თავის მოვლა
3 შინაურული პროცედურა, რომლის შემდეგ სანდლებს თამამად ჩაიცვამთ
ამ ბოლო დროს ჩემმა ქუსლებმა იმედი გამიცრუა, რაც ან კვების რეჟიმმა ან მუდმივად ტერი წინდების ტარებამ გამოიწვია. მშრალი, დახეთქილი, გაუხეშებული კანის სქელი ფენა – ქმრის წინაშეც კი წინდების გახდის მრცხვენია. ერთადერთი იმედი სოდიანი აბაზანაა.
პროცედურის ძალიან ბევრი ვარიანტი ვიპოვე და თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს. გირჩევთ სოდიანი აბაზანა მნიშვნელოვანი მოვლენის წინ სცადოთ. უფრო მეტად თავდაჯერებული გახდებით!
ეფექტური ფეხის აბაზანა სოდით
აბაზანა სოდით და ზღვის მარილით
ფეხის კანის დასარბილებლად პატარა ტაშტი თბილი წყლით გაავსეთ. 2 ს/კ ზღვის მარილი და 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. ფეხით ყველაფერი კარგად აურიეთ. ფეხის აბაზანა 10 წუთით გაიკეთეთ.
ფეხის აბაზანა სოდით და ზეთებით
ამ პროცედურით ფეხის კანის დატენიანებას და ტონირებას შეძლებთ. ტაშტში 3 ლ თბილი წყალი და 2 ს/კ სოდა აურიეთ. აქვე რამდენიმე წვეთი პაჩულის, ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდის ან ნუშის ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და ფეხები ამ ხსნარში 10 წუთით გააჩერეთ.
აბაზანა სოდით და წყალბადის ზეჟანგით
თუ დახეთქილი ქუსლები გაწუხებთ, მის მოშორებას ასეთი ფეხის აბაზანით შეძლებთ. თბილ წყალს 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. აქვე 2 ს/კ სოდა დაუმატეთ და აურიეთ. ფეხები ამ ხსნარში 12-15 წუთით გააჩერეთ.
ტერფების მოვლა პროცედურის შემდეგ
ტერფის კანის მოსავლელად ფეხის აბაზანა მხოლოდ პირველი ეტაპია. აბაზანის შემდეგ ფეხები პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ. შემდეგ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი წაისვით. გამოგადგებათ ევკალიპტი, ნაძვი, ზეითუნი. ზეთი შეიზილეთ და შეწოვა აცადეთ.
სიტყვაზე, რეკომენდებულია პროცედურა ყოველ საღამოს, ძილის წინ ჩაიტაროთ. ბუნებრივია, ზეთი სუფთა, ოდნავ დაორთქლილ კანზე უნდა წაისვათ. თავად აბაზანა 3 დღეში ერთხელ ჩაიტარეთ.
გაუხეშებული კანის მოსაშორებლად ნიღაბი გაიკეთეთ. 1 მუჭა შვრიის ფანტელები 5 ს/კ რძეს აურიეთ. აქვე დაქუცმაცებული ალოეს ფოთოლი დაუმატეთ. ნარევი ტერფებზე წაისვით, შეიხვიეთ და 2-3 საათით გაიჩერეთ.
შემდეგ სახვევი და ნიღაბი მოიშორეთ, მკვდარი კანი პემზით ან სახეხით დაიმუშავეთ. საპნიანი წყალი გადაივლეთ და გაიმშრალეთ. ტერფებზე ცხიმიანი კრემი წაისვით და შეწოვა აცადეთ. წინდები ჩაიცვით და დაიძინეთ.
ფეხის აბაზანა სოდით ცნობილი შინაურული პროცედურაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. მათ ხომ პედიკურის გასაკეთებლად დრო და შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი მოვლა არასწორი და ნაკლებად ეფექტურია, ასე არაა? თქვენ როგორ ზრუნავთ ტერფებზე? საიდუმლო ხრიკები გაგვიზიარეთ.