Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი კევინ ფუნგის მიხედვით

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. ჩინურ ჰოროსკოპში 12 წლიანი ციკლი სწორედ ამ ნიშნით იწყება, ამიტომ მთელი წელი ცვლილებებით და მნიშვნელოვანი მოვლენებით სავსე იქნება. თეთრი ვირთხა ყველას განსჯის, ყველას გასული 12 წლის ქცევებით შეაფასებს და თითოეულს რაღაც ახალს მიანიჭებს.

ეს წელი და მთელი მომავალი 12 წლიანი ციკლიც წარმატებული რომ იყოს, ვირთხას უნდა დაუმეგობრდეთ. დღეს გიამბობთ, თუ ეს როგორ გააკეთოთ და მომავალ წელს რას ელოდოთ. ცნობილი ჩინელი ასტროლოგის, კევინ ფუნგის მიხედვით 2020 წლის პროგნოზს გიზიარებთ. ყველას სიურპრიზი ელოდება!

2020 წლის პროგნოზი დაბადების თარიღის მიხედვით

ვირთხა

ამ წელს ვირთხის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს თითქმის ყველაფერში გაუმართლებთ. ეს თქვენი წელია და დროა წარმატება დაიჭიროთ და ყველაზე თამამი ოცნებები აიხდინოთ. მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების საშუალება გექნებათ. პირადი ხასიათის პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ, ხოლო ძლიერი ჯანმრთელობა გაგახარებთ. საერთოდ, ნერვიულობის მცირე, სიხარულის კი ბევრი მიზეზი გექნებათ.

ეს წელი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც საკუთარი საქმის დაწყება სურს. წლის დასაწყისში ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ სულ ტყუილად არა. ყველაფერი ორმაგად დაგიბრუნდებათ, თუ ბიზნესში ინვესტიციებს ჩადებთ. წლის შუა პერიოდში შეძლებთ საკუთარ თავს იმის უფლება მისცეთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. მაგალითად, რაიმე ძვირადღირებული მოწყობილობის შეძენა. წლის ბოლოს მსხვილი თანხის გამომუშავების შესაძლებლობა გამოჩნდება.

ხარი

ვირთხის წელი რთული, მაგრამ ნაყოფიერი იქნება. სჯობს თვითგანვითარებას დიდი დრო დაუთმოთ. ეს გარკვეული სიტუაციების სხვა თვალით დანახვასა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ. საკუთარ თავზე პროდუქტიული მუშაობა წლის შუა პერიოდში უკვე ნაყოფს გამოიღებს. არასტაბილური პერიოდი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გახდება, ის მშვიდად უნდა გადაიტანოთ.

სავარაუდოდ, სამსახურის შეცვლა მოგიწევთ და არა ერთხელ. მთელი წელი ფინანსური მდგომარეობა მუდმივად ცვალებადი იქნება. წლის ბოლოს სიტუაცია დარეგულირდება და უფრო მშვიდი გახდება. მთავარია, ყველა უსიამოვნება მამაცურად მიიღოთ და წყობილებიდან არ გამოხვიდეთ. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.

ვეფხვი

გულახდილები ვიქნებით, ვეფხვს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება ელოდება. ამ მოვლენებს ბევრი სასიხარულო შემთხვევა შეცვლის. კონცენტრირება სწორედ მათზე გააკეთეთ, ასე სირთულეებთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ. წლის მფარველთან ნაკლები საერთო გაქვთ, მაგრამ თქვენს მიმართ მაინც კეთილგანწყობილია.

მთავარია, არ იზარმაცოთ და ნებისმიერ საქმეს ხელი მთელი ძალისხმევით მოკიდოთ. სამსახურსა და ოჯახს მთელი ენერგია დაუთმეთ, მაშინ ყველაფერი მშვიდად იქნება. ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას არ ელოდოთ, მაგრამ შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ. ყველაზე ხელსაყრელი დრო შემოდგომაა. მთელი ძალების კონცენტრირება მოახდინეთ და აუცილებლად გაგიმართლებთ!

