Connect with us

ჰოროსკოპი

2022 წლის მარტის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ანჯელა პერლის მიხედვით

Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ 2022 წლის მარტის თვის ასტროლოგიურ ტარო პროგნოზს. საოცარი ანჯელა პერლი გიამბობთ, რას უნდა ელოდოთ გაზაფხულის პირველ თვეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მისი თქმით, მარტის მფარველი მერკური და ვენერაა, ამიტომ ბევრ სიყვარულს და რომანტიკულ თავგადასავალს უნდა ველოდოთ.

ვერძი

მარტში შეიძლება შინაგანი მღელვარება გაიზარდოს. ცხოვრებაზე დაფიქრებით. ბევრის შეცვლის სურვილი და სულიერი ზრდის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. იოგით ან მედიტაციით ვარჯიში, ასევე მოგზაურობა თქვენს მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. სამომავლოდ გეგმები დასახეთ. დიდი შანსია, რომ წარსულიდან ხალხი გამოჩნდეს. მარტი უკეთესობისკენ შეგცვლით.

კურო

ანჯელა პერლი გირჩევთ, რომ მარტში თვითდამკვიდრებაზე, თვითშეფასებასა და შემოქმედებით მუშაობაზე დაფიქრდეთ. დროა, ცხოვრებაში სიახლეები შემოიტანოთ. მიზნებსა და ოცნებებზე დაფიქრდით და ფიქრებით ახალ მთვარეს გაუგზავნეთ. ურთიერთობის წრე შეიცვლება. ახალ ნაცნობებს და მეგობრებს შეიძენთ. მთლიანობაში ხელსაყრელი თვეა.

ტყუპები

რომანტიკული ურთიერთობის დაწყების დიდი შანსია. კარგია, თუ სწავლის დაწყებაზე დაფიქრდებით ან სხვას რამეს ასწავლით. სამსახურის ან პირადი ურთიერთობის გამო შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. ახალი ენის და კულტურის შესასწავლად კარგი დროა. ორსულობაზე სიახლეს ელოდეთ.

Advertisement

კირჩხიბი

ანჯელა პერლი გირჩევთ, რომ წარმატების მისაღწევად ყველა საქმე მოაწესრიგოთ. საქმის დაწყებამდე ყველა დეტალზე დაფიქრდით და გეგმა აუცილებლად შეადგინეთ. თვის მეორე ნახევრიდან შეიძლება სასიყვარულო სფეროში გაგიმართლოთ. ცალმხრივი სიყვარულისგან გათავისუფლდებით.

ლომი

ფინანსებს ყურადღება მიაქციეთ. მემკვიდრეობის საკითხი მოაგვარებთ. თვის მეორე ნახევრიდან ემოციურად არასტაბილური იქნებით. ეს შეიძლება სამსახურს ან მეუღლეს უკავშირდებოდეს. მოგზაურობა შეიძლება დაგეგმოთ. მთლიანობაში, კარგი თვეა.

ქალწული

საქმიანი ან სასიყვარულო კავშირების დასაწყებად კარგი თვეა. კომპრომისებზე წასვლა ისწავლეთ. თქვენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეთ. სამეგობრო წრე შეიცვლება. სამსახურში კლიენტების რაოდენობა გაიზრდება. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.

სასწორი

Advertisement

2 მარტიდან სამსახურში ცვლილებებს ელოდეთ. დღის წესრიგიც შეიძლება შეიცვალოს. დიდი შანსია, რომ სამსახური მიატოვოთ და უფრო პერსპექტიულ ადგილზე გადახვიდეთ. ძველ საქმეებს დაასრულებთ და ამით ნათელი მომავლისკენ ნაბიჯს გადადგამთ. ორსულობისთვის კარგი თვეა. ძველი ურთიერთობები კარგად დამთავრდება.

მორიელი

ბევრი ადამიანი შეიძლება გაიცნოთ, თუ ამისთვის მზად ხართ. მარტი ხელსაყრელი თვეა, თუ ბავშვის ყოლას აპირებთ. ზრდასრული შვილები კარგი ამბით გაგახარებთ. შემოქმედებით სფეროში ახალი შანსები გამოჩნდება. თქვენ შეიძლება საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ ან არსებული გააფართოვოთ. მოგზაურობა მოსალოდნელია.

მშვილდოსანი

კარგი დროა სამოგზაუროდ, უძრავი ქონების შესაძენად ან სახლში რემონტის დასაწყებად. ოჯახში მატებას ელოდეთ. დიდი ალბათობით, სახლში დისტანციურად მუშაობას დაიწყებთ. სამსახურში ახალი კონტაქტების დახმარებით თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ორსულობაზე სიახლეს ელოდეთ.

თხის რქა

მოგზაურობა, ახალი ნაცნობები და ბევრი ურთიერთობა გელოდებათ. ლექსების ან პროზის წერა შეიძლება დაიწყოთ ან საკუთარი წიგნი გამოსცეთ. უცხო ენის ასათვისებლად კარგი დროა. თუ მეორე ნახევარს ეძებთ, იპოვით ადამიანს, რომელიც ცხოვრებას რომანტიკულს გახდის. მარტში ბევრი რამ ცხადი გახდება და ბევრ კითხვაზე პასუხს იპოვით.

Advertisement

მერწყული

ხელსაყრელი პერიოდია, რომ ფინანსებს და ინვესტიციებს მიხედოთ. როგორც შემოსავალი, ასევე ხარჯი გაიზრდება. სამსახურში ისეთ შემოთავაზებას მიიღებთ, რომ უარის თქმა გაგიჭირდებათ. კარგი დროა, რომ თქვენს აზროვნებაზე დაფიქრდეთ ან ახალი ჰობი აითვისოთ. თვის ბოლოს შეიძლება სისუსტე და დაღლილობა იგრძნოთ.

თევზები

მარტში ბევრ დადებით ემოციას ელოდეთ. სამსახურში თავის წარმოჩენას შეძლებთ. საინტერესო მოგზაურობის დიდი შანსია. პირადში ყველაფერი ჰარმონიულად დალაგდება. გრძნობები თავბრუს დაგახვევთ და უკან დასახევად შანს არ დაგიტოვებთ. ჯანმრთელობაზე არ იდარდოთ!

ანჯელა პერლის რჩევები გაითვალისწინეთ და წინასწარ დაგეგმეთ, როგორ შეხვდებით მარტს. წარმატებასა და სიყვარულს გისურვებთ!

Advertisement