Connect with us

ჰოროსკოპი

2022 წლის მაისის პროგნოზი ანჯელა პერლისგან. რა მოხდება ვერძის ცხოვრებაში იუპიტერის გავლენით

იუპიტერი, რომელიც ჩვენთან ახლოს მყოფ პლანეტებს შორის უდიდესი პლანეტაა, 11 მაისს ვერძის ნიშანში გადადის და მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გავლენას ახდენს. იუპიტერი ბედნიერების, სიკეთის, ზრდის, ქორწინების და გამრავლების სიმბოლოდ ითვლება. ნებისმიერ თანავარსკვლავედში გადასვლისას ყველაფერს აასმაგებს და ზრდის.

2022 წლის მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორც უკვე ვთქვით, იუპიტერი 11 მაისიდან ვერძში გადავა. გაუმართლებს ყველას, ვინც ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულია. თუ დაბადების მომენტში, ვენერა ან მთვარე ვერძის ნიშანში იყო, განსაკუთრებულ იღბალს, უსიამოვნებებისგან დაცვას ელოდეთ.

იუპიტერის მოქმედება დამოკიდებულია სფეროზე, რომელზეც გავლენას ახდენს. ანჯელა პერლი განმარტავს, თუ იუპიტერი ფინანსურ სექტორშია, ეს შემოსავალს გაზრდის, თუ უძრავი ქონების სექტორში – ბინის, ნაკვეთის ან სახლის შეძენის შანსი იზრდება, თუ გასართობ სფეროში – სამოგზაუროდ შეიძლება წახვიდეთ.

პლანეტა ვერძში 11 მაისიდან 29 ოქტომბრამდე დარჩება. შემდეგ თევზებში გადაინაცვლებს და ამ ნიშნის ადამიანებს საქმეში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. 21 დეკემბრიდან კვლავ ვერძის ნიშანში დაბრუნდება და აქ 2023 წლის 17 მაისამდე დარჩება.

ვის ელოდება იუპიტერისგან ბედნიერება და წარმატება 2022 წელს

იუპიტერის კეთილგანწყობას დაიმსახურებს ვერძი, ასევე სასწორი, კირჩხიბი და თხის რქა. ვერძი იუპიტერში ასცენდენტით 0-8 გრადუსში, 2022 წელს გამართლებას ყველაზე მეტად იგრძნობს. ვერძი იუპიტერში ასცენდენტით 9-30 გრადუსში, საკუთარ წილ წარმატებას 2023 წელს მიიღებს.

მარტის თვეში დაბადებული ვერძი (20-31 მარტი) იუპიტერის წყალობას იგრძნობს. აპრილის ვერძს მოცდა მოუწევს, რადგან მხოლოდ 2023 წლის დასაწყისში გაუმართლებს. იუპიტერი ზოდიაქოს ნიშანში დიდი ხნით 12 წელიწადში ერთხელ რჩება. თუ გსურთ გაიგოთ, რა გელით, გაიხსენეთ, რა გადახდათ 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის ივლისამდე. თუ კარგი მეხსიერება გაქვთ, 24 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება სცადეთ.

როგორ უკავშირდება ვერძის და იუპიტერის მახასიათებლები? ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, რომელსაც ინიციატივის გამოჩენა, თვითკმარობა და დამოუკიდებლობა ახასიათებს. ეს რაიმე მიმართულებით გაბედული ნაბიჯების გადადგმის და საქმისდაწყების ნიშანი შეიძლება იყოს. პირველ რიგში, გაარკვიეთ, რომელ სახლში იყო ვერძი, როცა თქვენ დაიბადეთ. ასე გაიგებთ, რომელ სახლზეა პასუხისმგებელი ვერძი თქვენს შემთხვევაში. ლიდერობა, დამოუკიდებლობა, შეუპოვრობა სწორედ იმ სფეროში გამოვლინდება. მაგალითად, თუ თქვენს რუქაზე ვერძი მე–10, კარიერის და სამსახურის სახლშია, საკუთარი თავის უფროსი უნდა იყოთ. ლიდერული პოზიციები დაიკავეთ და საკუთარ თავზე იმუშავეთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

ცნობისთვის, ვერძი გონების, ინტელექტის სიმბოლოა. თუ ვერძი იმ სახლს და სფეროს განაგებს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, გაბედულად იმოქმედეთ და წარმატება არ დააყოვნებს!

Advertisement