Connect with us

ჯანმრთელობა

2019 წლის გავრცელებული პრობლემა – ლაიმის დაავადებით სულ უფრო მეტ ადამიანი ინფიცირდება

2019 წელს, უკრაინაში გაჩენილი ტკიპების 20%-ზე მეტს ლაიმის დაავადება გადააქვს. რას გულისხმობს ეს დაავადება, როგორი სიმპტომები აქვს და როგორ იკურნება, ამ ყველაფერს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ.

უკრაინაში ისევ იჩინა თავი ლაიმის დაავადებამ, იგივე ტკიპის ბორელიოზმა. ლვოვის ოლქში, ბოლო დღეებში, დაავადების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის, სამწუხაროდ, ორი ბავშვია. დათბობასთან ერთად ადამიანები მასობრივად მიდიან ბუნებაში დასასვენებლად, იქ კი ტკიპები – ლაიმის დაავადების გადამტანები ხვდებიან.

ფრთხილად, ტკიპები!

ინფიცირებული ტკიპები უკრაინის რამდენიმე ქალაქში აღმოაჩინეს. ამასთან, თუ 2018 წელს ამ საშიში ტკიპების პირველი დაფიქსირება მხოლოდ მარტის ბოლოს მოხდა, 2019 წელს პირველი ტკიპები ლაბორატორიაში უკვე 4 მარტს გადაიგზავნა. 12 სინჯიდან დადებითი 1 აღმოჩნდა. ახლა ეს პროპორცია იცვლება დაავადებული ინდივიდების სასარგებლოდ.

ლაიმის დაავადებას იწვევს სპიროხეტები Borrelia burgdorferi, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ინფიცირებული ტკიპებისგან ხვდება. არსებობს მონაცემები, რომ უკრაინის ზოგიერთ რეგიონში, ტკიპების მთელი პოპულაციის 70%-ია დაინფიცირებული, ამიტომ ლაიმ-ბორელიოზით დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო იქსოდიური ტკიპების ყოველწლიური მონიტორინგი. უკრაინაში ამ დაავადების შემთხვევათა რიცხვით კიევი(500-700) ლიდერობს. მიზეზი – ქალაქში დიდი რაოდენობით ტყეებისა და პარკების არსებობა, ასევე, დაავადების დიაგნოსტირების მაღალი დონეა.

რას წარმოადგენს ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი

ეს დაავადება ყველაზე გავრცელებულია ტკიპებს შორის. რუსეთში ტკიპის ბორელიოზი პირველად 1985 წელს, ხოლო აშშ-ში 1975 წელს გამოვლინდა, როცა ბავშვების ჯგუფს ძველ ლაიმში, კონექტიკუტში, აღენიშნებოდათ უჩვეულო სიმპტომები, რომლებიც ართრიტის სიმპტომებს ჰგავდა. ლაიმის დაავადებას იწვევს ბაქტერია B. burgdorferi(ბორელია), რომლის გადამტანიც სწორედ იქსოდური Ixodes-ს გვარიდან და სპარსული ტკიპებია.

ლაიმის დაავადების სიმპტომები

  • ტიპური გამონაყარი, რომელიც იწყება ტკიპის ნაკბენის ადგილზე წითელი ლაქის გაჩენით. ეს ლაქა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში იზრდება, ქმნის მრგვალ ან ოვალურ ლაქას;
  • ციებ-ცხელება;
  • თავის ტკივილი;
  • გამაგრებული კისერი;
  • სხეულის ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • სახის კუნთების დროებითი პარალიზება (ბელის პარალიზი);
  • გაბუჟება, ტკივილი ან სისუსტე კიდურებში;
  • კუნთების ცუდი მოძრაობა;
  • მეხსიერების დაკარგვა;
  • კონცენტრაციის სირთულე;
  • განწყობის ან ძილის ჩვევების ცვლილებები.

რისკ-ჯგუფები

  • ვინც დიდ დროს ატარებს ტყიან რაიონებში, სადაც ტკიპები ბინადრობენ;
  • ვინც დიდ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე ზაფხულსა და შემოდგომაზე;
  • ლაიმის დაავადების მიმართ მიდრეკილი უფროსები, ბავშვები და მოხუცები.

ლაიმის დაავადების მკურნალობა

აუცილებელია, რომ ამ დაავადებას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდეთ. იგი, დიდი ალბათობით, დანიშნავს ანტიბიოტიკებსა და არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს.

როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან

  1. არ ისეირნოთ დიდი ტყით დაფარულ რაიონებში;
  2. ატარეთ გრძელმკლავიანი მაისურები და გრძელი შარვლები;
  3. გამოიყენეთ ტკიპისგან დამცავი რეპელენტები;
  4. ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი(ასე გაგიმარტივდებათ პარაზიტების შემჩნევა) და კარგად დაითვალიერეთ სხეული ტყეში გასეირნების, მდინარის პირას ან ქალაქგარეთ წასვლის შემდეგ;
  5. თუ ტკიპას იპოვით, მოიცილეთ პინცეტით და დარწმუნდით, რომ შეძელით მისი ამოღება თავიან-ფეხიანად;
  6. მიიღეთ ანტიბიოტიკები ტკიპას კბენიდან 3 დღის განმავლობაში, ასე შეძლებთ ბორელიოზის განვითარების აღკვეთას.

იმედია, ეს დაავადება ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება, თუმცაღა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ მოგვეწოდებინა ინფორმაცია ამ საშიში დაავადების შესახებ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!