Connect with us

ყვავილები

2023 წლის სათესი კალენდარი, რა და რომელ დღეს უნდა დარგოთ ახალ სეზონზე

გაზაფხულზე აგარაკზე მუშაობა გაჩაღებულია. ფერმერები უკვე ფიქრობენ, რომელი ხილი და ბოსტნეული დათესონ. ნაწილს ნერგები უკვე გამზადებული აქვს და შესაფერის დროს ელოდება, რომ ღია გრუნტში გადარგოს. კარგად იციან, რომ მხოლოდ ბედის იმედად ვერ იქნებიან. მდიდარი მოსავალი რომ მიიღონ, სათეს კალენდარს აუცილებლად სწავლობენ.

მეცნიერების გარეშე თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა გაგიჭირდებათ. კვლების გაყვანა ცალკე დარგია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის და რა დათესოთ ამ სეზონზე.

2023 წლის სათესი კალენდარი მებოსტნეებისთვის

სათესი კალენდრის შესწავლა მოსამზადებელი ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიწათმოქმედება ერთ–ერთი უძველესი ხელობაა, რომელსაც ადამიანი დაეუფლა. ძველად ამა თუ იმ კულტურის დათესვის დროის გამოსათვლელად მთვარის ფაზებს, მზეს, ღრუბლებს, ჩიტებსა და ცხოველებს აკვირდებოდნენ.

ამ ყველაფერზე დაკვირვებით პროგნოზირებდნენ ამინდს, ასევე სად და როდის სჯობდა დათესვა. იმის მიუხედავად, რომ მებოსტნეობის მეთოდოლოგიის შესახებ ბევრი წიგნია გამოცემული, გამოცდილი ფერმერები მთვარესა და ამინდის პირობებს მაინც აკვირდებიან და ითვალისწინებენ.

რა და როდის დავრგოთ 2023 წელს

ნერგების გაზრდა გაცილებით ადრე იწყება. ბევრი სახლისა და ბინის ფანჯრებზე ნერგები ვარდისფერი განათებით ჯერ კიდევ დეკემბერში შეგიძლიათ დაინახოთ. ყველა კულტურას განსხვავებული რაოდენობის სინათლე, წყალი, ნიადაგი შეეფერება.

მარტში მცენარე ზრდის აქტიურ ფაზაში გადადის. თესლი სითბოს მოახლოებას გრძნობს და გაღვივებას აქტიურად იწყებს. დავიწყოთ პომიდვრით. პომიდორი 22, 25-26 და 31 მარტს შეგიძლიათ დარგოთ. კარგი პერიოდია, რომ ნერგი გაზარდოთ და საადრეო პომიდორი დარგოთ.

საგვიანო ჯიში დათესეთ აპრილში: 1, 2, 10, 12. მაისის ხელსაყრელი დღეებია: 10–12, 15–17, 20, 25–27. საშემოდგომო ჯიშები დარგეთ ივნისში: 3-4, 7-8, 13, 18, 22-23.

კომბოსტოს და სატაცურის ყველა სახეობა მარტში პომიდორთან ერთად შეგიძლიათ დათესოთ. ხელსაყრელი დღეები აპრილში: 1-2, 7, 10, 15, 20, 24-25, 28-29. საგვიანო კომბოსტოსთვის მაისში ხელსაყრელია 4–6, 17, 25–27, სატაცურის კულტურებისთვის – 4–6, 10–12, 15–17, 20, 25–27.

ივნისში კომბოსტო 1-4, 13–ში დარგეთ, ხოლო სატაცური – 1-4, 7-8, 13, 18, 22-23, 28-30–ში. ივლისში კომბოსტოსთვის და სატაცურისთვის ხელსაყრელი დღეებია 1, 11, 16, 25-29.

პარკოსნები და ბარდა 22 და 26-31 მარტში დარგვისას კარგად გაფესვიანდება. აპრილში თვის დასაწყისში დარგეთ. მაისში ხელსაყრელი დღეებია პარკოსნისთვის 1, 2, 4-6, 17, 23-29, ბარდისთვის – 20, 23-29. ივნისში ხელსაყრელი დღეებია 1-4 და 13.

ყაბაყი, პატისონი, ნესვი და გოგრა 22 და 31 მარტს კარგად გაიზრდება. აპრილში 1-2, 7, 10, 15, 20, 28-29 შესაფერისია. 4-6, 17 და 25-27 მაისი ყაბაყსა და პატისონს დაუთმეთ, ხოლო 10-12, 15-17, 20, 25-27 მაისი ნესვსა და გოგრას.

1-4 და 13 ივნისს ყაბაყი და პატისონი უკეთესად გაიზრდება, გოგრა და ნესვი კი1-4, 7-8, 13, 22-23 ივნისს.

ცხარე წიწაკა და პრასი ერთსა და იმავე დროს შეგიძლიათ დარგოთ. ხელსაყრელი პერიოდებია 22, 25-26 და 31 მარტი, 1-2, 10, 25-27 აპრილი, 6, 10–12, 15–17, 20, 23–27 მაისი. 3, 4, 7 და 8 ივნისი.

ამ ყველაფერთან ერთად თქვენი განწყობაც და მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოთ. მცენარეების მიმართ სიყვარული გამოხატეთ. თუ თავს ცუდად გრძნობთ, დარგვა სხვა დროისთვის გადადეთ. ეს არც თქვენთვის, არც მცენარისთვის კარგი არაა. გამოჯანმრთელებას დაელოდეთ და საქმეზე მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდით. უხვ მოსავალს გისურვებთ.

Advertisement