Connect with us

ჰოროსკოპი

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. ნახეთ, რა მოგიმზადეს ვარსკვლავებმა.

ვერძი

თუ ფიქრობთ, რომ თავგადასავლები უკან დარჩა, ცდებით: 2021 წელი უფრო მეტ თავგადასავლებს გაჩუქებთ. ახალ შესაძლებლობებს კარი გაუღეთ. ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებლის მიღებას შეძლებთ. ფინანსურად კარგი წელია. უამრავი კარგი იდეა გექნებათ, რასაც ხელმძღვანელობა აუცილებლად შეამჩნევს. ინტუიციას მოუსმინეთ და წესები თამამად დაარღვიეთ. შეყვარებულის გამო მეგობრები არ მიატოვოთ, რადგან ნამდვილი მეგობრობა სამუდამოდ რჩება, ხოლო მამაკაცები მიდიან და მოდიან. მოსალოდნელია სურდო და იმუნიტეტის დაქვეითება. თავს გაუფრთხილდით.

კურო

თქვენი ძალები ობიექტურად შეაფასეთ. ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საყვარელი ადამიანის ღიად კრიტიკამ შეიძლება კამათი და დაშორება გამოიწვიოს. ახალი რომანის დაწყების შანსი გაქვთ, რომელიც შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თებერვალში კოლეგების ძლიერ მხარდაჭერას იგრძნობთ და არაფერზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. ზაფხულში საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე დაფიქრდით.

ტყუპები

2021 წელს სპონტანური გადაწყვეტილებების დახმარებით პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. დაეჭვება და დაფიქრება არ ღირს. ნებისმიერი ორჭოფობა დასახულ მიზანს დაგაშორებთ. ეს წესი პირად ცხოვრებაშიც გამოიყენეთ. არაფერზე უარი არ თქვათ. გეგმები არ დასახოთ: მოლოდინები გაუშვით და დიდ ჯილდოს მიიღებთ. ტვინს, თვალებს და კბილებს ყურადღება მიაქციეთ.

კირჩხიბი

დროა რამდენიმე გლობალური მიზანი აირჩიოთ და მათ შესრულებას შეუდგეთ. რაც უფრო რთული და მაგარი მიზანი გექნებათ, მით უკეთესი. თუმცა მარტამდე რამე გლობალური არ დაგეგმოთ. ჯერ გადაუჭრელ საქმეებს მიხედეთ. სამსახურში დაწინაურებაზე უარი თქვით და ჩუმად იმოქმედეთ, ასე ბედი ვარსკვლავურ საათს გაჩუქებთ. შემოდგომამდე რომანტიკამ თქვენს გონებაში არ უნდა შემოაღწიოს.

ლომი

მომავალ წელს პირადი ცხოვრება მთავარ ადგილზეა, შემდეგ ჯანმრთელობა და სხვა დანარჩენი. ჩვეულებრივ, ფული და სტატუსი უფრო გაღელვებთ, მაგრამ ახლა პირიქითაა. რაშიც დამნაშავე ახალი შეყვარებულია, რომელმაც პირველივე ნახვით თავბრუ დაგახვიათ. წარმოუდგენელ ვნებებს და ემოციებს ელოდეთ. დაოჯახებული ლომის ცხოვრება უფრო მშვიდი იქნება. 2021 წელი სკანდალების და ინტრიგების წელი იქნება და ნამდვილად არ მოიწყენთ. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და ავადმყოფობები ვერ შემოგიტევთ.

ქალწული

2021 წელს გარემოების ტყვე გახდებით. უბრალოდ თქვენი შრომის ნაყოფის აღება მოგიწევთ. სამსახურში და ფინანსებში წარმატებებს ელოდეთ, თუ კარგად იშრომეთ. უსაქმურებს ბედი ზურგს შეაქცევს. სიყვარულშიც მსგავსი სურათია. 2021 წელს ურთიერთობა ყველა პრობლემა თავს იჩენს. ახალი პარტნიორის პოვნაც გაგიჭირდებათ. როცა წარუმატებლობით ნამდვილად დაიღლებით და გაკვეთილს ისწავლით, ვარსკვლავები ბედნიერებას, სიმდიდრეს და ჯანმრთელობას გაჩუქებენ.

სასწორი

მოსალოდნელია ისეთი პერსპექტივები, რაზეც არც კი ფიქრობდით. 2021 წელს ყველაზე გიჟური სურვილებიც აგიხდებათ. მოულოდნელი დიდება და კარიერული წინსვლა? მარტივად! ქალაქელი გოგოს სოფლად გადასვლა და ადგილობრივთან გიჟური სექსი? ინებეთ! პონების ფერმა? ესეც შესაძლებელია! თვითმფრინავის მართვა ან იახტის ყიდვა? როგორც გნებავთ! ოღონდ სიყვარულში ბედნიერებას ჯერ ნუ ელოდებით. არანაირი ქორწილი, თეთრი კაბა და სხვა ატრიბუტები. თუ თქვენთვის საყვარელი მამაკაცისგან ბავშვის გაჩენა ადვილია, სიყვარულშიც გაგიმართლებთ.

