Connect with us

ჰოროსკოპი

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის პროგნოზით

12 თებერვალს ჩინურ ახალ წელს აღვნიშნავთ. ამ დღეს თეთრი მეტალის ხარის წელი ოფიციალურად შემოვა და ახალი ციკლი დაიწყება. დრო მოვიდა, ჩინელი ექსპერტისგან, კევინ ფუნგისგან 2021 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი გავიგოთ.

ახალი წლის დაწყებისას თითოეული ნიშნის ცხოვრებაში ცვლილებები იწყება. როგორც მინიმუმ, ასე ამბობს აღმოსავლური ჰოროსკოპი!

2021 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

დღეს Alltime–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რას მოგიტანთ თეთრი მეტალის ხარი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით. ვინ იფიქრებდა!

ვირთხა

2021 წლის დადგომისთანავე მოხერხებულმა ვირთხამ ნაცრისფერი კარდინალის მანტია უნდა მოირგოს. ხალხის ყურადღებას მოერიდეთ. გახსოვდეთ, ბედნიერებას სიჩუმე უყვარს.

სახლში მოსალოდნელია რემონტი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ფული იქნება. თუ დიდი ხანია ავტომობილის შეძენაზე ნატრობთ, იცოდეთ, ახლა მსხვილი შენაძენისთვის ხელსაყრელი დროა.

ხარი

ყველას, ვინც ხარის წელშია დაბადებული, ნაყოფიერი, წარმატებული და შთამაგონებელი პერიოდი ელის. შრომისმოყვარება ნაყოფს გამოიღებს, ხარი კი ძალაუფლებით დაგაჯილდოებთ!

კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად, ბიზნესში ახალი პარტნიორების მოსაძებნად. პერფექციონისტებმა უნდა ისწავლონ გარემოს ისე აღქმა, როგორიც არის. ახლობლებს შეცდომების დაშვება უფლება არ უნდა მისცეთ.

ვეფხვი

ახლობლები და მეგობრები არ მოატყუოთ და არ უღალატოთ. ამ შემთხვევაში 2021 წლის მფარველი თეთრი მეტალის ხარი სიუხვით დაგასაჩუქრებთ.

2021 წელს ცხოვრებაში ბევრი სფერო დარეგულირდება. კარგი დროა, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დაფიქრდეთ და არა მხოლოდ დაფიქრდეთ, არამედ რამე შეცვალოთ. ცვლილებებმა არ შეგაშინოთ, თუნდაც კარდინალურმა! შესანიშნავი მომენტია, რომ ყველაფერი ძირეულად გაანადგუროთ და ახალი საძირკველი ჩადოთ, რომელიც დიდხანს გაძლებს.

კურდღელი

ყოველმხრივ დაძაბული 2020 წლის შემდეგ ნიჭიერი კურდღელი სუფთა ჰაერის ჩაყლაპვს შეძლებს, თან ცხოვრების ბევრ სფროში. პირად ურთიერთობაში ნდობა წინა პლანზე წამოვა. (სწორედ ამიტომ, აქ გამონათქვამი „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“ უადგილოა).

თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, მოსალოდნელია პერსპექტივების გამოჩენა. თუ საკუთარი ბიზნესი არ გაქვთ, 2021 წელი შანსს გაძლევთ, რომ ნებისმიერი ალტერნატივა აირჩიოთ და საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს!

დრაკონი

დრაკონო, ყურადღებით იყავით! 2021 წელი ამერიკულ მთებს ჰყავს, რომელიც თითოეულ მოსახვევში მოულოდნელობებით სავსეა! შეცდომებისა და სამსახურში გადაწვისგან საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა დაგიცავთ. მედიტაცია დაიწყეთ ან იოგის კლასში ჩაეწერეთ. იქნებ, სუფთა ჰაერზე დიდხანს სეირნობა მოგწონთ?

წლის მეორე ნახევარში წარმატება თქვენს მხარეს იქნება, რომელიც ბედნიერს და იღბლიანს გაგხდით, მხოლოდ ერთი პირობით: ახალ პროფესიულ და ფინანსურ პროექტებში ჩართვა არ ღირს. ურთიერთობის სფეროშიც მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეთ.

გველი

ბრძენი გველი შვებით ამოსუნთქვას შეძლებს. 2021 წელი ყოველმხრივ შესანიშნავი იქნება. კარგი დროა ქორწილისთვის, სამუშაოს შესაცვლელად და საცხოვრებელი ბინის შესაძენად.

ყველაფერი, რასაც წელს გადაწყვეტთ, კიდევ რამდენიმე წელი თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ცოდნის, მოგზაურობის და ახალი აღმოჩენების შეცნობის წყურვილი მოგკლავთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს არ შეეწინააღმდეგოთ და თამამად წინ იაროთ!

ცხენი

2021 წელი მშრომელ და ჭკვიან ცხენს ბრბოსგან ნამდვილად გამოარჩევს და ახალი შესაძლებლობების კარს გაუღებს. კარგი დროა ოჯახის შესაქმნელად და ბიზნესის გასავითარებლად. ამასთან, მნიშვნელოვანია სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსი დაიცვათ. სასიამოვნო მომენტები ცოტაა, მაგრამ ქალაქგარეთ ან საზღვარგარეთ რომანტიკული მოგზაურობით შეავსეთ.

ცხენს უნდა ახსოვდეს, რომ ხარის წელში იმარჯვებს ის, ვინც სისტემატურად და თანდათან წინ მიიწევს, გახმაურების გარეშე. შესაძლოა, ყველაფერი ისე სწრაფად არ მოხდეს, როგორც გსურთ, სამაგიეროდ წარმატებული დასასრული მხოლოდ დროის საკითხია.

