Connect with us

მოდა და სტილი

20 ხრიკი, როგორ გავიკეთოთ უნაკლო მანიკური სახლის პირობებში

სახლის პირობებში ლამაზი და დახვეწილი მანიკურის სწრაფად და ადვილად გაკეთება შესაძლებელია. ამაში Alltime.ge–ს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ.

1. ნეილ დიზაინი

ფრჩხილის დიზაინის გასაკეთებლად გამჭვირვალე მასალა დაგჭირდებათ, მაგალითად პარკი ან რაღაც მსგავსი. პატარა ნაჭერი მოჭერით და ფრჩხილზე მჭიდროდ დაიმაგრეთ. ახლა სასურველი ხაზები, ზოლები ან გრაფიკა ფრჩხილის ლაქით დახატეთ. ასე ათივე თითზე გაიმეორეთ. შემდეგ მიღებულ ფირფიტებს მთელი ღამე გაშრობა აცადეთ. დილით მზა 10 ტიფსი გექნებათ. ისღა დაგრჩენიათ ფრჩხილზე ბაზური ლაქი წაისვათ, ტიფსი დაიმაგროთ და ტოპ ლაქით დააფიქსიროთ.

2. უსაფრთხოება

თუ ფრჩხილის ლაქი იატაკზე ან მაგიდაზე დაგეღვარათ, სასწრაფოდ შაქარი მოაყარეთ და მშრალი სალფეთქით ან პირსახოცით გადაწმინდეთ.

3. გამძლე ფრჩხილის ლაქის მოშორება

მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ შილაკი ან გელლაქი, რომელთაც აპარატით ნათურის ქვეშ აშრობენ, არამედ ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქი, რომლის მოშორებაც რთულია. პროცესის გასამარტივებლად ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელ სითხეს საკვები სოდა დაუმატეთ. ეფექტი მოლოდინს გადააჭარბებს.

4. ფიქსირება

ფრჩხილის ლაქის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ თმის ლაქი გამოიყენოთ. ის ისეთივე ეფექტურია, როგორც საშრობი.

5. ფრჩხილის შემოკეთება

თუ ფრჩხილი გაგიტყდათ ან დაგებზარათ, სუპერწებო გამოიყენოთ. შემდეგ ქლიბით გაიპრიალეთ. ასე ცოტა ხნით ფრჩხილის სიგრძეს შეინარჩუნებთ.

6. სუპერ წმენდა

ძველი ლაქის მოშორების მცდელობისას ფრჩხილები ბამბის დისკებით რომ არ გახეხოთ, მარტივ ხრიკს გირჩევთ. პატარა ქილა ბამბით გაავსეთ და ლაქის მოსაშორებელი სითხე ჩაასხით. შემდეგ ლაქიანი ფრჩხილი მასში მოათავსეთ და თითი წრიულად ატრიალეთ. ფრჩხილის ლაქი სწრაფად და უკვალოდ გაქრება.

7. გლუვი ფრჩხილის ლაქი

სპეციალური გლუვი ფრჩხილის ლაქის შეძენაზე ბევრი ფული რომ არ დახარჯოთ, გამჭვირვალე ლაქს ცოტა სახამებელი დაუმატეთ. ასე გლუვი ზედაპირი გარანტირებულია.

8. ორიგინალური ბზინები

თუ ფიქრობთ, რომ ბზინავი ფრჩხილის ლაქი ზედმეტად ვულგარულია, მაგრამ უფრო დახვეწილი ვარიანტი მოგწონთ, ასე მოიქეცით: ფრჩხილზე გამჭვირვალე ლაქი წაისვით და ზემოდან ფუნჯით ოქროსფერი თვალის ჩრდილი დააყარეთ. ჩრდილის მიკრონაწილები ფრჩხილზე მსუბუქ დაუდევრობას შექმნის, რაც მანიკურს კიდევ უფრო ელეგანტურს გახდის.

9. შაბლონი

ვარსკვლავები, ყვავილები და გულები ან სხვა ნიმუში ფრჩხილზე ლამაზად რომ დაიტანოთ, მღებავის სკოჩით შაბლონი გამოჭერით. მუყაოს ან სხვა ბრტყელ ზედაპირს დააკარით და დანით საჭირო შაბლონი გამოჭერით. ახლა ფრჩხილზე დაიდეთ და მანიკურს იდეალურად წაისვამთ.

