Connect with us

ჰოროსკოპი

2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ვერა ხუბელაშვილის 2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი საკმაოდ შთამაგონებლად ჟღერს და გვსურს, რომ დავუჯეროთ.

ზოგადად, ხარი კონსერვატიული, მატერიალისტი და მშრომელია. 2021 წელს სწორედ ამ თვისებებს მიესალმებიან. შრომისმოყვარე ადამიანები გულუხვად დაჯილდოვდებიან, ხოლო ადამიანებს, რომლებიც შემოქმედებითი ჰობით არიან დაკავებულნი, ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევის გაღება მოუწევთ.

2021 სამართლიანობის წელია. ის ლოგიკური და საღად მოაზროვნეა. მეტიჩრებს და შემთხვევით მოვლენებს არ მიესალმება. თუ ადამიანს დამსახურება, ნიჭი ან განსაკუთრებული სურვილი აქვს, ხარი დაეხმარება. კარგი დროა, რომ გრანდიოზულ პროფესიულ ჩანაფიქრებს, მშენებლობას, ამბიციურ შემოქმედებით პროექტებს მიხედოთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ის, ვინც უკვე განვლილი გზით მოძრაობს. ინოვაცია ყველაზე ძლიერების გზაა. თუ ხარზე შთაბეჭდილებას მოახდენთ, დაგაჯილდოებთ.

ვირთხა

ცნობილი ზღაპრის სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირთხას 2021 წელს „ლულის ფსკერის გახეხვა“ მოუწევს, ანუ იმ რესურსებს უნდა მიმართოს, რომელიც თავის დროს ელოდა. არ შეგეშინდეთ, ეს შიმშილის წლის პროგნოზი არაა. თუმცა ამბიციურ მიზნებს დაისახავთ და მათ მისაღწევად მნიშვნელოვანი რესურსები დაგჭირდებათ. ამისთვის შეგიძლიათ დაზოგილი რესურსები გამოიყენოთ.

ურთიერთობა

საზოგადოებაში თქვენი წონა გაიზრდება. ბევრისთვის ავტორიტეტული გახდებით, რომლის აზრსაც გაითვალისწინებენ. ამავდროულად ხარი ლიდერი პოზიციების დაკავების უფლებას არ მოგცემთ. 2021 წლის ტოტემი კარგად ხედავს, თუ რა შეგიძლიათ, რა არა. სჯობს მრჩევლის როლში დარჩეთ.

ფული

ფინანსური საკითხები ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ და ამ მხრივ ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება. დიდ მოგებას შემოდგომაზე ელოდეთ, მაგრამ მანამდეც ქონების მნიშვნელოვნად გაზრდას შეძლებთ. მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა მოსალოდნელი არაა.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობას პირდაპირ ასხივებთ. იმუნიტეტი ძლიერია. და მაინც, სჯობს მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე იზრუნოთ, ფიზიკურ ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას ყურადღება მიაქციოთ.

კარიერა

პროფესიულ სფეროში ვარსკვლავები სამუშაო ადგილას დიდხანს ყოფნას პროგნოზირებენ. ჯერჯერობით დაწინაურების პერსპექტივა არ ჩანს. თუ ვირთხა წინ წაიწევს, მხოლოდ გამონაკლისის სახით. უმეტესობა კომფორტულად ძველ ადგილას დარჩება. კონკურენტებს მარტივად გაუმკლავდებით, თუ ასეთი ჰორიზონტზე გამოჩნდება. მთლიანობაში დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი მიღწევებით იამაყებთ.

ხარი

ხარს თავის წელში დასვენების დრო არ აქვს და ასეთი პირობებით მოხარულიცაა. ხარს რაღაც მნიშვნელოვანი საქმის კეთება უყვარს. 2021 წელი მნიშვნელოვანი საქმეებით სავსე იქნება. ამასთან არ იფიქროთ, რომ დაჯდომის და დასვენების დრო არ გექნებათ. პირიქით, ყველაფერი საკმაოდ ჰარმონიულად განვითარდება. დროს გამონახავთ პირადი ცხოვრებისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, ძველი ჩანაფიქრების გასახორციელებლად. ხარი ახალ წელს დამპყრობელია.

