Connect with us

ჰოროსკოპი

2022 წლის ტარო–პროგნოზი: რას აჩუქებს ვეფხვი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

2022 წელს გილოცავთ! დროა, საქმეები დაგეგმოთ და ანჯელა პერლის ტარო პროგნოზი 2022 წლისთვის შეისწავლოთ. ბევრისთვის 2022 წელი საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების წელი გახდება. ბევრი ნიშანი ცხოვრების ახალ ტემპს მიეჩვევა და ახალი რეალობის მაქსიმალურად გამოყენებას შეძლებს, რომ უფრო მტკიცე და სტაბილური საყრდენი მოიპოვოს.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რას აჩუქებს წლის სიმბოლო ვეფხვი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს: 2022 წლის დეტალური ტარო პროგნოზი ანჯელა პერლისგან.

2022 წლის ტარო პროგნოზი

ვერძი

წლის ცივი სეზონი ელვისებური იქნება, რადგან ბევრი საქმე და საზრუნავი გელით. ვერძის მსოფლმხედველობას ორსულობის შესახებ ან ბავშვებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეცვლის. მიზნების და სურვილების ასასრულებლად ბევრი შანსი გამოჩნდება. გაზაფხულზე მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებთ, რომელიც სამსახურთან იქნება კავშირში.

აპრილი ვერძისთვის მნიშვნელოვანი თვე გახდება. ბევრ საქმეში წარმატება და იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ზაფხულში საოცნებო ქალაქში ზღაპრული მოგზაურობა გელით. მთელი წელი ენერგიით და შემოქმედების, რაღაც ახლის და მშვენიერის შექმნის სურვილით იქნებით სავსე.

კურო

ბევრი კუროსთვის 2022 წელს საბედისწერო ცვლილებები მოხდება.ზამთარში თქვენი გარემოცვიდან რაღაც ძველი წავა, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. ეს შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ნივთი ან მოვლენა. გაზაფხულზე სწრაფი წინსვლა დაიწყება.

2022 წლის პირველ და ბოლო კვარტალში ცხოვრების ყველა სფეროში ხანმოკლე პრობლემებია მოსალოდნელი. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა თებერვალი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და ოქტომბერი. წლის ბოლოს ბევრი კურო შრომისთვის ჯილდოს მიიღებენ.

ტყუპები

2022 წელი მარტივი პერიოდი არ იქნება, მაგრამ სამსახურის კუთხით პერსპერქტიული აღმოჩნდება. ტყუპების ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. კარგი წელია სასწავლებლად.

ივლისს ყურადღება მიაქციეთ. ამ თვეში რთული სიტუაციები ცხოვრების ახალ დონეზე გადასვლას გამოიწვევს. წლის ბოლოს ბევრი ტყუპი შემოსავალს გაზრდის.

კირჩხიბი

წლის პირველ ნახევარში ბევრი საქმე და სწავლა მოგიწევთ. ამის ხარჯზე შემოსავლები გაიზრდება და შემდგომ გადადების საშუალებას მოგცემთ. წლის შუა პერიოდში მომგებიანი შემოთავაზება, რომელიც თქვენს კარიერას ან სტატუსს ეხება, არ გაუშვათ. შესაძლოა, ეს შორეულ ქვეყნებს უკავშირდებოდეს. თუ მსოფლიოსთვის რაიმე გაქვთ სათქმელი, პედაგოგიურ საქმიანობაზე დაფიქრდით.

2022 წელი სასიყვარულო სფეროშიც ცვლილებებს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ წელს გათხოვება მარტივია, ხოლო ურთიერთობის ხანგრძლივობა წყვილის არჩევისას იმპულსურობაზეა დამოკიდებული.

ლომი

ბევრ ლომს შეაწუხებს დანიშნულების და საკუთარი მიზნების საკითხები. შედეგად, შინაგანი ტრანსფორმაცია გარეგნულ ცვლილებებს ხელს შეუწყობს. წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებული შრომა მოგიწევთ. ზაფხული დაუვიწყარ მოგზაურობას გაჩუქებთ.

ანჯელა პერლის რჩევა: „წარმატებამ რომ გაგიღიმოთ, საკუთარი თავისა და სხვებისთვის მზე უნდა გახდეთ“. მნიშვნელოვანი თვეები, რომელიც წინსვლას გპირდებათ: იანვარი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და ოქტომბერი.

