Connect with us

ჰოროსკოპი

2023 წლის მარტის ზუსტი ჰოროსკოპი. 5 ნიშანი ბედის კეთილგანწყობას იგრძნობს

ვის არ სურს მომავალში ჩახედვა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება? ზოგი ამ მიზნით კარტზე მკითხაობს, სხვები ყავის ნალექზე მკითხაობას ირჩევენ. არიან ისინი, რომლებიც ყოველთვიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ეცნობიან. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორია მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

2023 წლის მარტის ჰოროსკოპი

დროა გაიგოთ, რას ელოდოთ გაზაფხულის პირველ თვეს. გისურვებთ, ყველაფერი კარგი ახდეს და წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა მოგიტანოთ.

ვერძი

ვერძი 2023 წლის მარტში გარშემომყოფების პრობლემების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდება. სხვების დახმარების, ქველმოქმედების სურვილი გაიზრდება. მტრების მიმართ ლმობიერება გამოიჩინეთ და კონფლიქტში არ აჰყვეთ. თუ იშრომებთ, ფინანსები გაიზრდება. დიდი შანსია, ცხოვრების მეგზური იპოვოთ.

კურო

კუროს ელოდება ბევრი სასარგებლო შეხვედრა სამსახურის კუთხით, ბიზნეს სიტუაცია გაუმჯობესდება. პირადში აქტიურობა გაიზრდება. რომანტიკული ურთიერთობის დაწყება მოსალოდნელია. გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოერიდეთ. დიპლომატია და მოლაპარაკების უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მარტში ტყუპები კარიერულ ზრდაზე დაფიქრდება. სასიყვარულო სფეროს გარდა ყველგან წარმატებას მიაღწევთ. კარგი დროა, თუ სამსახურის შეცვლა ან ახალი საქმის დაწყება გსურთ. პირადში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

კირჩხიბი

ძალის და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. სამსახურში კონფლიქტს მოერიდეთ, თუ ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ. ფული უაზროდ არ დახარჯოთ და არ გაასესხოთ. თუ დაოჯახებას აპირებთ, კარგი დროა.

ლომი

თქვენს შეუპოვრობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული თვე გექნებათ. რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება არ სცადოთ. წარუმატებლობამ იმედი არ უნდა გაგიცრუოთ. სიყვარულში მეტ წარმატებას ელოდეთ.

ქალწული

კარიერულ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ, შემოსავალი გაიზრდება. ოჯახში პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ საინტერესო ჰობი მოძებნონ და დაისვენონ.

სასწორი

ყურადღება და პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ და საქმეში წარმატებას მიაღწევთ, შემოსავალს გაზრდით. როგორც პირადში, ასევე სამსახურში საქმეების მოწესრიგებაზე იზრუნეთ. მეგობრის ან ნათესავის სიტუაცია თქვენზე გავლენას მოახდენს.

მორიელი

ამ თვეში რომანტიკას და სიცოცხლის ხალისს იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატარეთ, ერთად დაისვენეთ, კაფეში წადით, ისეირნეთ. კარიერასა და ფინანსებში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

მშვილდოსანი

ნათესავების მხარდაჭერას იგრძნობთ. სანაცვლოდ საოჯახო რუტინას უნდა მიხედოთ. ბიზნესში სტაბილური სიტუაციაა. გირჩევთ, დაისვენოთ. ასე საინტერესო ადამიანების გაცნობის დიდი შანსი გაქვთ.

თხის რქა

მოსალოდნელია ფინანსების ზრდა, სამსახურის შეცვლა, საინტერესო ადამიანების გაცნობა და სასიყვარულო კავშირი. ამ ყველაფერმა თავბრუ არ დაგახვიოთ. დაუფიქრებელ ნაბიჯებს მოერიდეთ. უმჯობესია, შვებულება აიღოთ და დაისვენოთ.

მერწყული

მიმდინარე სიტუაცია შეაფასეთ და გადაწყვიტეთ, როგორ გააუმჯობესოთ. დროა, რაღაც შეცვალოთ. მაგალითად, სამსახური შეცვალეთ ან საკუთარი ბიზნესი გახსენით. ოჯახს და მეგობრებს დრო დაუთმეთ. საყვარელ ადამიანს ყურადღება არ მოაკლოთ.

თევზები

საკმაოდ წარმატებული თვე აქვს, როგორც პირადში, ასევე კარიერაში. მთელი თვე ჰარმონია და ურთიერთგაგება იქნება. ჯანმრთელობაზე არ დაიჩივლებს. მოდუნდით, ივარჯიშეთ.

ჰოროსკოპებში თუ სრული სიმართლე არა, სიმართლის მარცვალი მაინც არის. სანამ მოქმედებას გადაწყვეტთ, ასტროლოგიურ პროგნოზს გადახედეთ და გაითვალისწინეთ.

Advertisement