ურთიერთობა

საპირისპირო სქესში წარმატებული იქნებით. ვერ ვიტყვით, რომ ყურადღებით გაგანებივრებენ. გარეგნობაზე იზრუნეთ, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი იყოთ. თუ რომანტიკა გსურთ, ძალისხმევა გაიღეთ.

ფული

დიდი ალბათობით, რომელიმე ფინანსურ პროექტში სპონსორის როლში გამოხვალთ. მისგან სარგებელს მხოლოდ წლის მეორე ნახევარში მიიღებთ. ხარჯები სწორად დაგეგმეთ. ოქტომბერში მსხვილი შენაძენია მოსალოდნელი.

ჯანმრთელობა

ორგანიზმის გაკაჟება სასარგებლო იქნება, თუმცა არსებული პრობლემების შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ბუნებაში ხშირად ისეირნეთ. ასე ჯანმრთელობას გააძლიერებთ. გაზაფხულზე ხანგრძლივი დაავადებისგან გათავისუფლების დიდი შანსი გაქვთ.

კარიერა

2021 წელი ჯილდოების მიღების წელია. თუ გასულ წლებში საკმარისად იშრომეთ და ხელსაყრელი ნიადაგი მოამზადეთ, თქვენი შრომა შესაბამისად დაფასდება.

ვეფხვი

მოქმედი პირიდან მოგიწევთ მოაზროვნე გახდეთ. ხარი მოგიწოდებთ, რომ ცხვირი არ გამოყოფოთ და დაფიქრებულად იმოქმედოთ. ეს განსაკუთრებით კარგ გავლენას იქონიებს მწერლებსა და მეცნიერებზე. მათთვის ფიქრებთან განმარტოება სასარგებლოა. თებერვალ–მარტში გავლენიან თანამოაზრეს იპოვით, რომელიც თქვენს ინიციატივებში მონაწილეობას მიიღებს.

ურთიერთობა

მნიშვნელოვანი წელია ნათესავებთან დასაახლოებლად და ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად. ვინმეს გაკიცხვას მოერიდეთ. 2021 წელი გირჩევთ, რომ საყვარელ ადამიანს შანსი მისცეთ იმის მიუხედავად, თუ როგორი იყო თქვენი წინა ურთიერთობა. ბევრი მოწინააღმდეგე აზრს შეიცვლის და თქვენი მოკავშირე გახდება.

ფული

მარტში მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი ხარჯებია მოსალოდნელი. შემდეგ ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელად წარიმართება. მისი განვითარების სიჩქარე პირდაპირ თქვენს მცდელობაზეა დამოკიდებული. შემოდგომაზე მოსალოდნელია მსხვილი შენაძენი. საქმე ეხება ტრანსპორტს ან უძრავ ქონებას.

ჯანმრთელობა

კარგი წელია კარდინალური ცვლილებებისთვის. თუ წონაში დაკლება, კუნთოვანი მასის მომატება, კოსმეტიკური ჩარევით რაიმეს გამოსწორება გსურთ, კარგი პერიოდია.

კარიერა

დიდი ალბათობით, დაწინაურება ან საქმიანობის შეცვლაა მოსალოდნელი. გამორიცხული არაა, რომ ცვლილებებმა თავიდან შეგაშინოთ, მაგრამ სწრაფად შეეგუებით. წლის დასაწყისში ახალ საქმიანობის სფეროს გადააწყდებით, რაც გარკვეულ მოქნილობას მოითხოვს. თუმცა წარმატებები, რომლის მიღწევაც შეგიძლიათ, ამად ღირს.

კურდღელი (თხა)

ხარი იზრუნებს, რომ 2021 წელს წარმატებული იყოთ. ყველგან მწვერვალებს მიაღწევთ, რასაც ხელს მოკიდებთ. საცხოვრებელ სახლს ყურადღება მიაქციეთ. ყველაზე წარმატებული თვეა ოქტომბერი. მთლიანობაში, ხარი კურდღლის მიმართ გულუხვია და მისგან იმდენს არ ითხოვს, როგორც სხვა ნიშნებისგან.

