Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

ასტროლოგი ვერა ხუბელაშვილი მოგვიყვება რა გელოდებათ ახალ 2020 წელს.

ვირთხა

ვირთხა ვირთხებს გაახარებს! ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ 2020 წელს ვირთხა თავისიანებს არ მიატოვებს. რამე მნიშვნელოვანით ხართ დაკავებული? ყოჩაღ! ასე განაგრძეთ: თქვე წინ წარმატებები გელით! ენერგიას ნუ დაიშურებთ, წარმატება სამსახურშიც გელით. ნუ შეგეშინდებათ დაწინაურების მოთხოვნა, თქვენ ხომ დაიმსახურეთ ის – პატიოსანი შრომითა და არაჩვეულებრივი შედეგებით.

ხარი

ხარი დიდი და ძლიერია, ვირთხა – პატარა და ცბიერი. თქვენ ერთმანეთს ვერასდროს გაუგებთ, მაგრამ, წელი სიმბიოზში უნდა გაატაროთ. თქვენ მიზნისკენ პირდაპირ მიწოლას ხართ შეჩვეული და დროდადრო მოგეჩვენებათ, რომ არასწორი გზით მიდიხართ. თუმცა ესეც წამრმატებისკენ მიმავალი გზაა. მეტად დაუჯერეთ 2020 წლის მბრძანებელს და თქვენსას აუცილებლად მიაღწევთ!

ვეფხვი

ეს წელი სერიოზულ ცვლილებებს გიქადით უკეთესობისკენ. პრობლემები მოგცილდებიან. არ მოგწონთ თქვენი სამსახური?! აღარ გექნებათ! უკეთესს იპოვით, უფრო საინტერესოს და პერსპექტიულს. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი შესანიშნავადაა. აქ მთავარია – სახლში არ მოიწყინოთ და არც უმოქმედოდ იჯდეთ. გამოდით გარეთ, იმოქმედეთ, იცხოვრეთ!

კურდღელი

წელი ცივ გონებას, აწონ-დაწონვის უნარსა და წინდახედულობას ითხოვს. ნურასდროს იმოქმედებთ ცხელ გულზე. არც თუ ისე ცუდი რჩევაა არა?! დაე ეს თქვენი დევიზი იყოს. ყველაფრის ნათლად დანახვის და ადეკვატური რეაგირების უნარში – წარმატების მთავარი გასაღები დევს!

დრაკონი

როგორც ჩანს ვირთხამ ყველა ხიდის დაწვა გადაწყვიტა და ამისთვის თქვენს ცეცხლს გამოიყენებს ძვირფასო დრაკონებო! უკანდასახევი გზა აღარ არსებობს! ყველაზე დიდი კონსერვატორებიც კი მიხვდებიან, რომ სტაბილურობა – ჭაობია, ხოლო მოქმედება კი სიცოცხლე! დროა სიახლეებისკენ გადადგათ ნაბიჯები. ნუ ჩარჩებით ძველ სამსახურში და საცხოვრებელის შეცვლაც არ იქნება ურიგო. წინ უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯებით!

გველი

გარშემომყოფებს საკმაოდ გაანერვიულებთ! 2020 წელი ეს თქვენი მხრიდან უკომპრომისო ნაბიჯების წელია და ვერავინ გაბედავს თქვენს გზაზე დადგომას. მიზანი ამართლებს საშუალებას – ასე არაა?! როგორც ჩანს მიზანი მართლაც მნიშვნელოვანი და სერიოზულია. თქვენ ხშირად ამოჩნდებით არჩევანის წინაშე, რომელსაც თქვენს სასარგებლოდ გადადგამთ.

ცხენი

2020 წელი შინაგან და გარეგან კონფიქტებს გპირდებათ! გარემოებები შესაძლოა თქვენს გეგმებში ცვლილების შეტანას შეეცადონ, ეს კი მხოლოდ იმაზე მიგვითითებს, რომ თქვენ თავად წყვეტთ რა გააკეთოთ, არ კმაყოფილდებით იმით რაც გაქვთ და რაღაცა დიდისკენ მიისწრაფვით! ვირთხა დააფასებს თქვენს ენთუზიაზმს და წარმატების მისაღწევ ძალას მოგცემთ.

თხა

თუ ახალი იდეები არ გაქვთ, რატომ არ უნდა განახორციელოთ ძველები?! ალბათ ბევრი მიზანი და გეგმა გაქვთ რომლებიც მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ მთელ წელი წინ გაქვთ და გაერკვიეთ თქვენს ვალდებულებებში, ეს პირველ რიგში თქვენთვის იქნება უკეთესი! ეს ენერგიის გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ!

მაიმუნი

ძალიან კარგი წელია. ვირთხა გულუხვად დაგასაჩუქრებთ ენერგიით, გადაისროლეთ ის საქმეში! გაქვთ დაუსრულებელი საქმეები – მიხედეთ! გაქვთ ახალი გეგმები – ისინიც განახორციელეთ. 2020 წელი არ ითმენს უმოქმედობას, მაქსიმალური აქტიურობა, მიწოლა და მიზანსწრაფულობა მოგეთხოვებათ! გაართმევთ თავს?! რა თქმა უნდა გაართმევთ!!!

მამალი

2020 წელი თვენი ძალისა და რესურსების ფხიზელ შეფასებას მოითხოვს. თავზე გადახტომა აღარ გჭირდებათ, ეს შეუძლებელია. არსებობს მიღწევადი მიზნები, არსებობს უახლესი ნაბიჯები რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ. მათზე უნდა კონცენტრირდეთ. დიად მიზნებს ვერ მიაღწევთ რადგან ვირთხას პაწაწინა ფეხები აქვს და ის მის ფეხდაფეხ, პატარ-პატარა ნაბიჯებით მიყოლისკენ მოგიწოდებთ.

ძაღლი

წელს სხვისი დახმარების გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. ვიღაც კეთილი რჩევით დაგეხმარებათ, ვიღაც კი – ფულით. ასეა თუ ისე, შეძლებთ თქვენი მიზნისკენ მცირედით მიახლოებას, ძველი შეცდომების გამოსწორებას და სირთულეებთან გამკლავებას. წელს მარტოხელა მებრძოლის თვისებების გამოვლენა თქვენთვის მომგებიანი არ იქნება!

ღორი

წელი საერთო ჯამში ნორმალური იქნება. უკეთესად ვერ ვიტყვით… ოქრო ციდან არ ჩამოვარდება, მაგრამ, არც მიწა გამოგეცლებათ ფეხქვეშ. გაქვთ შანსი – წარმატებას სხვადასხვა საქმეებში მიაღწიოთ თუმცა დამარცხების შანსიც არ არის პატარა! ასე, რომ ნუ იჩქარებთ, იფიქრეთ და გააანალიზეთ. ოდესმე გინახავთ, როგორი სიფრთხილით მოძრაობს ვირთხა?! თქვენც არ მოგიწევთ ნაკლები წინდახედულების გამოჩენა. აი მაშინ კი ყველაფერი გამოვა!