Connect with us

ჰოროსკოპი

2022 წლის ივნისის ტარო პროგნოზი. რა სასწაულებს უმზადებს მზიანი ივნისი თითოეულ ნიშანს

ზაფხულის დიდი იმედი მაქვს, ამიტომ 2022 წლის ივნისის ტარო პროგნოზს ანჯელა პერლისგან უკვე ვსწავლობ. ამ პოზიტიურ და ქარიზმატულ ქალს ყოველთვის ვუსმენ. ზუსტად იცის, რას ამბობს! Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სასწაულებს უნდა ელოდოთ მზიან ივნისში.

2022 წლის ივნისის ტარო პროგნოზი

ვერძი

იუპიტერი, გამართლების პლანეტა ვერძის ნიშანშია, ანუ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ივნისში გაუმართლებს. კარგი დროა, რომ მსოფლიოს თავი აჩვენოთ! ფინანსებთან ყველაფერი კარგად იქნება: ფული ყველაფრისთვის გეყოფათ.

შიშმა შეიძლება ჰარმონია დაარღვიოს. არ ინერვიულოთ და ემოციებს არ აყვეთ. საბოლოოდ, თქვენს სასიკეთოდ დასრულდება. საქმე არ დააჩქაროთ: ყველაფერი მაშინ მოხდება, როცა საჭიროა. „ინტუიციას მოუსმინეთ და სწორ გზას დაინახავთ“ – გირჩევთ ანჯელა პერლი.

კურო

კუროს ზაფხულის პირველ თვეს მნიშვნელოვანი სიახლეები ელის. მხარდაჭერა ან ფინანსური დახმარება შეიძლება მიიღოს. თქვენზე ახლობლები და მეგობრები იზრუნებენ. სამსახურში საქმე დალაგდება, რაც სტაბილური შემოსავლის იმედს მოგცემთ. ამავდროულად, სამსახურში შემოქმედებით ასპექტს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მოსალოდნელია მოგზაურობა, რომელიც ბევრ სიხარულს მოგიტანთ. ზეიმის მიზეზიც გექნებათ. ურთიერთობაში მეორე ნახევრის თხოვნებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ამბიციებზე არ კონცენტრირდეთ.

ტყუპები

ფინანსურად შესანიშნავი თვეა. მოულოდნელად ფინანსები შეიძლება გაიზარდოს. ხარჯებიც გექნებათ, მაგრამ მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. შემოქმედებითი და ესთეტიკური ჩართულობა ხელსაყრელია.

ტოქსიკურ ურთიერთობებს მოიშორებთ, ხოლო ჰარმონიული – გაძლიერდება. ორსულობაზე ამბავი შეიძლება გაიგოთ. ძლიერ და სტაბილურ განწყობაზე იქნებით!

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლში, ახლობლების წრეში მეტი დრო გაატაროთ. ახლა პატარა თაობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სკოლიდან თავისუფლება ბევრ თავისუფალ დროს ნიშნავს. ამ ნიშნის წარმომადგენელი შვილებით მეტად უნდა დაინტერესდეს, თუ სად ატარებენ დროს მეგობრებთან ერთად.

ივნისში გამარჯვება და კარიერული მიღწევები გელით. ოჯახში კამათი მოსალოდნელია. ამის თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ სხვების მოსმენას ისწავლით.

ლომი

ივნისი სწრაფად გაირბენს, თითქმის ელვისებურად! ამ ნიშნის წარმომადგენელს ზაფხულის პირველ თვეს დიდი ცვლილებები ელის. მოსალოდნელია სამსახურის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

ლომი მომგებიან წინადადებას მიიღებს, რაც ცხოვრებისეული გეგმის გადახედვას აიძულებს. ბევრი მოგზაურობა, ასევე ავტომობილის ყიდვა–გაყიდვა გელით. ვინმე შეიძლება გესტუმროთ. სწავლის დაწყება კარგია.

ქალწული

ივნისში შემოსავალი გაიზრდება. არა მხოლოდ აუცილებელი სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებთ, არამედ თავს ფუფუნების უფლებას მისცემთ. ბიზნესი მოგებას მოგიტანთ ან პარტნიორის ფულის გამოყენებას შეძლებთ.

