Connect with us

ყვავილები

2023 წლის მთვარის სათესი კალენდარი მებაღე–მებოსტნისთვის

ბოსტნეულის, მწვანილის და სხვა კულტურების დასარგავად წინასწარ უნდა მოემზადოთ. ამაში მთვარის სათესი კალენდარი დაგეხმარებათ. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ მთვარის ფაზები მოსავლის რაოდენობაზე გავლენას ახდენს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის არის კარგი დღე ბაღში ან ბოსტანში სამუშაოდ და როდის უნდა შეიკავოთ თავი.

2023 წლის სათესი კალენდარი

უხვი ხილისა და ბოსტნეულის მისაღებად უნდა იცოდეთ, რომელ დღეს რისი გაკეთება შეიძლება. ხარისხიანი თესლის შერჩევა და მიწის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთვარის ფაზასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. პრინციპში, მთვარის კალენდარი მიწათმოქმედებისთვის სწორედ ამისთვის არსებობს.

მთვარის ციკლში 3 ყურადსაღები პერიოდია. ახალი მთვარე, სავსე მთვარე და კლებადი მთვარე. მზარდი მთვარის პერიოდში ნიადაგში ტენიანობა გუბდება, ამიტომ ძირნაყოფის ჭარბად მორწყვას მოერიდეთ. ახალ მთვარეზე დათესვა და დარგვა არ ღირს.

სავსე მთვარეზე ფოთლოვანი მწვანილი დარგეთ ან ფოთლოვანი კულტურები მორწყეთ. კლებად მთვარეზე ძირნაყოფი დარგეთ.

ბოსტანში მუშაობა ჯერ კიდევ ზამთარში იწყება. ბევრი მებაღე ამ პერიოდში უკვე ნერგებს ზრდის. ამისთვის ხელსაყრელი დღეები იანვარში: 1–7, 24–26, 29–31. თებერვალში: 1–3, 7, 9, 13, 14, 16, 17, 21–26, 28.

ნერგებს გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზეც ზრდიან. ხელსაყრელი დღეები მარტში 1-3, 6, 7, 9, 11, 15, 16, 22-27, 29-30. აპრილში – 3-5, 7, 9, 11-13, 17, 21-26, 30. მაისში – 1-5, 9-10, 13-14, 18, 20-25, 27-31. ივნისში 1–3, 5–6, 11, 14, 15, 19–22, 24, 27–30. ივლისში: 1, 2, 7, 11, 12, 18–23, 26–28, 30, 31. აგვისტოში: 1, 3, 7–10, 13, 17–23, 25–31.

ნერგების დასარგავად სექტემბერში კარგი დღეებია 4-6, 8, 9, 16-21, 23, 24, 27, 28. ოქტომბერში – 1, 3, 5, 7, 11, 15-21, 24-26, 29, 31, ნოემბერში – 2, 7, 14-18, 21-23, 25-28, 30. დეკემბერში ნერგებისთვის თესლები შეგიძლიათ დათესოთ ამისთვის კარგი დღეებია: 6, 7, 10, 14, 15, 18, 19, 21–23, 25–27.

ძირნაყოფის დასარგავად ხელსაყრელი დღეები

კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, სტაფილო, ნიახური, ძირიანი ოხრახუში, ჭარხალი, თალგამურა, თალგამი და სხვა ძირნაყოფი დარგეთ შემდეგ დღეებში:

  • იანვარი: 9–10, 12, 13, 15, 18, 20.
  • თებერვალი: 8, 10–12, 15, 18, 20, 27.
  • მარტი: 5, 6, 8, 11–14, 17, 20, 21, 28, 31.
  • აპრილი: 1, 8, 16, 27.
  • მაისი: 7, 11, 17.
  • ივნისი: 4, 10, 12, 13.
  • ივლისი: 8, 9, 13, 15, 16, 29.
  • აგვისტო: 4, 12, 14, 24.
  • სექტემბერი: 7, 10, 12, 13, 25, 26, 29.
  • ოქტომბერი: 2, 4, 6, 12, 23, 27, 28.
  • ნოემბერი: 1, 3, 8–10, 19, 20, 24, 29.
  • დეკემბერი: 1, 4, 5, 9, 11, 16, 17, 20, 24, 28.

კარგი დღეები სხვა კულტურების დასარგავად

კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ასევე გოგრა, ყაბაყი, სიმინდი, პრასი, ოხრახუში, კამა, ბარდა, პარკოსანი და სხვა კულტურები შეგიძლიათ დარგოთ შემდეგ დღეებში:

  • იანვარი: 1-3, 5-7, 24, 25, 29, 31.
  • თებერვალი: 1–3, 21, 24–26, 28.
  • მარტი: 1–3, 7, 16, 24–25, 29–30.
  • აპრილი: 4, 5, 13, 21, 22, 25, 26.
  • მაისი: 3–5, 9, 22–24, 30.
  • ივნისი: 1, 2, 15, 19, 20, 27-29.
  • ივლისი: 3, 11, 12, 26, 27, 30, 31.
  • აგვისტო: 3, 9, 17, 22, 23, 27, 31.
  • სექტემბერი: 18–21, 23, 24, 27, 28.
  • ოქტომბერი: 16–21, 24–26.
  • ნოემბერი: 2, 14-18, 22, 26, 30.
  • დეკემბერი: 14, 15, 18, 19, 22, 23, 26, 27.

არახელსაყრელი დღეები კულტურების დასარგავად

თითოეულ თვეში როგორც ხელსაყრელი, ასევე არახელსაყრელი დღეებია, როცა კვლებში მუშაობა უნდა შეწყვიტოთ. ამ რიცხვებში უსაქმოდ ყოფნა საჭირო არაა. შეგიძლიათ ნიადაგი მოამზადოთ, კომპოსტი გააკეთოთ ან ნეშომპალა დაყაროთ.

სათბური გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ. ნერგების ჭურჭელი მოამზადეთ. ბაღის და ბოსტნის ხელსაწყოები გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ.

2023 წელს 27 არახელსაყრელი დღეა. ესენია:

  • იანვარი: 8, 21.
  • თებერვალი: 18, 21.
  • აპრილი: 15, 19, 27.
  • მაისი: 12, 15, 26.
  • ივნისი: 17, 18.
  • ივლისი: 10, 17.
  • აგვისტო: 2, 6, 15 და 16.
  • სექტემბერი: 11, 30.
  • ოქტომბერი: 9, 13, 14, 22.
  • ნოემბერი: 5
  • დეკემბერი: 3, 20, 30.

მთვარის დაბნელების დღეებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ექსპერტების თქმით, ამ დღეებში ბაღსა და ბოსტანში მუშაობა უნდა შეწყვიტოთ. 2023 წელს მთვარის დაბნელება 5 მაისს და 28 ოქტომბერსაა.

Advertisement