კურდღელი

კურდღელს ამ წელს ბევრი ცვლილება ელოდება: ახალი მეგობარი, ახალი სამსახური, ახალი სიყვარული. შესაძლოა, ახალი სახლიც კი შეიძინოთ. საზღვარგარეთ გადასვლის შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს და უარი არ თქვათ. ვირთხის წელი ყველაზე ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად და გრანდიოზული ჩანაფიქრების განსახორციელებლად.

ახალი შესაძლებლობები თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ახლობლების რჩევებსა და დახმარებაზე უარი არ თქვათ, ეს გამოგადგებათ. ამპარტავნობას მოეშვით, თუ არადა ბევრ კარგ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ. ცხოვრება წარმოუდგენელი ძალით აივსება და თქვენ ამ შანსის გამოყენება უნდა შეძლოთ.

დრაკონი

ვირთხის წელი თქვენთვის საკმაოდ გაჯერებული იქნება. წარმოუდგენელი წარმატების პერიოდს სირთულეები შეცვლის. მთავარია, ცხვირი არ ჩამოუშვათ. ყველაფერი გამოსწორებადია, ნებისმიერი წარუმატებლობიდან შეგიძლიათ გამოცდილება მიიღოთ და ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეცვალოთ. წელს ახლობლები დიდად დაგეხმარებიან და თქვენი დამცველები გახდებიან. მათი დახმარება არ უარყოთ და მადლობა უთხარით.

სამსახურში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელოდებათ, სამაგიეროდ ყველაფერი სტაბილურად იქნება. ზაფხულის ბოლოს თქვენი პროფესიონალური უნარების გაუმჯობესებას შეძლებთ: კონფერენციას ან სემინარს დაესწრებით. შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ, ეს თქვენი კარიერული კიბის სტარტი გახდება. ოჯახს მაქსიმუმი დრო დაუთმეთ, კურდღელი გულუხვად დაგაჯილდოებთ.

გველი

თეთრი ვირთხა გველს შემოსავლის ზრდას ჰპირდება. ამისთვის წლები ტყუილად ხომ არ მუშაობდით. სწორედ ამ წელს თქვენი შრომა სათანადოდ ანაზღაურდება. ოღონდ საკუთარი თავის შეგულიანება საჭირო არაა, ვირთხას ეს არ უყვარს და შეგაფერხებთ. ნელა და გონივრულად იმოქმედეთ – წლის შუა პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება.

შრომისმოყვარე გველის ფულადი სახსრები გაიზრდება. თუმცა ავანტიურულ და საეჭვო შემოთავაზებებს არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ. შეიძლება ფულის მსხვილი ნაწილი დაკარგოთ. ოჯახში სირთულეები გელოდებათ, მაგრამ გულწრფელი საუბრით ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ. საერთოდ, მთელი წელი წარმატებული და პროდუქტიული იქნება.

ცხენი

2020 წელს ბევრი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ. ეს არა მხოლოდ პირად ცხოვრებასთან, არამედ სამსახურთან დაკავშირებული იქნება. რაც მთავარია დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ვირთხა გულუხვი იქნება და მატერიალური კეთილდღეობით დაგაჯილდოებთ. ამ წელს ნანატრი დასვენების და მოგზაურობის დრო გექნებათ.

ვირთხის წელში ბევრი მუშაობა საჭირო არაა. პირიქით, დროა ტემპი შეანელოთ და დაისვენოთ. ყველაფერზე ნერვიულობას მოეშვით და საკუთარ თავზე დაფიქრდით. ახალი შთაბეჭდილებები ცხოვრებისეულ ტონუსს აგიმაღლებთ. საკუთარ თავზე ეკონომია არ გასწიოთ: გემრიელ საკვებზე, კარგ ტანსაცმელსა და გართობაზე უარი არ თქვათ. ზაფხულის დასაწყისში რაღაც სასიამოვნო მოვლენა გელოდებათ.

