Connect with us

საკითხავი

3 საუკეთესო მეთოდი, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ღუმელში

მიჩვეული ვართ, რომ სამზარეულოდან სასიამოვნო სუნები ვრცელდება. ახალი ცომეულის და ახალმომზადებული წვნიანის არომატი შეუძლებელია არ გვიხაროდეს. რას იტყვით სუნზე, რომლისგანაც შორს გაქცევა გვსურს? უდავოდ, უნდა ვებრძოლოთ. მხოლოდ ასე სამზარეულოში საჭმლის მომზადების პროცესი სიამოვნებას მოგვიტანს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ეფექტურ ხრიკებს, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ღუმელში. პრობლემა, რომელიც ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია.

ასეთი პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია, თუ პატარა ხრიკებს ისწავლით. არ ქრება წვის სუნი ღუმლის გაწმენდის შემდეგ? დროა, საიმედო ხალხური მეთოდები გამოიყენოთ.

უსიამოვნო სუნი ღუმელში: რა გავაკეთოთ

ხრიკი ლიმონის წვენით

1 ნაჭერი საპონი და 1 ციტრუსის წვენი საკმარისია, რომ ღუმელიდან წვის სუნის მოსაშორებლად ეფექტური ნარევი მოამზადოთ. სახლის პირობებში მარტივად გააკეთებთ. მაგარი საპონი საყვარელი არომატით მსხვილად გახეხეთ. ამავე რაოდენობის ლიმონის წვენი დაუმატეთ, რომ სქელი ერთგვაროვანი ნარევი მიიღოთ. ჭურჭელი მზა ნარევით ღუმელში მოათავსეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით თასი ნარევი გამოიღეთ და ისიამოვნეთ ციტრუსის არომატით, რომელიც ღუმლიდან ვრცელდება.

ჭურჭელი, რომელშიც ნარევი იყო, თბილი წყლით და ცოტა სარეცხი საშუალებით გაავსეთ და გააჩერეთ. სამზარეულო კი გაანიავეთ. უსიამოვნო სუნის მოშორების პროცესი დასრულებულია.

დამატებითი საშუალება

თუ ლიმონი არ გაქვთ, წვის სუნის გასაქრობად სხვა ეფექტური მეთოდი გამოიყენეთ. დაგჭირდებათ ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტები.

  • აქტივირებული ნახშირი. სააფთიაქო საშუალება თეთრები ღირს და უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად საუკეთესოა. 15 აბი ნახშირი წყალში გახსენით. 2 საათით ღუმელში მოათავსეთ. ამ დროში ნახშირი უსიამოვნო სუნს შთანთქავს.
  • საკვები სოდა. ღრმა თასში ჩაყარეთ და ღუმელში მოათავსეთ. რამდენიმე საათი გააჩერეთ, რომ ყველა ცუდი სუნი შეიწოვოს.
  • ყავის მარცვალი. დაფქვით და თეფშზე დაყარეთ. არომატული ყავა ღუმელში 2-3 საათი გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ უცხო სუნის კვალიც არ დარჩება.
  • სხვადასხვა ბალახი. პიტნა, ბარამბო, ბეგქონდარა და სალბი წვის ყველა სუნს შესანიშნავად აქრობს. ორი ბალახი აიღეთ, კარგად გარეცხეთ და ოდნავ გახურებულ ღუმელში მოათავსეთ. ცოტა ხანში წვის სუნი ცუდ სიზმრად მოგეჩვენებათ.

მსგავსი საშუალებების გამოყენება რომ არ მოგიწიოთ, გახსოვდეთ, რომ ღუმელი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაწმინდოთ. საპნიან ხსნარში დასველებული ღრუბლით რეგულარულად გაწმინდეთ და სამზარეულოში უსიამოვნო სუნი არ გაჩნდება.

Advertisement