Connect with us

ჯანმრთელობა

3-დღიანი გამწმენდი დიეტა ჭარხლით და კეფირით: ნაწლავებს გაწმენდს და ყველაფერ ზედმეტს გამოდევნის

დიეტა, უფრო სწორად კეფირით და ჭარხლით განტვირთვის დღეები მოეწონება მათ, ვისაც მოკლე დროში ორგანიზმის დეტოქს-გაწმენდის ჩატარება და 1-2 კგ-ს „სწრაფად“ დაკლება სურს.

დიეტის ძირითადი პრინციპები:

1. 3 დღის განმავლობაში ჩვეული პროდუქტები დაივიწყეთ: რძის პროდუქტები (კეფირის გარდა), მარცვლეული, ხორცი, ბოსტნეული (ჭარხლის გარდა) და ხილი, ტკბილეული და პური, ალკოჰოლი და სწრაფი კვების პროდუქტები.

2. ამ 3 დღის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ 3 პროდუქტი: ჭარხალი, კეფირი და წყალი.

კეფირი შეგიძლიათ დაბალი ცხიმიანობის, 1%-იანი დალიოთ.

ჭარხალი (დღეში 1 კგ) შეგიძლიათ უმი ან მოხარშული მიირთვათ. თუ უმი სახით მიირთმევთ – სალათები ზეთით მორთეთ, ძალიან ცოტა მარილი და სანელებელი გამოიყენეთ. თუ მოხარშულ ჭარხალს მიირთმევთ, დანამატები არ გამოიყენოთ.

წყალი შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვით, მაგრამ დღეში მინიმუმ 1 ლიტრი წყალი მაინც დალიეთ.

3. ჭარხლის, კეფირის და წყლის გარდა შეგიძლიათ ბალახების ან მწვანე ჩაი დალიოთ.

4. დღის განმავლობაში 4-5 ძირითადი და წახემსებები უნდა შედიოდეს.

5. თუ ჭარხალი და კეფირი ცალ-ცალკე მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ რაციონი გემრიელი კოქტეილით „გაამრავალფეროვნოთ“.

კოქტეილის რეცეპტი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • კეფირი
  • ჭარხალი

მომზადება:

  1. ჭარხალი დააბლენდერეთ და წვენი გაწურეთ;
  2. მიღებული წვენი კეფირს აურიეთ და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ;

კეფირი-ჭარხლის განმტვირთველი დიეტის უპირატესობები:

  1. 3 დღეში ნაწლავები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გაიწმინდება;
  2. ჭარხალს საფაღარათო ეფექტი აქვს და სასარგებლოა მათთვის, ვისაც შეკრულობა აწუხებს.
  3. გაწმენდის და ზედმეტი ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის ხარჯზე წონაში დაკლების ეფექტს მიიღებთ, რომელიც დიეტის შემდეგაც შესამჩნევი იქნება.
  4. კეფირი თავისი სასარგებლო თვისებებით ასევე ცნობილია. კეფირი ნაწლავების მუშაობაზე გავლენას ახდენს, ნაწლავების მიკროფლორას აუმჯობესებს, საკმარისი რაოდენობით ცილებს და მინიმუმ ნახშირწყლებს შეიცავს.
  5. ჭარხალი ძირნაყოფია, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნაერთებით და სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლძარღვების პრობლემები აქვთ. უჯრედისის შემცველობის წყალობით ნაწლავების მუშაობაზე გავლენას ახდენს და ორგანიზმიდან წიდები გამოაქვს.

3-დღიანი დიეტის ხარჯზე ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებთ, საჭმლის მომნელებელ სისტემას გაისუფთავებთ და განწყობას აიმაღლებთ.

დიეტის დაწყებამდე უკუჩვენებებს გაეცანით და ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.