Connect with us

საკითხავი

2023 წლის საეკლესიო კალენდარი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულს მოიცავს

საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა მორწმუნე ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათთვის მომზადება წინასწარ იწყება, რომ არაფერი გამორჩეთ. ბევრი დღესასწაული მოძრავია და ყოველ წელს სხვადასხვა დღეს აღინიშნება. გთავაზობთ 2023 წლის საეკლესიო კალენდარს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 2023 წლის საეკლესიო კალენდარს ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაულით. კალენდარი შეინახეთ. ქართული ეკლესია დღესასწაულებს იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს და დღესასწაულების დღეებიც ამის მიხედვით არის შედგენილი.

ათორმეტთაგან უძრავნი:

  • 7 იანვარი – ქრისტეშობა, ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
  • 19 იანვარი – განცხადება, იესო ქრისტეს ნათლისღება.
  • 15 თებერვალი – მირქმა, იესო ქრისტეს მიგებება.
  • 7 აპრილი – ხარება, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება.
  • 19 აგვისტო – ფერისცვალება, იესო ქრისტეს ფერისცვალება.
  • 28 აგვისტო – მარიამობა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება.
  • 21 სექტემბერი – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა.
  • 27 სექტემბერი – ჯვართამაღლება, მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა.
  • 4 დეკემბერი – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება.

ათორმეტთაგან მოძრავნი:

  • 9 აპრილი – ბზობა, იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში.
  • 16 აპრილი – ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი.
  • 25 მაისი – ამაღლება იესო ქრისტესი.
  • 4 ივნისი – სულთმოფენობა, სულიწმიდის გარდამოსვლა.

დიდი დღესასწაულები:

  • 14 იანვარი – წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა.
  • 27 იანვარი და 1 ივნისი – წმ. დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა.
  • 8 თებერვალი – დავითობა.
  • 6 მაისი, 23 ნოემბერი – გიორგობა.
  • 12 მაისი, 13 დეკემბერი – ანდრიაობა.
  • 30 აპრილი, 14 მაისი – თამარობა.
  • 22 მაისი, 19 დეკემბერი – ნიკოლოზობა.
  • 7 ივლისი – წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა.
  • 12 ივლისი – წმ. თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი.
  • 13 ივლისი – სვეტიცხოვლობა (ტაძრის დღესასწაული).
  • 11 სექტემბერი – თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა.
  • 26 სექტემბერი – ქეთევანობა.
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობა – სვეტიცხოვლობა, დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი;
  • 13 ნოემბერი – ასი ათასის მოწამის ხსენება.
  • 21 ნოემბერი – მთავარანგელოზობა.
  • 17 დეკემბერი – ბარბარობა.
  • 24 დეკემბერი – ყოველთა წმიდათა.

გარდამავალი დღესასწაულები:

  • 23 თებერვალი  (ყველიერის ხუთშაბათი) – ღირსი შიო მღვიმელის ხსენება.
  • 4 მარტი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) – დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენება.
  • 12 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) – ღირსი გრიგოლ პალამას ხსენება.
  • 19 მარტი  (დიდი მარხვის III კვირიაკე) – ჯვრის თაყვანისცემა.
  • 26 მარტი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) – ღირსი იოანე კლემაქსის ხსენება.
  • 2 აპრილი (დიდი მარხვის V კვირიაკე) – ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენება.
  • 8 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) – მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
  • 30 აპრილი (აღდგომიდან III კვირიაკე) – მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა
  • 7 მაისი (აღდგომიდან IV კვირიაკე) – განრღვეულის კვირა.

საეკლესიო სამახსოვრო დღეები:

  • 4 იანვარი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე
  • 25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
  • 2 აგვისტო – ხსენება წმ. ილია მართლისა; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე
  • 25 დეკემბერი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე

მრავალდღიანი მარხვები:

  • აღდგომის მარხვა – 27 თებერვალი – 15 აპრილი
  • პეტრე-პავლობის მარხვა – 12 ივნისი -11 ივლისი
  • მარიამობის მარხვა – 14 აგვისტო – 27 აგვისტო
  • ქრისტეშობის მარხვა – 28 ნოემბერი – 6 იანვარი

ერთდღიანი მარხვები:

  • ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა ხსნილისა
  • 18 იანვარი – ნათლისღების წინა დღე
  • 11 სექტემბერი – წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე
  • 27 სექტემბერი – ჯვართამაღლება

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები:

  • ხორციელის შაბათი – 18 თებერვალი
  • დიდმარხვის II შაბათი – 11 მარტი
  • დიდმარხვის III შაბათი – 18 მარტი
  • დიდმარხვის IV შაბათი – 25 მარტი
  • თომას კვირის სამშაბათი – 25 აპრილი
  • სულის შაბათი – 3 ივნისი
  • დიმიტრის შაბათი – 4 დეკემბერი
Advertisement