მოსალოდნელია გასართობი მოგზაურობა. თვის მეორე ნახევარში შეიძლება ლიდერული თვისებები გამოავლინოთ და სხვებს უხელმძღვანელოთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

სასწორი

2022 წლის ივნისში თითქმის ყველა სფეროში გაგიმართლებთ. პროფესიულ წარმატებას მიაღწევთ. თქვენი მოთმინება და ბეჯითი შრომა საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ!

ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა სხვებზე იქნება დამოკიდებული. ეს სამსახურს ან ფინანსებს უკავშირდება. არ ინერვიულოთ, საბოლოოდ, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება. ოჯახში შეიძლება ახალი წევრი გამოჩნდეს.

მორიელი

ივნისის მეორე ნახევარში კარიერა მეორეხარისხოვანი გახდება და ბედნიერი ურთიერთობის მშენებლობას დაიწყებთ. ერთად შეიძლება იმოგზაუროთ, რაც თქვენს გრძნობებს გააძლიერებს. ბევრი მოგზაურობა გელით. ავტომობილის გაყიდვა ან ყიდვა ხელსაყრელია.

ივნისის შუა რიცხვებიდან საქმე წინ წაიწევს. ამასთან, პროექტების მოძრაობას გააკონტროლებთ. გუნდში მუშაობა წარმატებას მოგიტანთ!

მშვილდოსანი

ივნისში რაღაც ძველი დასრულდება და ახალი ცხოვრება დაიწყება. შესაძლოა ეს სამუშაოს შეცვლას ან ახალ საცხოვრებელ ადგილს უკავშირდებოდეს. ფინანსურად პროდუქტიული თვეა. შემოქმედებითი პოტენციალის გასაზრდელად ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება.

საკმაოდ აქტიური და ცვლილებების მომტანი თვეა. ბევრი მშვილდოსანი ცვლილებებისთვის მზადაა. დასვენება არ დაგავიწყდეთ, რომ თვემ ჰარმონიულად ჩაიაროს.

თხის რქა

ეს თვე საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. მთაში ან აგარაკზე სამოგზაუროდ წადით. ხელსაყრელია მედიტაცია, ხატვა, კითხვა ან ცხოვრების გაანალიზება. მარტოობაში აღმოჩენილი ინსაითები ჭეშმარიტი მიზნების და ამოცანების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ორსულობაზე ან ბავშვის დაბადებაზე შეიძლება ამბავი გაიგოთ. ყველა გაგებით საკმაოდ ტრანსფორმაციული და პროდუქტიული თვეა!

მერწყული

ზღვაზე დასასვენებლად მოგზაურობა ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოსალოდნელია. მიიღებთ მომგებიან შემოთავაზებებს, რომელიც მოგებას მოგიტანთ, მაგრამ დიდ თავგანწირვას მოითხოვს. ანჯელა პერლი გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სამყაროს ნიშნებს, რომელიც სწრაფ მოგებაზე მიგანიშნებთ.

ემოციებს არ აყვეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ლოგიკას და გონებას მოუსმინეთ. ზაფხულის პირველ თვეს სულიერ პრაქტიკას მეტი დრო დაუთმეთ. ძლიერი ენერგეტიკული ადგილების მონახულება სასარგებლოა.

თევზები

მათ, ვინც კრეატივის და შემოქმედების სფეროში მუშაობს, სერიოზული ფინანსური წარმატებები ელის. ახალი სიმაღლეებს მიაღწევთ ან ხელფასი გაიზრდება.

დაოჯახებულ თევზებს ბიუჯეტის არასწორი განაწილების გამო უთანხმოება მოუვა. ამის ასაცილებლად მეორე ნახევართან მსხვილი შენაძენი და თქვენი ხარჯები განიხილეთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ!

რედაქციის რჩევა – ყურადღება მიაქციეთ, რომ 4 ივნისს ახალი საქმის დაწყება არ ღირს, რადგან რეტროგრადული მერკური მოქმედებს. თვე ჰარმონიული რომ იყოს, ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ. ბაღში, ბოსტანში მუშაობა ან ოთახის მცენარეების მოვლა კარგია.

შენობა გაანიავეთ, განაახლეთ, დიდხანს ერთ ადგილას არ გაჩერდეთ. საღამოს მედიტაცია კარგია, რადგან ნეპტუნის მოძრაობის გამო შეიძლება ძილის პრობლემები გაჩნდეს. მსუბუქი, რომანტიული, სათავგადასავლო წიგნები წაიკითხეთ – მათში შთაგონებას იპოვით.

Advertisement