებლობა, არამედ ყოველი დამარცხების შემდეგ ფეხზე დადგომაა.(კონფუცი)
20. წარმატებაა – გქონდეს ის რაც გიყვარს და ბედნიერებაა – გიყვარდეს ის რაც გაქვს!
21. სასწაული იქ ხდება სადაც მათი სჯერათ და რამდენად ძლიერადაც სჯერათ იმდენად ხშირად ხდება ის.
22. ვერასდროს გადალახავ ოკეანეს, თუ არ მოიხვეჭ სიმამაცეს – ნაპირის თვალთახედვიდან დასაკარგად.
23. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც შეგიძლიათ, მართალი ბრძანდებით! და თუ ფიქრობთ, რომ არაფერი გამოგივათ – ამ შემთხვევაშიც მართალი ხართ! (ჰენრი ფორდი)
24. ფიქრები ძალიან მნიშვნელოვანია, ფიქრი – არის ყველაფრის სათავე და მათი მართვა შესაძლებელია! ამიტომ უმთავრესია ფიქრებზე მუშაობა!
25. კრიტისგან გაქცევის ერთადერთი საშუალება არსებობს: ნურაფერს გააკეთებთ, არაფერი თქვათ და არავინ იყოთ!
26. ზოგიერთმა ნივთმა შეიძლება თქვენი ყურადღება მიიპყროს, მაგრამ კონცენტრირდით იმაზე რაც თქვენს გულს დაიპყრობს.
27. არ ღირს ბავშვის დადანაშაულება იმის გამო, რომ სიბნელის ეშინია. ნამდვილი ტრაგედია ის არის, როდესაც ზრდასრულ ადამიანს სინათლე აშინებს!
28. დაეცი შვიდჯერ და რვაჯერ წამოდექი!
29. როც ვთავისუფლდები იმისგან ვინც ვარ, ვხდები ის ვინც შემიძლია რომ ვიყო.
30. ბედნიერება – ეს არ არის რაღაც მზა, ბედნიერება მხოლოდ თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული!
31. საუკეთესო დრო ხის დასარგველად 20 წლის წინ იყო. შემდეგი საუკეთესო მომენტი კი – დღეს არის!
32. თუ მნიშვნელოვანია – იპოვით დროს. თუ არა – მიზეზს!
33. იყავით ოპტიმისტი, რადგან მოწყენილი სახის მქონე ადამიანს – ბედნიერება არ გაუღიმებს.