თხა

თხას 2020 წელს გაურკვეველი წელი ელოდებათ. კარიერული კუთხით ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ პირად ცხოვრებაში სირთულეები შეიძლება შეხვდეთ. ოღონდ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ, გულახდილად ისაუბრეთ და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეთ. სირთულეები გექნებათ, მაგრამ საუბრის გზით მათ მოგვარებას შეძლებთ.

წლის დასაწყისი განსაკუთრებით დაძაბული იქნება, თქვენ ბევრი პასუხისმგებლობა და გადაუდებელი საქმეები დაგეკისრებათ. არ იდარდოთ, ყველაფერთან გამკლავებას შეძლებთ. მოთმინება მოიკრიფეთ. ძალიან მალე მშვიდი პერიოდი დადგება. გაზაფხულზე შესანიშნავი შესაძლებლობა გამოჩნდება, რომ თქვენი მდიდარი გამოცდილების ხარჯზე ფულის გამომუშავება შეძლოთ. შესაძლოა, მასწავლებლობა შემოგთავაზონ ან პირადი კონსულტაციისთვის გადაგიხადონ. წამი დაიჭირეთ.

მაიმუნი

2020 წელს უამრავი შთაბეჭდილება და სასიყვარულო გამარჯვება გელოდებათ. ახალი ნაცნობობა და პირადი ცხოვრება ამ წლის მთავარი თემა გახდება. თუმცა ცვლილებები არა მხოლოდ პირად, არამედ ფინანსური კუთხითაც მოხდება. ბევრი ფიქრით შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებთ, სჯობს ეს გაზაფხულის დასაწყისში გააკეთოთ. ოცნების სახლს იპოვით, რომელიც თქვენს ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. მართალია, ბევრის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ეს ამად ღირს, ამიტომ შანსი გამოიყენეთ. ოჯახში მატება გელოდებათ, თქვენს პირად ცხოვრებაში თუ არა, ახლო ნათესავების ცხოვრებაში.

მამალი

წელს ნებისმიერი რბოლიდან გამარჯვებული გამოხვალთ. წარმატება მთლიანად თქვენს მხარეს იქნება. სასიამოვნო მოვლენები რეგულარულად თქვენს გვერდით იქნება. საჩუქრები მიიღეთ და ოცნებები აიხდინეთ – მწვანე შუქი ანთებულია!

ამ წელს თქვენი მიღწევები შთამბეჭდავი იქნება. გაზაფხულზე კარიერულ კიბეზე წინსვლას შეძლებთ და ყველა კონკურენტს უკან ჩამოიტოვებთ. თუმცა, სხვა მხრივ ოფლის ღვრა მოგიწევთ. შესაძლოა, დიდი შენაძენის გაკეთება მოისურვოთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ყველა არ დაეთანხმება.

ძაღლი

ვირთხიდან მუთხლობას არ ელოდოთ, რადგან ყველა მხრივ კარგი წელი იქნება. ზედმეტად არ დაიტვირთოთ, ცხოვრების რადიკალურად შეცვლა და მნიშვნელოვანი გადაწვეტილებების მიღება არ ღირს. ისიამოვნეთ იმით, რაც გაქვთ. განსაკუთრებით ეს ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. სამსახურში მშვიდობა იქნება.

ერთადერთი გაითვალისწინეთ: სამსახურში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდოთ. ფინანსები არ გამრავლდება, მაგრამ სტაბილური შემოსავლის მიღებას შეძლებთ. მხოლოდ მაშინ, თუ რაიმე მსხვილი საქმის დაწყებას არ გადაწყვეტთ. კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ. ეს მოგებას არ მოგიტანთ, მხოლოდ დროს და ფულს დახარჯავთ. ფრთხილად იყავით და ახლობლებზე იზრუნეთ.

