Connect with us

ჰოროსკოპი

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი: მამალო, ნუ ზარმაცობთ, დრაკონო, ფული დაითვალეთ

ნახეთ, რას გპირდებათ თეთრი მეტალის ხარის წელი 2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით.

ვირთხა

სულსწრაფ და მოუსვენარ ვირთხას, რომელიც მიჩვეულია მოდურობას და არაფერზე უარის თქმას, თეთრი ხარის წელის გადატანა გაუჭირდება. ხარი ზომიერებისა და გონივრული ქცევისკენ მოუწოდებს. თუ გახასიათებთ სულიერი აღმაფრენა და ხმაურიანი გართობა, სხვა ფასეულობებზე გადართვა მოგიწევთ. სოციალურ სფეროში უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანის როლი მოირგეთ, რომელიც მიმართულია შედეგებზე და არა პროცესზე. ხარი ფულის წყურვილს და დიდი მსხვერპლის ფასად მიზნის მიღწევის სურვილს არ შეეწინააღმდეგება, რადგან თავადაც ასეთია. აი, ზედმეტად გაჭიმვა ძვირად დაგიჯდებათ. გრძელვადიანი რომანის დაწყების შანსი გაქვთ, საქმე შეიძლება ქორწილით დასრულდეს.

ხარი

თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხართ, ჩათვალეთ ჯეკპოტი მოიგეთ. იძულებული იქნებით იშრომოთ, მაგრამ 2–3–ჯერ უფრო მეტ ჯილდოს მიიღებთ. გაწეული შრომისთვის დამსახურებულ აღიარებას და ჯილდოს მიიღებთ. კარგი დროა მსუბუქი სასიყვარულო კავშირებისთვის. ცოტა ძალისხმევა გაიღეთ და ბედნიერებით დატკბით. მცირე ფიზიკური ვარჯიში და სწორი კვება შესაშურ იმუნიტეტს და მიმზიდველ ფორმებს მოგანიჭებთ.

ვეფხვი

ვეფხვი ხარის საუკეთესო მეგობარი არაა, მაგრამ თანაცხოვრება შეუძლიათ. იქ, სადაც დაკვირვებული ხარი ფიქრობს და ანგარიშობს, ვეფხვი უკვე მოქმედებს, ამიტომ წარმატების დიდი შანსი გაქვთ. თუ შეგიძლიათ აქტიური ცხოვრების წესით იამაყოთ, საქმეები თავად გააკონტროლეთ და საჭე იქით მიმართეთ, საითაც გაგიხარდებათ. სიყვარულში მთავარი როლი გერგოთ. ურთიერთობის გასაძლიერებლად გამოიყენეთ. სპორტული ინტერესი გაგიჩნდებათ: გამოწვევის მიღება და შინაგანი ბარიერების გადალახვა მოგეწონებათ.

კურდღელი (კატა)

ახლა წარმატების და საკუთარი თავის რეალიზაციის დროა. ხარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. სწრაფი, მაგრამ ზარმაცი კურდღელი უფრო მონდომებული გახდება და მწვერვალებს დაიპყრობს. თეთრი ხარის წელი პარტნიორთან გრძელვადიან პერსპექტივებზე დაგაფიქრებთ. თუ ურთიერთობაზე სერიოზულად არ ფიქრობთ, დაშორდით და თქვენს გზას დაადექით. გაზაფხულზე ჯანმრთელობას მიხედეთ და სრული გამოკვლევა ჩაიტარეთ.

დრაკონი

დრაკონი ხარზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა და ამიტომ მის გაოცებას ვერ შეძლებს. 2020 წელს საკმარისი გაკვეთილი მიიღეთ და ახლა შეზღუდვები ვერ შეგაჩერებთ, რადგან სამომავლოდ რამდენიმე გეგმა უკვე მზად გაქვთ და უბრალოდ სცენარის განვითარებას ელოდებით. სიღარიბე არ გემუქრებათ. ფული გიყვართ და ისიც გეწეპებათ. იმ ხალხს დაუახლოვდებით, რომლებმაც კრიზისის გადალახვა შეძლეს. თუ ძლიერი გრძნობა არ გამოძრავებთ, შეიძლება ცივი გონებით იმოქმედოთ და მომგებიანი პარტნიორი აირჩიოთ. ამისთვის კი საჭირო წრეში უნდა იმოძრაოთ.

გველი

გველი ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს გონიერი ნიშანია, თუმცა 2021 წელს შეიძლება ამაში ეჭვი შეგეპაროთ. წელს ემოციები თქვენზე იბატონებს და უცნაურად მოქცევას გაიძულებთ. თუ ადრე კონცენტრირებული იყავით ფულსა და კარიერაზე, ახლა დროს ოჯახს და პირად ცხოვრებას უთმობთ. სხვა შემთხვევაში ოჯახს ძიძების და მოსამსახურე პერსონალის იმედად დატოვებთ და კარიერას ააწყობთ. ასე კი ძალიან მდიდარი ქალი გახდებით. ამ ვითარებაში პარტნიორს ყველაზე მეტად გაუჭირდება, რადგან თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდება. სიყვარული მშვენიერი გრძნობაა, მაგრამ მხოლოდ ხმამაღალი დაპირება და ქოხში ცხოვრება არ გსურთ. ან მოქმედებას დაიწყებს, ან დაშორდებით. განსაკუთრებული ყურადღება ნერვულ სისტემას მიაქციეთ. სტრესს და ზედმეტ ნერვიულობას თავი აარიდეთ.