ქალწული

ქალწულს 2022 წელს ყველა ფორმით სიყვარული ელის. ეს შეიძლება იყოს ახლობლებთან, მეგობრებთან შეხვედრა. თავისუფალი ქალწული გაიცნობს სასიამოვნო ადამიანს, რომელთანაც შეიძლება ბობოქარი რომანი დაიწყოს. პარტნიორს შორიდან ყურადღება მიაქციეთ.

კურსის გავლა ან ბავშვებთან მუშაობა ხელსაყრელია. ბევრი ქალწულის ცხოვრებაში გამოჩნდება დამხმარეები, რომლებიც სწორ მიმართულებას მისცემენ. წლის ბოლოს ფინანსები გაორმაგდება, ზოგჯერ შეიძლება გასამმაგდეს!

სასწორი

ზამთარსა და ზაფხულში ფინანსების კუთხით სტაბილურობა გელით. წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შორეული მოგზაურობა, განათლების დონის ზრდა, საზღვარგარეთ მუშაობა. მეორე ნახევართან შეხვედრა მოსალოდნელია.

ბევრი მუშაობა, მოგზაურობა და აქტივობა გელით, რომელიც სახლის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ჯანმრთელობა მთელი წელი არ შეგაწუხებთ.

მორიელი

მორიელს 2022 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის, რომელიც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხება. პირად, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებს განსაკუთრებით ძლიერი ცვლილებები შეეხება.

გარემოცვისგან არაფერს ელოდოთ. ფინანსური ბალიში შექმენით, შემოდგომაზე გამოგადგებათ, როცა მხოლოდ საკუთარ შემოსავალზე დაყრდნობა მოგიწევთ. შედეგად, თქვენი ცხოვრება იმაზე მეტად გაუმჯობესდება, ვიდრე წარმოგედგინათ!

მშვილდოსანი

წლის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით. დაფიქრდით, რას და ვის ეუბნებით და შიშს არ აყვეთ. „ფინანსური განათლება მიიღეთ და თქვენი მოქმედებები დაგეგმეთ“ – გირჩევთ ანჯელა პერლი.

აპრილსა და ივლისში მოსალოდნელია რომანტიკული მოგზაურობა, რომელიც დადებით ემოციებს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურადაა. ორსულობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ. წარმატებული წელი რომ იყოს, სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვეთ!

თხის რქა

2022 წელს ბევრ თხის რქას ტოტალური წმენდა და სიყვარულის, გრძნობების, სილამაზის და ფინანსების სფეროში ცვლილებები ელის. არ ინერვიულოთ, საბოლოოდ, ყველაფერი საუკეთესოდ დალაგდება.

ანჯელა პერლის რჩევა პირად ცხოვრებაზე: „არა მხოლოდ პარტნიორთან, არამედ საკუთარ თავთან დამოკიდებულება შეცვალეთ. ძირითადი პარამეტრები დაიბრუნეთ, რომელიც, შესაძლოა, ამ ურთიერთობაში დაკარგეთ!“

მერწყული

წლის პირველი ნახევარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგიტანთ. ამ ნიშნის ბევრი თავისუფალი წარმომადგენელი მონათესავე სულს იპოვის. ზაფხულში ყურადღებას უძრავი ქონების და გადასვლის საკითხებზე გაამახვილებთ.

აგვისტოდან დაწყებული მთელ ენერგიას საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმართ. თუ აქტივებთან მუშაობთ, წლის მეორე ნახევარში ყურადღება გაზარდეთ და ფრთხილად იყავით.

თევზები

2022 წელს ცვლილებები გელით, რომელიც თქვენს მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. გაზაფხულზე მოსალოდნელია ორსულობის და ფინანსური ზრდის სიახლეები. პერიოდულად იქნება მომენტები, როცა თავს დაღლილად და იმედგაცრუებულად იგრძნობთ, მაგრამ ეს მალე გაივლის.

თევზებო, თქვენთვის ნამდვილად ბედნიერი წელია! მჯერა, რომ ანჯელას ყველა სიტყვა ასრულდება.

2022 წელი კარგია ახალი ურთიერთობის დასაწყებად, ქორწინებისთვის, არსებული პარტნიორობის გასაძლიერებლად. მოსალოდნელია, რომ ვინმემ მოგხიბლოთ, შემდეგ მტკივნეული გაკვეთილი მიიღოთ. ეს წლის პირველი გაფრთხილება! ეცადეთ, რომ ცხოვრების ყველა სფეროში ბალანსი დაიცვათ, რადგან თავად ეს წელი არასტაბილურია.

როგორ მოგწონთ 2022 წლის ტარო პროგნოზი? კმაყოფილი ხართ იმით, რაც ანჯელა პერლმა გიწინასწარმეტყველათ?

Advertisement