ღორი

ვირთხის წელში მოულოდნელი სიმდიდრე ან სიყვარული არ გელოდებათ. ტყუილად ვერაფერს მიიღებთ, ყველაფრის საკუთარი ძალით მიღწევა მოგიწევთ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ. უშიშრად იმოქმედეთ. ყველაფერი იქნება, ოღონდ კარგად უნდა გაისარჯოთ.

სამსახურს ყურადღება დაუთმეთ, საქმიდან გადართვამ შეიძლება თქვენი უფროსი გააბრაზოს და მასთან ურთიერთობა გაამწვავოს. თუ სამსახურში მოწყენილი ხართ, საქმეს უფრო შემოქმედებითად მიუდექით. თქვენი ინიციატივა შემჩნეული და ფინანსურად შეფასებული იქნება. ოჯახიც არ დაივიწყოთ. ახლობლებს, განსაკუთრებით მეორე ნახევარს მეტი დრო დაუთმეთ.

როგორც ხედავთ, 2020 ვირთხის წელი მოვლენებით გაჯერებული იქნება. ვიმედოვნებთ, ვირთხის კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ და მაქსიმალურად წარმატებული წელი გექნებათ. წარმატებებს და ახალი მწვერვალების დაპყრობას გისურვებთ.

Advertisement
სხვა10 hours ago

როგორ გავრეცხოთ სწორად კეტები და ბოტასები სარეცხი მანქანის გამოყენებით

ტესტები10 hours ago

არჩეული კონვერტი გეტყვით, რა ცვლილებები გელოდებათ უახლოეს მომავალში

თავის მოვლა10 hours ago

მარადიული ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო ამოხსნილია! სახის ანტიასაკობრივი ნიღაბი სოფი ლორენისგან

ჯანმრთელობა10 hours ago

ეს სრულიად ახალი მიდგომაა დიეტაზე! დოქტორ პიერ დუკანის რეკომენდაციები

ჯანმრთელობა10 hours ago

ეს რეცეპტი 5000 წლისაა! ტიბეტის მონასტრის ძველ პალატაში ნაპოვნი დღემდე მუშაობს: სქელ ფენად წაისვით

ჯანმრთელობა10 hours ago

პოდაგრა: დაავადება რომლემაც თირკმლის უკმარისობამდეც შეიძლება მიგვიყვანოს

ჯანმრთელობა10 hours ago

ექიმებმა გადაიფიქრეს: ახლა ამბობენ, რომ მარილი აუცილებლად უნდა მიირთვათ

ტესტები2 days ago

ლარნაკი, რომელსაც აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში

საკითხავი2 days ago

შვილი 40 წლის შემდეგ. დედები გვიანდელი მშობლობის სირთულეზე საუბრობენ

ჯანმრთელობა2 days ago

აფთიაქი ზღვაზე წასაღებად: ბავშვისთვის ყველაზე აუცილებელი მედიკამენტების სია

საკითხავი4 weeks ago

რატომ უნდა დაყაროთ მარილი კართან და ზღურბლზე

ჰოროსკოპი2 weeks ago

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ჰოროსკოპი1 week ago

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

ჰოროსკოპი1 week ago

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

კულინარია1 week ago

სად უნდა შევინახოთ მცენარეული ზეთი: მაცივარში, მაგიდაზე თუ კარადაში

ჰოროსკოპი3 weeks ago

5 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი 2020 წლის აგვისტოში. ვის გაანებივრებს ბედი

სხვა2 weeks ago

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

საკითხავი3 weeks ago

10 ნატურალური არომატი, რომელთაც კოღოები ვერ იტანენ

ჰოროსკოპი2 weeks ago

ზოდიაქოს 4 ნიშანი რომლთა ცხოვრებაშიც აღმავლობის პერიოდი იწყება

ტესტები3 days ago

ტესტი: აირჩიეთ მტრედი და გაიგეთ ახალი ამბავი, რომელსაც ის მომავალში მოგიტანთ

ტრენდული