ურთიერთობა

მომავალი წლის ტოტემი ორიენტირებული იქნება სოციალურ, მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობებზე. ის ეცდება კურდღელს ახალი ნაცნობები და პოტენციური რომანტიკული პარტნიორები გააცნოს. დიდი ალბათობით, საქმიანობების უმეტესობა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე იქნება დაკავშირებული. კარიერული და პროფესიული ამოცანების მოგვარებაში მეგობრები და ნათესავები დაგეხმარებათ, ხოლო მეორე ნახევრის პოვნაში – ნაცნობები. პრობლემების მოგვარება მარტომ არ სცადოთ. თქვენ გვერდით ყოველთვის იპოვით ადამიანს, ვინც ღირებულ რჩევას მოგცემთ.

ფული

ზაფხულის შუა რიცხვებში ხალხი მატერიალურ დაგეხმარებათ, ამის შემდეგ ფინანსურად წინ წაიწევთ. შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე დაფიქრდეთ. დიდად არ იჩქაროთ. გამოცდილების არარსებობის შემთხვევაში თანამოაზრეები მოძებნეთ.

ჯანმრთელობა

სპორტით დაკავება ჯანმრთელობას წაადგება. ასე იმუნიტეტის გაძლიერებას და სურდოს თავიდან აცილებას შეძლებთ.

კარიერა

დაგეგმვა, ეჭვები და ორჭოფობა დაივიწყეთ. წელს ბევრს მიაღწევთ, თუ საქმეს ენთუზიაზმით და დიდი მონდომებით მიუდგებით. ოცნებების არ შეგეშინდეთ და მათ გასახორციელებლად ძალა არ დაზოგოთ.

დრაკონი

ხარი დრაკონის მიმართ საკმაოდ მეგობრულია, მაგრამ მსგავს ურთიერთობას თავადაც ითხოვს. ზოგი კურორტზე დასვენებას გჩუქნით, ზოგი ფულს, ხარი კი ნებისმიერ სფეროში განვითარების შანსს გაძლევთ. ფხიზლად იყავით და მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღეთ. თუ რამე საქმე გაინტერესებთ, მიზანს ბოლომდე მიყევით, წლის მფარველსაც არ მოუსმინოთ. ამ წელს შეგიძლიათ სამყაროს საკუთარი წესები დაუდგინოთ. უბრალოდ მყარად უნდა იდგეთ.

ურთიერთობა

რომანტიკულ სფეროში საკმაოდ წარმატებული წელი იქნება. თუ მარტოხელა ხართ, თქვენს გრძნობებს უპასუხებენ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, მეორე ნახევარი უფრო ყურადღებიანი და მშვენიერი გახდება.

ფული

მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა მოგიწევთ იმ ნივთებზე, რაც შემოქმედებითი თუ პროფესიული საქმიანობისთვის დაგჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური აღჭურვილობა, შემოქმედებითი მასალები, დამატებითი ტრენინგი და მსგავსი ხარჯები.

ჯანმრთელობა

როგორც ასეთი, ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. შუა წელს რაღაცის შეცვლის საჭიროებას თავად იგრძნობთ. კვების სისტემას ყურადღება მიაქციეთ. ამ საკითხში ჩაღრმავება სასარგებლო იქნება. რაციონის სრულად შეცვლა საჭირო არაა, მაგრამ გარკვეული ნივთებით შეიარაღება ზედმეტი არ იქნება.

კარიერა

ხარი ავტორიტეტის გაზრდასა და პროფესიულ წრეში სანდოობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. საჩუქარი აუცილებლად გამოიყენეთ. ამისთვის სამსახურის ადგილის შეცვლის არ შეგეშინდეს. ნაცნობებს თქვენთვის საინტერესო პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე ჰკითხეთ. საზღვარგარეთ თანამშრომლობაც განიხილეთ.