თხა

2021 წელს ტაქტიან თხას ბევრი სიურპრიზი ელოდება. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართება, ხოლო პრობლემები და კამათი მარტივად მოგვარდება. ბევრი მარტოხელა თხა თავის სიყვარულს იპოვის.

თუმცა შრომისა და ფინანსების სფეროში ხაფანგები და პრობლემები არსებობს, რომლებიც დაუყონებლივ ოპერატიულად უნდა მოაგვაროთ. მათ მოგვარებაში ერთგული მეგობრები დაგეხმარებიან.

მაიმუნი

ალბათ, მაიმუნი ისეთ ფინანსურ წარმატებას ვერ მიაღწევს, როგორიც სურს, მაგრამ მთლიანობაში ჰარმონიული და ბედნიერი წელი ელოდება.

წლის ბოლოს მცირე სირთულეები წარმოიშვება, რომელიც მაიმუნს ამბიციების მოთოკვას აიძულებს. ზოგიერთი პირადი ნივთი შეიძლება დაკარგოთ, თუმცა ოჯახური და სასიყვარულო ცხოვრება მშვენივრად წარიმართება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

მამალი

აღმოსავლური ჰოროსკოპი გატყობინებთ, რომ ხარის წელი ყველა მიმართულებით თქვენს გაბედნიერებას აპირებს. სიყვარულისა და გართობისთვის შესანიშნავი დროა!

პასუხისმგებლობა გაიზრდება, რომლის გაძლებაც ზოგჯერ გაგიჭირდებათ, მაგრამ ურყევი სული დაგეხმარებათ.

ძაღლი

ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბიუჯეტი მართეთ, უძრავ და მოძრავ ქონებას თვალყური ადევნეთ, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა კომპეტენტურ ხალხს მიანდეთ. ჯანმრთელობის და განწყობის მიმართ უფრო ყურადღებიანი იყავით.

გამარჯვებული იქნება ის, ვინც მოდუნებას, სამყაროს ნდობას და ყველაფრის გაკონტროლების შეწყვეტას შეძლებს, რადგან ნებისმიერი სიტუაცია ყოველთვის ჩვენდა სასიკეთოდ ხდება!

ღორი

ჩინური ჰოროსკოპი ღორს მშვიდ წელს ჰპირდება, მაგრამ ეს პერიოდი ორმნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით წლის დასაწყისში. მთავარი რჩევა: თავი შეიკავეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციების ტყვეობაში იმყოფებით. ერთადერთი მომენტი, როცა შეგიძლიათ ემოციებს გზა გაუხსნათ – დრო, როცა მეორე ნახევართან მარტო იმყოფებით.

ნაყოფიერი წელია ბიზნესისთვის. უამრავი პერსპექტივები და კარიერული ზრდის შესაძლებლობები გამოჩნდება. აზარტული დასაწყისი შედეგს გამოიღებს.

რედაქციისგან

11-12 თებერვლის ღამე ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დროა! დედამიწაზე ენერგიის ძლიერი ნაკადი დაეშვება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დინებაში იყოთ და ჯადოსნური დრო სურვილების შესასრულებლად გამოიყენოთ. ეზოთერიკოსები გირჩევენ, რომ 11 და 12 თებერვალს ბუნებას დააკვირდეთ, რადგან ამ დღეებში ზეცა გაიხსნება და სასწაულის დანახვას ან შეგრძნებას შეძლებთ. ეს 2021 წლის სცენარი იქნება!

არ ვიცი, ეს 2021 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზია თუ არა, მაგრამ ძალიან სურს, რომ ყველაფერი კარგი ახდეს!

Advertisement
ტესტები11 hours ago

აირჩიეთ გასაღები, რომლითაც ძველ სკივრს გააღებთ. ასე უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ფიქრობთ

ტესტები11 hours ago

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

ჯანმრთელობა11 hours ago

სომნოლოგმა გამომიწერა: 3 გემრიელი სასმელი სწრაფად დასაძინებლად

ჯანმრთელობა11 hours ago

რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა

ყვავილები11 hours ago

მეზობელი კიტრს ბოთლებში ზრდის. მისი მეთოდი გამოვიყენე და ახლა უხვ მოსავალზე ვოცნებობ

ჰოროსკოპი1 day ago

კურო – თხილამურებზე, ქალწული – იოგაზე! როგორ სჯობს დაისვენოთ ამ შაბათ–კვირას

თავის მოვლა1 day ago

როგორ გადავარჩინოთ ყინვების შემდეგ დასუსტებული თმა

ჰოროსკოპი1 day ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის შესანიშნავი ამბები და განსაცვიფრებელი ცვლილებები მარტში

ყვავილები1 day ago

გადარგვის დროს დაშვებული შეცდომები, რომლის შემდეგ მცენარეს ვეღარ გადაარჩენთ

საკითხავი1 day ago

როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები ისე, რომ არ დეფორმირდეს

ტესტები2 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

მოდა და სტილი3 weeks ago

10 საუკეთესო სუნამო 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რა გელით სამსახურში 2021 წლის თებერვალში

ჰოროსკოპი3 weeks ago

ბედის ნებიერა: რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის პროგნოზით

ტესტები3 weeks ago

რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? გაიგეთ საინტერესო რამ თქვენს პიროვნებაზე

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

თავის მოვლა4 weeks ago

10 შეცდომა ინტიმურ ჰიგიენაში, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს

ჰოროსკოპი4 weeks ago

ბევრი ფული, კარგი და განსხვავებული! 2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ვერა ხუბელაშვილისგან

ტესტები4 weeks ago

მუშტი შეკარით და გაიგეთ თქვენი პიროვნების ტიპი