მორიელი

როგორც შეხვდებით ახალ წელს, მთელ წელს ისე გაატარებთ. თავისუფალი მორიელი სამსახურს, საცხოვრებელს, სასწავლებელს, ავტომობილს ან ცხოვრების მეგზურს ადვილად შეიცვლის. ბურბურასავით იქნებით: დღეს – აქ, ხვალ – იქ. თავისუფლებით ისიამოვნეთ და ოცნებები აიხდინეთ. ეს წელი სწორედ ამისთვისაა.

მშვილდოსანი

თქვენ სრული გადატვირთვა გჭირდებათ, რომ მტკივნეული წარსული დაივიწყოთ. ამ ნიშანს ჩაკეტვა არ უყვარს. მასზე ღრმა ანაბეჭდს ტოვებს ის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი ხანი ვერ გადის. ამჯერად ადგილობრივი მოგზაურობებით შემოიფარგლებით. მთავარია, სურვილების დასაკმაყოფილებლად კანონი არ დაარღვიოთ და კრედიტი არ აიღოთ. ეს ცხოვრების სხვა სფეროებზეც ნეგატიურ გავლენას იქონიებს. თქვენი მეორე ნახევარი უფრო ფრთხილია, რაც ოჯახში უთანხმოებას გამოიწვევს. მეგობრები, ასევე უფროსობა თქვენ სურვილს არ იზიარებს. ასე რომ რეალობასა და სურვილებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.

თხის რქა

2021 წელს ისეთ სირთულეებს გადააწყდებით, რაზეც არაფერი განიშნებდათ. გაზაფხულამდე გაგიჭირდებათ, მაგრამ ერთგული მეგობრები ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მათი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. ზაფხულში ფინანსური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ხარჯების შემცირება მოგიწევთ. ბიუჯეტს არავითარ შემთხვევაში არ გადასცდეთ. უძრავი ქონების ან მანქანის ყიდვას მხოლოდ 2020 წელს შეძლებთ. ძალიან გენდომებათ, მაგრამ დანაზოგი ამის საშუალებას მოგცემთ. ნათესავებს და მეგობრებს ფული არ მოსთხოვოთ, ასე უმეტესობა მათგანთან ურთიერთობა გაგიცივდებათ.

მერწყული

დამდეგ წელს მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები ორ ბანაკად გაიყოფიან: ერთი ჩვეული ცხოვრებით იცხოვრებს, მეორე კი უცნაურად მოქცევას დაიწყებს. თუ მეორე ჯგუფიდან ხართ, ცხოვრების რადიკალურად შეცვლისთვის მოემზადეთ. შეიძლება მოულოდნელად ურთიერთობის შეწყვეტა ან განქორწინება მოინდომოთ. ასევე მოსალოდნელია კარგი სამსახურიდან წამოსვლა და საერთოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა. სანამ ყველაფერს დაანგრევთ, რის აშენებასაც წლები მოანდომეთ, დაფიქრდით, რას გააკეთებთ შემდეგ. თუ პირველი ჯგუფიდან ხართ, მთელ წელს მშვიდად გაატარებთ.

თევზები

ზაფხულამდე მუდმივად აღმოჩენებებში იქნებით: სპორტის ახალ სახეობას გამოცდით, კულინარია გაგიტაცებთ, სექსში ექსპერიმენტებს დაიწყებთ ან მუსიკა ან ცეკვა გაგიტაცებთ. ბედმა საითკენაც არ უნდა გიბიძგოთ, თამამად მიჰყევით და ბედნიერებას იპოვით. თქვენ დამატებითი ენერგიის წყარო დაგჭირდებათ, რაშიც ახალი გატაცება დაგეხმარებათ. ერთადერთი, 2021 წელს ფინანსებში მოიკოჭლებთ. წლის პირველ თვეებში ფინანსები საკმაოდ მოკრძალებული იქნება, მაგრამ მოგვიანებით შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით და ყველაფერი დალაგდება.

Advertisement
ჯანმრთელობა2 hours ago

თუთიის გავლენა ორგანიზმზე: 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევა

ჰოროსკოპი2 hours ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს ოცნებებთან შესახვედრად ტანკივით გზის გაკაფვა

საკითხავი2 hours ago

რით ჩავანაცვლოთ თეთრეულის კონდიციონერი, თუ სახლში მარილი გვაქვს

საკითხავი2 hours ago

როგორ შევაგროვოთ ნაკურთხი წყალი სწორად, რომ მთელი წელი დაცული ვიყოთ

ყვავილები1 day ago

აივნის სასწაული: ოთახის პომიდორი, რომელიც კარგ მოსავალს მოგცემთ

საკითხავი1 day ago

ანგელოზი კატები: 5 რეალური შემთხვევა, როცა კატებმა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს

ჰოროსკოპი1 day ago

მე, ჩემი: ვინ არის ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანი

ჯანმრთელობა1 day ago

შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რის გამო სუქდებიან სხვადასხვა სხეულის ფორმის ტიპები

სახლი და დიზაინი2 days ago

ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს

ჰოროსკოპი2 days ago

რატომ თხოვდებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს

ტესტები2 weeks ago

სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი

ჰოროსკოპი3 days ago

რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა

ჰოროსკოპი2 weeks ago

საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა4 days ago

რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს

ჰოროსკოპი6 days ago

ყველაზე გულწრფელი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ტრენდული