ჰოროსკოპი
23.03.2023 გარდამტეხი სარკისებრი თარიღი სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ
ნუმეროლოგების თქმით, ციფრების განსაკუთრებულ კომბინაციას, რომელიც სარკისებრ თარიღს ქმნის, შეუძლია ცხოვრება კარგ ან ცუდ მხარეს ძირეულად შეცვალოს. ამჯერად, მარტის სარკისებრი თარიღი ახლოვდება. ეს 2023 წლის 23 მარტია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ წარმატების მოსაზიდად ამ დღეს და როგორ ჩაიფიქროთ სურვილი, რომ ახდეს.
გაზაფხული ბევრი ადამიანის ფავორიტი სეზონია. ამ დროს ბუნება იღვიძებს, ცივ და სუსხიან დღეებს თბილი და მზიანი ამინდები ცვლის. ახალი საქმის დაწყების სურვილი იზრდება. კარგი ამინდი ადრე ადგომის და მოქმედების სტიმულს გვაძლევს.
სარკისებრი თარიღი იდეალურია, რომ რუტინას მრავალფეროვნება შემატოთ. 23 მარტს აუცილებლად იმოქმედეთ. რამდენიმე იდეას გიზიარებთ. იოგა დილით ან აუზი კარგი გადაწყვეტილებაა. სისტემატური კითხვის დაწყებაც კარგია.
23 მარტს ყველა დაწყებული საქმე დაასრულეთ. მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმეთ, გარიგება დადეთ. ასე მომავალში სასიამოვნო შემოსავალს მიიღებთ. 23 მარტს უძრავი ქონება ან ავტომობილი დაუფიქრებლად შეგიძლიათ შეიძინოთ. წარმატება თქვენს მხარესაა.
სარკისებრი დღე კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგალითად, თუ სამსახურიდან წამოსვლაზე ფიქრობთ, გაბედულად იმოქმედეთ. ეს პირადსაც ეხება. თუ ურთიერთობის დასრულება გსურთ, დაასრულეთ, ან, პირიქით, საყვარელ ადამიანს დაქორწინება შესთავაზეთ. ამ დღეს თქვენი ცხოვრების მეგზურს შეიძლება შეხვდეთ.
სარკისებრი თარიღის ძალა
ეზოთერიკოსები და ნუმეროლოგები ამბობენ, რომ სარკისებრი თარიღები განსაკუთრებულ ძალას ფლობენ. გახსოვდეთ, წარმატება არ მოვა, თუ ხელს არ გაანძრევთ. ინიციატივა ხელში აიღეთ და კონკრეტული მიზნის დასახვით დაიწყეთ.
ბევრისთვის ახალი წელი გაზაფხულიდან, განახლების დროით იწყება. დაფიქრდით, რას გსურთ მიაღწიოთ 2023 წელს. 23 მარტს დილით ადრე ადექით. ნოყიერად ისაუზმეთ, ფანჯარასთან მიდით და ფურცელზე თქვენი ოცნებები ჩამოწერეთ.
მკაფიო გეგმა წინსვლის მოტივაციას მოგცემთ. მადლიერების დღიურიც გამოგადგებათ. ჩაწერეთ, ვის მიმართ და რატომ ხართ მადლიერი. ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, ყველაფერი ჩაინიშნეთ.
სარკისებრი თარიღი სურვილების ჩასაფიქრებლად კარგი დროა. ბევრი სარკისებრ თარიღს სწორედ ამისთვის ელოდება. საღამოს, 23:03 საათზე სურვილი ჩაიფიქრეთ, ხმამაღლა თქვით, შემდეგ დაწექით და ამ სურვილზე ფიქრში ჩაიძინეთ. სურვილი ხმამაღლა აუცილებლად უნდა თქვათ, რომ სამყარომ გაიგონოს.
მეორე მეთოდით სურვილი ფურცელზე 23–ჯერ უნდა დაწეროთ, შემდეგ 23 ნაწილად დაყოთ და სახლში სხვადასხვა კუთხეში (1 ნაწილი ბალიშის ქვეშ) შეინახოთ. დილით ქაღალდის ნაწილები უნდა შეაგროვოთ და დაწვათ. რიტუალს საყვარელი მუსიკა და არომატული სანთლები დაუმატეთ, რომ ეფექტი გააძლიეროთ.