გველი

2021 წელი გველისთვის გარდამტეხია. მისგან ახლა განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელობას ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ ახლა მიღებული გადაწყვეტილებები მომავალშიც გავლენას მოახდენს. მაგალითად, თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტეთ, კარგად დაფიქრდით, ეს ხომ ხანგრძლივი დროით თქვენი სახლი გახდება. რაღაც ახლის შესწავლისას თავს სერიოზულ და პასუხისმგებლიან ადამიანად გამოავლენთ. მთავარია – აირჩიეთ ის საქმიანობა, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ.

ურთიერთობა

უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ხალხი მიგიზიდავთ, რომლებიც გასწავლიან იმას, რაც გაინტერესებთ. კარგი დროა იმისთვის, რომ ოჯახის ინტერესებს და რომანტიკულ ცხოვრებას მიხედოთ. თუ ცხოვრების მეგზური ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ, მასთან შეხვედრის შანსი ივლისში გაიზრდება. ბევრ გველს უცხოელთან ურთიერთობის აწყობის შანსი აქვს.

ფული

ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებასა და გაძლიერებაზე ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება. სავარაუდოდ, საცხოვრებელს ან არსებულ ტრანსპორტს გაარემონტებთ.

ჯანმრთელობა

ამ წლის ნებისმიერ თვეს მკურნალობა სწრაფად და წარმატებულად დასრულდება. რისკი მინიმალურია. და მაინც, სტომატოლოგთან რეგულარული გამოკვლევები ჩაიტარეთ.

კარიერა

განსაკუთრებული კარიერული წინსვლა მაისშია მოსალოდნელი. ამ პერიოდში მოიზიდავთ მოკავშირეებს და მათ, ვისაც საკუთარის შექმნა არ შეუძლიათ, მაგრამ სხვების იდეებს შესანიშნავად ავითარებენ. ერთად საკუთარი პროექტის შექმნას შეძლებთ. ამის გაკეთება მარტოსაც შეგიძლიათ. მთავარია, მკაფიო მიზნები დაისახოთ. რაიმე კონკრეტული მიმართულებით იმოძრავეთ. ასე თეთრი მეტალის ხარის წელში წარმატებას მიაღწევთ.

ცხენი

ხარი ცხენისგან მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება. ის ორჭოფობას და სახლში ყოფნას არ მიესალმება. თებერვლიდან აქტიური ცხოვრებისთვის ბევრი მიზეზი გამოჩნდება. 2021 წელს ცხოვრების გასაუმჯობესებლად უამრავი შანსი გექნებათ და გამოიყენეთ.

ურთიერთობა

2021 წელს ბევრი ცხენი დაქორწინდება. ურთიერთობა ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება. ამასთან უნდა გადაწყვიტოთ, არსებულ პარტნიორთან მთელი ცხოვრების გატარება გსურთ თუ არა. სხვებისთვის დადებითი ენერგიის გაზიარება არ დაგავიწყდეთ. თქვენ შეიძლება საკუთარი ცხოვრება ვერ შეცვალოთ, მაგრამ სხვებს სარგებელი მოუტანოთ. სუსტებს დაეხმარეთ და სამყარო დაგაჯილდოებთ.

ფული

თეთრი მეტალის ხარი ყველაზე თამამი ჩანაფიქრებისთვის აუცილებელ რესურსებს მოგცემთ. სექტემბერში მსხვილი ფინანსური შესაძლებლობა გამოჩნდება. ფულს თავბრუს დახვევის საშუალება არ მისცეთ. რაციონალურად გადაანაწილეთ.

ჯანმრთელობა

2021 წელი ძველ უსიამოვნებებთან საბრძოლველად ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. ფორმულა „თანდაყოლილი“ ან „ქრონიკული“ განაჩენი აღარ იქნება. ამასთან ჯანმრთელობა თქვენთვის პირველხარისხოვანი არ იქნება. პრიორიტეტების სიაში სადღაც მეათე ადგილზეა.