ცხენი

წელს შემოქმედებით და შთაგონებით სავსე იქნებით. კარიერაში წარმატებას ზედმეტი შრომის და ხარჯის გარეშე მიაღწევთ. ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულზე თქვენს ცხოვრებაში ძლიერი პატრონი გამოჩნდება, რომელიც სამსახურში წინსვლაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან კომფორტული ურთიერთობა გელოდებათ. ერთადერთი უფროს თაობასთან, განსაკუთრებით ავადმყოფ ხალხთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. ეს თქვენს განწყობაზე გავლენას იქონიებს და მორალური კონფლიქტების გადატანა გაგიჭირდებათ.

ცხვარი (თხა)

ძლევამოსილი თეთრი ხარის წელში თავს დაცულად იგრძნობთ. მოვლენებს, რომლებიც თქვენი ჩარევის გარეშე განვითარდება, მშვიდად დაემორჩილეთ. ერთფეროვანი და ცოტა მოსაწყენი ცხოვრებით ისიამოვნეთ. როგორც მიწიერ არსებას, ცვლილებები გაოცებთ. სტაბილურობა გჭირდებათ, რასაც მიიღებთ. სამსახურში თანამდებობის შეცვლა ან ფინანსების ზრდა მოსალოდნელი არაა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო. სიყვარულშიც ისეთი დარჩით, როგორიც ხართ. ძალები აღიდგინეთ, ნელი და მოზომილი ნაბიჯით გზა გააგრძელეთ.

მაიმუნი

ხარს ეშმაკი და საქმიანი მაიმუნი არ მოწონს. ხარი მაიმუნის გამოხტომებზე თვალს არ დახუჭავს. ასე რომ სამყაროს შენარჩუნებას მხოლოდ წესიერი ქცევით შეძლებთ. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოსდა უკვე ყველაფერს მიაღწიეთ და ახლა სული გეხუთებათ და თავს ვიწროდ გრძნობთ. მოთმინება ისწავლეთ და მოვლენები ობიექტურად შეაფასეთ. მეორე ნახევრის ქცევები სულელურად მოგეჩვენებათ, რომანი კი უპერსპექტივოდ. ყველაფერს ფულით და პირადი სარგებლით ნუ ზომავთ: შემოდგომაზე მძიმედ ავად გახდებით და მხოლოდ შეყვარებული არ მიგატოვებთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. შინაგანი განცდები მართეთ. ისინი წინსვლაში ხელს გიშლიან.

მამალი

ხარი მუდმივად თქვენს გამოცდას შეეცდება, მაგრამ არ დანებდეთ. საქმე მოგვარდება, თუ მის გამოწვევას შეწყვეტთ. ბედი მხოლოდ გაბედულებს უღიმის და არა სულელებს. სარისკო საქმეს შეეშვით, დროებით ექსტრემალური სპორტი დაივიწყეთ, სხვის კაცებთან ფლირტი შეწყვიტეთ, სამსახურში ნუ ზარმაცობთ და ჯანმრთელობას მიხედეთ. დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა: ხარი არაფერს გაპატიებთ და თქვენს ცხოვრებაში წესრიგს შემოიტანს. სჯობს თქვენი ძალები ახლის სწავლისკენ მიმართოთ ან კვალიფიკაცია აიმაღლოთ. ბევრ მეგობართან გზები გაიყოფა, მაგრამ მათ ადგილს ახლები დაიკავებენ. ცვლილებებისთვის მოემზადეთ.

ძაღლი

ხარი ძაღლს ემეგობრება და შეგიძლიათ მისი მფარველობის იმედი გქონდეთ. გულწრფელი, პატიოსანი ადამიანი, ვინც ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს, წარმატებას მიაღწევს. კარიერული წინსვლისთვის ჩრდილიდან გამოდით და დროებით გუნდურ თამაშზე უარი თქვით. პირველი ადგილი რომ დაიკავოთ, უნდა აღიაროთ, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებელი თავად ხართ და ამ ადგილის ღირსი ხართ. ძაღლს ამის გაკეთება გაუჭირდება, მაგრამ ნამდვილად სამართლიანი და გონიერი უფროსი გახდებით. სიყვარულში დაბალანსებული და ჰარმონიული ურთიერთობა გელოდებათ. ცვლილებების დიდი მოყვარული არ ხართ, მაგრამ თუ არ მოისურვებთ, არც იქნება.

ღორი

კონსერვანტი ღორი ხართან ბევრ საერთოს იპოვის და შესანიშნავ ალიანსს შექმნის. მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსებს მიიღებთ, რომლებიც სწორად უნდა გადაანაწილოთ. ეს ფინანსებსა და აქტივებზე დადებით გავლენას იქონიებს. ხარი იმდენად კომფორტულ პირობას შეგიქმნით, რომ ამ ზონიდან გამოსვლა და მოქმედება არ მოგინდებათ. უმოქმედობით კი წინსვლას ვერ შეძლებთ. არჩევანის წინაშე ხართ, რომელსაც თქვენს მეტი ვერავინ გააკეთებს. კანის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. კოსმეტოლოგის მომსახურებაზე უარი არ თქვათ!