Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის სექტემბერს ვენერისა და სატურნის ოპოზიცია იწყება: თვის მთავარი რისკები და საშიშროები

ასტროლოგების პროგნოზების მიხედვით, სექტემბერი არც თუ ისე პოზიტიური ნოტით დაიწყება, ამის მიზეზი კი სატურნისა და ვენერას ოპოზიციაა, რომლებიც ორ სექტემბერს ოპოზიციაში ჩადგებიან. ასტროლოგები გვირჩევენ თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ნეგატიური მოვლენები.

უნდა ითქვას, რომ ამ თვის ყველაზე რთული დღე 2 სექტემბერი იყო და ნეგატიური გავლენა 5 სექტემბრამდე შენარჩუნდება. ამ პერიოდის შემდეგ ნეგატიური ასპექტები შესუსტებას დაიწყებს.

რატომ არის სატურნისა და ვენერას ოპიზიცია საშიში

ვენერა სიყვარულის და დინამიკის მმართველი პლანეტაა, სატურნს კი ძალიან მძიმე ენერგიები აქვს. მათი ოპოზიცია ძალიან ბევრ გაუთვალისწინებელ და მოულოდნელ ცვლილებებს გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ სექტემბერში გეგმების ჩაშლის ალბათობა ძალიან მაღალია. ასტროლოგები ვირჩევენ კარგად გავთავლოთ ჩვენი მოქმედებები და კონფლიქტებში არ ჩავერიოთ. ადამიანების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოვლენის შემთხვევაში ადამიანებმა შეიძლება ზურგი გაქციონ.

ნუ გასცემთ ტყუილ ან ცარიელ დაპირებებს, რადგან ამან შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოთ. შეიძლება დასრულდეს მეგობრული, სასიყვარულო და სამსახურებრივი ურთიერთობები. გულწრფელობა ამ პერიოდის მთავარ კრედოდ შეიძლება იქცეს.

2 სექტემბრიდან მოერიდეთ გადაღლას. ეცადეთ გამოსასვლელ დღეებში სრულად აღიდგინოთ ენერგია და ძალები, სამუშაო დღეებში კი ენერგია თანაბრად გადაანაწილეთ. ვენერა ადამიანებს ძალასა და გამძლეობას აძლევს, ოპოზიციის პერიოდში კი ის ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებს. თუ დროულად არ დაისვენებთ თქვენი პროდუქტიულობა მინიმუმამდე შემცირდება, სამსახურში კი უთანხმოებები და პრობლემები გაგიჩდებათ.

გააქტიურდება სატურნთან დაკავშირებული პრობლემებიც, მაგალითად 2 სექტემბრიდან ფინანსურ სფეროში მოულოდნელი შეფერხებების, სხვადასხვა წინასწარ განუსაზღვრელი პრობლემების გაჩენის ალბათობა ძალიან მაღალია. სატურნი თქვენს ენერგიას აქტიურად შთანთქავს, ამიტომ ამ პერიოდში ენერგიების ნაკლებობას იგრძნობთ.

როგორ დავიცვათ თავი

უარი თქვით საკუთარ თავში ქექვაზე, ნუ დაიწყებთ დამნაშავეთა ძებნას, თქვენს პრობლემებსშ სხვებს ნუ დაადანაშაულებთ. თუ პრობლემა გაგიჩნდათ შეუდექით მის გამოსწორებას. თუ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია უბრალოდ წინსვლა განაგრძეთ. ეს განსაკუთრებით: ვერძებს, ტყუპებს, სასწორებს, თევზებს და მერწყუებს ეხებათ.

დამოუკიდებლობა. ეცადეთ საქმეები არავის გადაავალოთ, თუ მათი გაკეთება თავად შეგიძლიათ. თუ მოვალოებებს სხვებს გადაავალებთ შეიძლება კონტროლი დაკარგოთ. ეს რცევა განსაკუთრებით ტხის რქებს, კუროებს, მორიელებს და ლომებს ეხებათ.

ობიექტურობა. მიმდინარე მოვლენების ობიექტური შეფასება შესანიშნავი საშუალებაა გართულებების თავიდან ასაცილებლად. მართალია, უთანხმოებები შიეძლება მოხდეს, თუმცა ყველა პრობლემაში სამყაროს აღსასრული არ უნდა დაინახოთ. ყველა პრობლემისგან გაკვეთილი მიიღეთ და სექტემბერი თქვენთვის სასარგებლო პერიოდად იქცევა. ადამიანები რომლებსაც საკუთარ და სხვის შეცდომებზე სწავლის უნარი აქვთ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ. ეს რჩევა განსაკუთრებით მშვილდოსნებს, ქალწულებს და კირჩხიბებს ეხებათ.