მოდა და სტილი
2020 წლის მოდური ვარცხნილობები: სიახლეები და ტენდენციები
ახალი სეზონის მოლოდინში ბევრმა გოგონამ იმიჯი შეიცვალა. ხოლო მათ ვისაც ამის გაკეთება ჯერ ვერ მოასწრო – შეუძლიათ ამ სტატიის შემდეგ გახდნენ უფრო სრულყოფილები. ამ სტატიაში ბევრი საინტერესო იდეას შემოგთავაზებთ. ვისაუბრებთ 2020 წლის ვარცხნილობებზე, რომლებიც ახალ ტენდენციებს და ძველ გაუმჯობესებულ ტრადიციებს მოიცავენ.
უბადლო ბობი
ბობმა მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გულები დიდი ხნის წინ დაიპყრო. არ ღირს ეჭვის შეტანა, რომ ეს ტრენდი მოდაში კიდევ ბევრი წლის მანძილზე დარჩება. წელს მას მსუბუქი რეტროს სტილი ექნება. წინ წაგრძელებული ბობი თქვენს თმას მოდურ ვარცხნილობად იოლად გადააქცევს. ეს უკანასკნელი განახლებულ გარეგნობას გაჩუქებთ.
საყვარელი კარე
კარე – უბერებელი კლასიკა. წელს კარე უდავოდ პოპულარული იქნება. უახლოეს დროში ის ოდნავ სხვა სახით გამოჩნდება – მსუბუქი ტალღების, იდეალური სიგლუვისა და შუბლზე შეჭრილი თმის სხვადასხვა ვარიაციების წყალობით.
ვარცხნილობა რეტროს სტილში
ვინტაჟურობა და რეტრო-სტილი არა მარტო ბობს, არამედ ისეთ ვარცხნილობებსაც მოიცავს როგორიც “პაჟი” და “სესონია”. ეს ვარცხნილობათა იმ ტიპს მიეკუთვნება რომელიც ყოველთვის იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს, ასეთი ვარცხნილობებისთვის აუცილებელია ჯანმრთელი და სქელი თმის ქონა, შესაბამისად ის ყველა ქალბატონისთვის შესაფერისი არ არის.
მრავალი ფენა და მოცულობა – ელეგანტური გარეგნობის საფუძველი
საშუალო სიგრძის თმებს შორის ეს წლების მიერ გამოცდილი კასკადი ძალიან აქტუალურია. განსაკუთრებით პოპულარულია გრადუირებული ვარიანტი. მოცულობის მიცემა – მისი მთავარი ღირსებაა, რომელიც თხელ თმასაც კი შეუცვლის სახეს. აუცილებელია ვახსენოთ, რომ საშუალო სიგრძის მოდური ვარცხნილობები არა მარტო სწორ, არამედ ხუჭუჭა თმასაც ძალიან მოუხდება.
ვარცხნილობები შუბლზე შეჭრილ თმასთან კომბინაციაში
მოდური ვარცხნილობა შუბლზე შეჭრილი თმით კარდინალურად შეგიცვლით გარეგნობას. შუბლზე შეჭრილი თმა – ეს არის ელემენტი რომელიც არა მარტო ალამაზებს, არამედ ზოგჯერ აუშნოვებს კიდეც გარეგნობას, ამიტომ მისი შერჩევისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შუბლზე შეჭრილი თმა ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ვარცხნილობასთან და სახის ტიპსაც უნდა უხდებოდეს.
იდეალურია ვარცხნილობა შუბლთან შეჭრილი როგორც სწორი ასევე, ტალღოვანი თმით. ეს უნივერსალური ვარიანტია, რომელიც თითქმის ყველას უხდება, ხოლო სურვილის შემთხვევაში მისი დამოკლება ყოველთვის შეგეძლებათ.
ნუ იფიქრებთ, რომ ზამთარში შეუძლებელია იდეალურად გამოიყურებოდეთ. ეს დიდი შეცდომაა. არ ღირს იდეალური დროის ლოდინი, აჯობებს ახლავე გადადგათ ნაბიჯი ცვლილებებისთვის.