კარიერა

პროფესიული შესაძლებელობები უფრო გაინტერესებთ. კარიერულ კიბეზე წინსვლისთვის ნამდვილი შანსები გაქვთ. ამისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ. თქვენი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ზაფხულში, შვებულებების დროს. ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში იყავით, რომ თქვენს წარმატებებს წარმოდგენა ჰქონდეს.

თხა

2021 წელს ჩვეული სიჯიუტე უნდა დაივიწყოს და საქმეს ბეჯითად ხელი მოკიდოს. ხარი თხისგან ბევრს მოითხოვს. უბრალოდ ნებისმიერ სფეროში გასავითარებლად დიდ შესაძლებლობას აძლევს. გამოიყენებთ თუ არა ამ შესაძლებლობას თქვენზეა დამოკიდებული. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ხარი 2021 წელს ნამდვილად ბედნიერი იქნება.

ურთიერთობა

სხვებს დახმარება სთხოვეთ და მათი რჩევები გამოიყენეთ. ასეთი მიდგომა სწორი იქნება. გარემოცვა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ. ქორწინების დიდი შანსი არსებობს.

ფული

ფინანსურად კმაყოფილი იქნებით. დიდი ალბათობით, ხელფასს გაგიზრდიან ან შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით. ნებისმიერ შემთხვევაში, ფულის დანაკლისი არ შეგაწუხებთ. ბევრი ფული ბევრი ხარჯვისკენ გიბიძგებთ, მაგრამ ცდუნებას არ აჰყვეთ. სჯობს არსებული კაპიტალი გაზარდოთ. მომავალში ეს შესანიშნავ სამსახურს გაგიწევთ.

ჯანმრთელობა

უსიამოვნებების უმეტესობა თითიდან გამოწოვილი იქნება. რას ვიზამთ, თხა ეჭვებით სავსეა. ობიექტური ხედვით, მთელი წელი მოსალოდნელია კარგი ჯანმრთელობა, ოპტიმიზმი და კარგი განწყობა. დიაგნოზს ინტერნეტით ნუ დაისვამთ და დაავადებებს ნუ იგონებთ.

კარიერა

თქვენ ხელმძღვანელის დამხმარე პოზიცია შეიძლება დაიკავოთ. მაშინაც კი, თუ ოფიციალურად არ გაგაფორმებენ, თანამშრომლებს შორის თქვენი წონა გაიზრდება. თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება და თქვენს აზრს გაითვალისწინებენ. აი, ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება წელს არ უნდა სცადოთ, თქვენი დაწინაურება მომავალში მოსალოდნელია.

მაიმუნი

მაიმუნი წელს გავლენის ზონის გაფართოებას შეძლებს. მეტალის ხარი თვლის, რომ მაიმუნს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე აკეთებს, ამიტომ თავის გამოვლენის შანსს მისცემს. უნდა ითქვას, რომ მაიმუნი ახალ საქმეს ხელს სიხარულით მოკიდებს და წარმატებას სწრაფად მიაღწევს.

ურთიერთობა

რომანტიკული ურთიერთობები განვითარდება. მარტოხელა მაიმუნს სექტემბერში სერიოზული ურთიერთობის დაწყების და დაქორწინების დიდი შანსი აქვს. ახლობლები თქვენგან ყურადღებას მოითხოვენ. განსაკუთრებით გაზაფხული–შემოდგომის პერიოდში.

ფული

თქვენ შეგიძლიათ აუცილებელი ხარჯების გაღების პარალელურად კაპიტალი სტაბილურად გაზარდოთ. წლის პირველ ნახევარში იმ ხარჯებს მიანიჭეთ უპირატესობა, რომლებიც მომავალში მოგებას მოგიტანთ. ასე კაპიტალის გაზრდას შეძლებთ.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა და სრულყოფილი ძილი მნიშვნელოვანია. ხშირად არჩევანის წინაშე იქნებით: ზედმეტი 1 საათი დაიძინოთ თუ საქმეს მიხედოთ. ძილის ნაკლებობა სხვა საქმის ეფექტურობაზე გავლენას იქონიებთ. ამიტომ, გირჩევთ კარგად გამოიძინოთ.