10. წერტილოვანი მანიკური

თუ გსურთ ფრჩხილზე იდეალური, ერთნაირი ზომის წერტილები დასვათ, მაგრამ ნემსით ან კბილის ჩხირით ამას ვერ აკეთებთ, სუნთქვადი ფირფიტები გამოიყენეთ. მის კიდეებს ერთი და იმავე ზომის ნახვრეტები აქვს. ფრჩხილზე დაიმაგრეთ, ლაქი წაისვით, გააშრეთ და შემდეგ ფირფიტა მოიშორეთ.

11. ფრენჩი

მრგვალი შესაფუთი სკოჩი – შესანიშნავი შაბლონი ფრენჩის წასასმელად. ამ ხრიკის წყალობით სახლის პირობებში იდეალურ მანიკურს გაიკეთებთ.

12. ომბრე

მოდური სტილი მანიკურში – ფუძიდან კუთხეებისკენ გარდამავალი ფერები. ამისთვის ჩრდილების რეტუშირების სპონჟი გამოიყენეთ. ჯერ საბაზისო ფენა წაისვით, გააშრეთ, შემდეგ ჩრდილები წაისვით, სპონჟი ფრჩხილს ოდნავ დააჭირეთ, ზემოდან საშრობი ან ბაზა წაუსვით.

13. გელლაქის მოშორება

გულწრფელად გირჩევთ, რომ შილაკი ან გელლაქი სახლის პირობებში არ მოიშოროთ. ასე შეიძლება ფრჩხილები დააზიანოთ. თუმცა გამოუვალ სიტუაციაში ასე მოიქეცით: ბამბის დისკი აცეტონით დაასველეთ, თითოეულ ფრჩხილზე დაიდეთ, ფოლგა შემოიხვიეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. დარბილებული შილაკი ხის ჩხირით მოიშორეთ. ფრჩხილები გაიქლიბეთ და ზეითუნის ზეთი წაისვით.

14. არტობიექტი

სრულიად აუცილებელი არაა, რომ ფრჩხილებზე ნახატების წასმა ლაქით ივარჯიშოთ. ამისთვის თხელი მარკერი გამოიყენეთ.

15. სუფთა ხელები

მანიკურის წასმისას კუტიკულა და ფრჩხილის გვერდები რომ არ დასვაროთ, წებო PVA გამოიყენეთ. წებო წაისვით და გაშრობა აცადეთ. მანიკურის წასმის შემდეგ წებო ფირივით მოაშორეთ. თქვენი თითები სუფთა დარჩება.

16. ფრჩხილების გათეთრება

1 ნაწილი წყალბადის ზეჟანგი და 2 ნაწილი სოდა აურიეთ. ნარევი 10 წუთით ფრჩხილებზე წაისვით. ასე ფრჩხილების სიყვითლეს მოიშორებთ.

17. უზადო მანიკური

თუ მზად არ ხართ, ყოველდღე ფერადი მანიკური ატაროთ, მაგრამ ამ საღამოს წვეულებაზე ბრწყინვა გსურთ, საბაზისო ფენად წებო PVA გამოიყენეთ. ამ ხრიკით ღამით ლაქის მოშორებას მარტივად შეძლებთ.

18. ლამაზად წასმული მანიკური

მარტივი სქემა ფრჩხილის ლაქის სწორად წასასმელად: ლაქის წვეთი ფრჩხილის ცენტრიდან ჯერ კუტიკულისკენ შემდეგ კუთხეებისკენ გადაანაწილეთ. ბოლოს ტოპ ზედა ფენა წაისვით. უნაკლო მანიკური სახლის პირობებში მზადაა!

19. კუტიკულას გაწმენდა

თუ მანიკურის გაკეთებისას ლაქით კუტიკულაზე გადახვედით, სკოჩი დაგეხმარებათ. დასვრილ ადგილას სკოჩი დაიმაგრეთ და სწრაფად აიძვრეთ. ფრჩხილის ლაქი უკვალოდ გაქრება.

20. ლაქის სწრაფად გაშრობა

ნებისმიერი საფარი რამენიმე წუთში გაშრება, თუ თითებს ძალიან ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადებთ.