Connect with us

ჰოროსკოპი

2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღების კალენდარი, რომ თქვენი ცხოვრების იღბლიანი შემობრუნება არ გამოგრჩეთ

ცნობილი სკეპტიკოსებიც 2022 წლის მნიშვნელოვან თარიღებს კალენდარში ინიშნავენ! ყველაფერი ანჯელა პერლის რჩევების დახმარებით. ეს ქალი მნიშვნელოვან საკითხებში ნამდვილად სწორ პროგნოზებს იძლევა, თუ როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ. საოცარია!

Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღების კალენდარს, რომ ცხოვრების ბედნიერი მომენტები არ გამოგრჩეთ.

2022 წლის მნიშვნელოვანი თარიღები

დაბნელების დღეები

2022 წელს 4 დაბნელება იქნება: 2 კუროს ნიშანში და 2 მორიელის ნიშანში. დაბნელების დღებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ახალი საქმის დაწყება არ შეიძლება.

2022 წლის 30 აპრილს პირველი მზის დაბნელება მოხდება. ის კუროს მე–10 გრადუსში იქნება. დაბნელება ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს მათზე, ვინც 1 მაისს, 3 აგვისტოს ან 31 იანვარს არის დაბადებული. ასევე მათზე, ვისაც ნატალურ რუქაზე ასცინდენტი მე-10 გრადუსში აქვს.

16 მაისს მეორე დაბნელება მორიელის 25-ე გრადუსში იქნება. ეს მთვარის დაბნელებაა. ყველაზე ძლიერ იგრძნობენ ისინი, ვისაც ნატალურ რუქაზე ასციდენტი 25-ე გრადუსში აქვთ და ისინი, ვინც 18 ნოემბერს, 16 მაისს, 18 აგვისტოს ან 14 თებერვალს დაიბადა.

25 ოქტომბერს მეორე მზის დაბნელება მორიელის მე–2 გრადუსში მოხდება. ძლიერ გავლენას იგრძნობენ ისინი, ვინც 25 ოქტომბერს, 23 აპრილს, 25 ივლისს და 23 იანვარს არის დაბადებული. 8 ნოემბერს 2022 წლის მთვარის სრული დაბნელება კუროს მე-16 გრადუსში მოხდება.  შეეხება მათ, ვინც 7 მაისს, 9 აგვისტოს, 9 ნოემბერს ან 6 თებერვალს არის დაბადებული. ასევე მათზე, ვისაც ასციდენტი მე-16 გრადუსში აქვს.

დაბნელების დღეებში არ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნესის გახსნა, მნიშვნელოვანი ხელშეკრულების და დოკუმენტის გაფორმება, დაქორწინება. დაბნელების დღეები კარგია ცნობიერების ჩასართავად, მიმდინარე მოვლენებზე, მიღებულ ინფორმაციასა და საკუთარ ფიქრებზე დასაკვირვებლად. შეგიძლიათ მიმდინარე მოვლენები შეაჯამოთ და გაანალიზოთ.

რეტროგრადული პლანეტები

ვენერა, სილამაზის და ფულის პლანეტა, 2021 წლის დეკემბრიდან უკუმოძრაობაშია. ეს 29 იანვრამდე გაგრძელდა, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღით (1 თებერვლამდე) სტატიკური იქნება. რეტრო ვენერას დღეებში რეკომენდებული არაა დაქორწინება და დაუფიქრებელი შესყიდვები, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რთული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. კარგი დროა ახალი შემოქმედებითი პროექტის დასაწყებად, რეკლამის და პრეზენტაცის ჩასატარებლად, სხვისი ფულის საქმეში გამოსაყენებლად. მხოლოდ 2 მარტიდან დაიწყება ხელსაყრელი პერიოდი გარეგნობის შესაცვლელად და ყველაფრისთვის, რაც სილამაზეს უკავშირდება.

ურანი, თავისუფლების და მოულოდნელი ცვლილებების პლანეტაა. 18 იანვრამდე უკუ მოძრაობაშია, ანუ მოგზაურობაში მოულოდნელი და უსიამოვნო სიუპრიზები გელით. ურანი 24 აგვისტოდან 23 ოქტომბრის ჩათვლითაც რეტროგრადული იქნება. ამ დღეებში სიახლეს, ტყუილს და ფარისევლობას, მოძველებული მოსაზრების დაცვას მოერიდეთ.

სატურნი, დისციპლინის, შრომის და პასუხისმგებლობის პლანეტაა, რომელიც 4 ივნისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით რეტროგრადული იქნება. ამ დროში სასურველია, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ და რაღაცის დროზე ადრე გაკეთება არ სცადოთ. მნიშვნელოვანი პროექტები არ დაიწყოთ, სამსახური და მით უფრო საქმიანობის სფერო არ გამოცვალოთ.

მერკური 2022 წელს 3-ჯერ რეტროგრადული იქნება. 14 იანვრიდან 4 თებერვლამდე, 10 მაისიდან 3 ივნისამდე და 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე. მერკური გონებრივი საქმიანობა, კომუნიკაცია, შუამავლობა და ბიზნესია. ეს სფეროები პლანეტის რეტროგრადული მოძრაობისას საფრთხის ქვეშაა და მათ გადახედვა სჭირდებათ!

მერკურის უკუმოძრაობის დღეებში ახალი საქმე არ დაიწყოთ, ბიზნესი არ გახსნათ, ძვირადღირებული ნივთი (განსაკუთრებით ტექნიკა) არ შეიძინოთ. ამ პერიოდში ხშირად საქმეები ირევა, გეგმები იმედს გვიცრუებს, გზავნილი იკარგება.

ამ პერიოდში შვებულებაში არ წახვიდეთ, რეისი შეიძლება დაგვიანდეს. ძველი საქმეები სჯობს დაასრულოთ, გეგმებს გადახედოთ და „კუდები“ დახუროთ.

29 აპრილს პლუტონი რეტროგრადული იქნება. ეს პიროვნების ტრანსფორმაციის, ღრმა რწმენის შეცვლის პროცესებს გაააქტიურებს.

30 ოქტომბერს მარსი ტყუპების ნიშანში უკუ მოძრაობას დაიწყებს და 2023 წლის 12 იანვრამდე რეტროგრადული იქნება. რეკომენდებული არაა ახალი ბიზნესის დაწყება, ფირმის დარეგისტრირება, მშენებლობის დაწყება, ავტომობილის შეძენა და სამუშაო ადგილის შეცვლა.

2022 წლის მნიშვნელოვანი თარიღები აუცილებლად ჩაინიშნეთ, რომ საქმის დაგეგმვისას მათ ყურადღება მიაქციოთ. წარმატებულ წელს გისურვებთ იმის მიუხედავად, თუ რა მდგომარეობაში იქნება ზეცა!

Advertisement