კარიერა

მოსალოდნელია საქმიანობის შეცვლა ან ჰობის დახმარებით დამატებითი შემოსავლის მიღება. ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილებების დიდი შანსი არსებობს. ზოგიერთი მაიმუნი კარიერულ კიბეზე დაწინაურებას შეძლებს. აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

მამალი

თეთრი მეტალის ხარი მამალს ისე ექცევა, როგორც უმცროსს ძმას, რომელსაც მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება. 2021 წელი ბევრ სფეროში სასიამოვნო მოვლენებით გაგახარებთ.

ურთიერთობა

კარგი დროა ოჯახური და რომანტიკული ურთიერთობის დასალაგებლად. ახლობლებს არსებული უთანხმოების გადალახვაში დახმარება სთხოვეთ. დასაქორწინებლად კარგი წელია. შემოდგომაზე შანსები გაიზრდება.

ფული

ძირითად შემოსავლის წყაროს ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც დაემატება. ის რეგულარული ნაკლებად იქნება, მაგრამ დამატებითი შემოსავლის შანსი ყოველთვის გექნებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად ხელს მოკიდებთ. კაპიტალის გაზრდის სურვილის შემთხვევაში ამის შესაძლებლობა გექნებათ.

ჯანმრთელობა

თეთრი მეტალის ხარი მავნე ჩვევებთან საბრძოლველად დამატებით ძალებს მოგცემთ. საქმე ეხება არა მხოლოდ თამბაქოს მოწევას ან ალკოჰოლის დალევას, არამედ სიზარმაცეს და სხვა ჩვევებს, რომლებიც ცხოვრების ეფექტურობაზე ცუდ გავლენას ახდენს. კვებას და ვარჯიშს სათანადო ყურადღება დაუთმეთ.

კარიერა

შემოქმედება ახალ საზღვრამდე მიგიყვანთ. დასახულ მიზნებს წარმატებით გაუმკლავდებით. მთავარია, იმოქმედოთ. 2021 წელს მხატვრები და მსახიობები განსაკუთრებით წარმატებულნი იქნებიან. თუ რამე ჰობი გაქვთ, ახლა კარგი დროა, რომ პროფესიულ საქმიანობად აქციოთ.

ღორი

თებერვლიდან ცხოვრების ყველა სფეროში დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. გარემოცვას ყურადღება მიაქციეთ. უკვე წლის დასაწყისში შინაგან ცვლილებებს იგრძნობთ. ნერვიულობა, საფრთხე მოიტოვეთ და გზა სიმშვიდეს მიეცით. 2021 წელი ხვალინდელ დღეში თავდაჯერებულობას გაჩუქებთ, ახალი ნაცნობები კი საზოგადოებაში თქვენი პოზიციის გამყარებაში დაგეხმარებათ.

ურთიერთობა

დრო არ დახარჯოთ იმ ხალხზე, ვინც მხოლოდ ყურადღებას გართმევთ და თქვენს რესურსებს იყენებს. არასასურველი კავშირების გასაწყვეტად ძალები იპოვეთ.

ფული

ფინანსების მიღების ბევრი წყარო გამოჩნდება, მაგრამ ყურადღება რაღაც ერთზე გაამახვილეთ. სწორი მიმართულებით კაპიტალის გამრავლებას შეძლებთ.

ჯანმრთელობა

კარგი დროა, რომ გარეგნობას მიხედოთ. სხეულის ფორმები გააუმჯობესეთ, კანზე იზრუნეთ, კვების სისტემა შეცვალეთ. მოქმედება დაჩქარებულ ეფექტს მოგცემთ.

კარიერა

მარტიდან კარიერული წინსვლაა მოსალოდნელი. წარმატებაზე მნიშვნელოვან გავლენას თქვენი ავტორიტეტი მოახდენს. თანამოაზრეები შემოიკრიბეთ და თქვენს სფეროში წონა გაზარდეთ. ჩადებული ძალისხმევა კონკურენტებთან მიმართებაში უპირატესობას მოგცემთ.