Connect with us

საკითხავი

23 წლის ფეხმძიმე ქალბატონის მშობიარობა ნამდვილ სენსაციად იქცა. შემთხვევა, რომელიც მხოლოდ 480 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება

ჩეხეთში, პრაღიდან ორი მილის მოშორებით, ქალაქ მილოვიცეში მცხოვრობ წყვილს უკვე ერთი ვაჟიშვილი ჰყავდა, როცა 23 წლის ალექსანდრა კინოვამ გაიგო, რომ კვლავ ორსულად იყო. ცოლ-ქმარს უთხრეს, რომ მათ ერთზე მეტი ბავშვი ეყოლებოდათ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ „რამდენად ბევრი“…

ტრადიციის გაგრძელება

ორივე მშობლის ოჯახში ტყუპი ხშირად იბადებოდა და ისინი ფიქრობდნენ, რომ „ოჯახურ ტრადიციას“ აგრძელებდნენ. თუმცა მათ საკუთარი ტრადიციის შექმნაც კი მოახერხეს!

პირველი ეჰოსკოპია

პირველ ეჰოსკოპიაზე მათ უთხრეს, რომ ერთზე მეტი ბავშვი ჩანდა. მშობლები მორალურად უკვე ორი ან სამი ბავშვისთვის ემზადებოდნენ.

გასაოცარი სიახლე

ექიმმა ალექსანდრე განმეორებითი დიაგნოზის დასასმელად დაიბარა, რომ ემბრიონების რაოდენობა დაეზუსტებინა. ის, რაც მათ გაიგეს, ყველაზე თამამ ოცნებასაც კი აჭარბებდა.

სამიტყუპი, ოთხიტყუპი?

დაზუსტებამ აჩვენა, რომ ალექსანდრე ოთხ ბავშვს ელოდებოდა. რამდენიმე თვეში აღმოაჩინეს, რომ მათ ხუთი ბავშვი ეყოლებოდათ. „როცა ბოლოს და ბოლოს ხუთი თავი იპოვეს, ტირილი დავიწყე“.

მშობიარობა

როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ექიმმა იზრუნა იმაზე, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. სწორედ ამიტომ მშობიარობას 40 ადამიანი ესწრებოდა.

ხუთიტყუპი

ამქვეყნად 4 ბიჭი და 1 გოგო დაიბადა. ბიჭებს დაარქვეს დანიელი, მაიკლი, ალექსი და მარტინი, ხოლო გოგოს ტერეზა. ჩეხეთის რესპუბლიკაში ეს ხუთი ტყუპის გაჩენის პირველი შემთხვევა იყო.

ჩეხეთში სტატისტიკა 1949 წლიდან იწარმოება და ამ დროის განმავლობაში არც ერთი ხუთი ტყუპის გაჩენის შესახებ მონაცემები არ არსებობს. საშუალოდ, ხუთი ტყუპი 480 წელიწადში ერთხელ იბადება. ბავშვები ჯანმრთელები აღმოჩნდნენ და ახლა ინტერნეტ სივრცეში მათი სურათები ხშირად ჩნდება.

ხუთი ბავშვის ჩასახვის შანსი 47 მლნ-ში ერთია.

წყვილს ყველა ეხმარება, ვისაც კი შეუძლია. ადამიანები მას საბავშვო ნივთებს, ფულს და საჩუქრებს უგზავნიან. მილოვიცის მერიამ კი ოჯახს ბინა აჩუქა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.