Connect with us

ყვავილები

3 ხალხური რეცეპტი, როგორ გამოკვებოთ ვარდი ყვავილობის დროს

ყველა მებაღემ, განსაკუთრებით დამწყებმა, არ იცის, რა მნიშვნელოვანია ვარდის გამოკვება ზაფხულში. ამ სეზონზე მცენარე ყვავილობის ახალ–ახალ ტალღებს იცვლის. ვარდს ზაფხულში დამატებითი კვება ძალიან სჭირდება. ამაში იაფი ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ. საოცრად მარტივად მზადდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რით გამოკვებოთ ვარდი ყვავილობის დროს, რომ დაკარგული ძალები აღიდგინოს.

ამ მიზნით მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს გამოვიყენებთ. სწორედ ამიტომ, მაღაზიაში მზა სასუქის შეძენას აზრი არ აქვს. ხელნაკეთი მკვებავი ნარევი კოკრების შეფერილობას გაზრდის და მცენარეს არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ უფრო ძლიერს გახდის.

რით გამოვკვებოთ ვარდი ყვავილობის დროს

გამოყენების რეკომენდაციები

ნატურალური სასუქის გამოყენებისას ორი ძირითადი წესი უნდა დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ სასუქის ზედმეტი ან ნაკლები დოზა ვარდის შემდგომ ყვავილობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

  1. მცენარე 2 კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გამოკვებეთ. დოზას არ გადააჭარბოთ.
  2. გვალვის შემთხვევაში ვარდი მკვებავი ნარევით დანამეთ. სითხის დეფიციტი ფესვების სისტემის მუშაობას ამცირებს.

ბანანის ქერქი

დაგჭირდებათ:

  • 5 ბანანი
  • 3 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ხუთ ბანანს ქერქი მოაშორეთ. ქერქი სამლიტრიან ქილაში ჩააწყვეთ.
  2. ბანანის ქერქს თბილი წყალი დაასხით.
  3. 3 დღე გააჩერეთ. მიღებული ხსნარით ვარდი დანამეთ.

კვერცხის ნაჭუჭი

დაგჭირდებათ:

Advertisement
  • 6 ქათმის კვერცხი
  • 5 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. 6 კვერცხის ნაჭუჭი ხუთლიტრიან კონტეინერში მოათავსეთ.
  2. წყალი დაასხით.
  3. 3 დღე გააჩერეთ, ხსნარი პულვერიზატორში გადაასხით და ვარდები დაამუშავეთ.

ჭინჭარი

დაგჭირდებათ:

  • ჭინჭრის ფოთლები
  • 3 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. სამლიტრიანი ქილის 2/3 მოცულობა ჭინჭრით გაავსეთ.
  2. წყალი დაასხით. 10 დღე დააყენეთ. ქილას თავსახური დააფარეთ.
  3. მიღებული ნარევი წყალში 1:10 თანაფარდობით გააზავეთ და ბუჩქები დანამეთ.

ამ მარტივი ხალხური საშუალებების გამოყენებით ვარდის დიდებული ყვავილობით დატკბებით. ნატურალური სასუქები სწორად გამოიყენეთ და თქვენს ბაღს ბადალი არ ეყოლება!

Advertisement