Connect with us

ჯანმრთელობა

20 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმში პარაზიტები ბინადრობენ

პარაზიტული ჭიები, იგივე ჰელმინტები, ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, როგორც ცოცხალი ბუნების ნაწილი. ეს ნორმალურია, ადამიანს მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლია. თუმცა, ეს მხოლოდ იქამდე გრძელდება, სანამ ჭიები ორგანიზმში არ მოხვდებიან და იწყებენ გამრავლებას, იწვევენ სხვადასხვა დაავადებას. ეს შეიძლება ყველაზე ჯანმრთელ ადამიანსაც კი მოუვიდეს, თუ პირადი ჰიგიენის წესებს, საკვებისა და სასმლის მომზადებისა და გამოყენების ტექნოლოგიას დაარღვევს.

წარმოგიდგენთ პარაზიტებით დაინფიცირების სიმპტომებს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მათგანი სხვა დაავადების სიმპტომსაც ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია გულმოდგინე გამოკვლევა.

ჭიები ორგანიზმში (სიმპტომები)

1. თავის ტკივილი;

2. ტკივილი კუნთებსა და სახსრებში;

3. მუცლის ტკივილი;

4. ტკივილი მკერდის არეში;

5. მშფოთვარე ძილი;

6. კბილების კრაჭუნი (შეიძლება დილით ყბები გტკიოდეთ, რაც სანდო ნიშანია იმისა, რომ ძილში კბილებს აკრაჭუნებთ);

7. წონაში კლება (თუ სრულყოფილად იკვებებით, არ იცავთ დიეტას და მაინც ხდებით, არაა გამორიცხული, რომ წვრილ ნაწლავში საკვებ ნივთიერებებს პარაზიტები იტაცებენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი სისხლში მოხვდება და ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო ნუტრიენტებით);

8. ანემია (პარაზიტული ჭიები, ნაწლავების კედლის სიმთელის დარღვევით, იწვევს სისხლის სერიოზულ დანაკარგს(ხშირად, ფარულს), რაც ანემიას ან რკინის დეფიციტს გამოიწვევს);

9. ღრძილებიდან სისხლდენა;

10. ხველა;

11. კანის დაავადებები (ნებისმიერი ხასიათის შეიძლება იყოს: ეკზემა, გამონაყარი, დერმატიტი, წყლულები, ფერიმჭამელები);

12. თვალების დაავადება;

13. ყაბზობა;

14. საჭმლის მონელების პრობლემები (ვლინდება მუცლის შებერილობით, მეტეორიზმით, ყაბზობით ან დიარეით, სპაზმებით ან ბლაგვი ტკივილებით).

15. საკვები ალერგია;

16. ნაწლავების გაუვალობა;

17. წვრილი ან მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესები (ჰელმინტები აქვეითებს ნაწლავების ლორწოვანი გარსის ადგილობრივ იმუნიტეტს, რაც პათოლოგიური პროცესების მთავარი მიზეზია);

18. გულისრევა და ღებინება;

19. სწრაფი დაღლა და ქრონიკული დაღლილობა;

20. გაღიზიანებადობა და ნერვოზულობა.

როგორც ხედავთ, ამ უსიამოვნებას უამრავი სიმპტომი აქვს. ამასთან, ისინი სხვა დაავადებისთვისაც დამახასიათებელია. ადამიანის მისიაა – დაიცვას პირადი ჰიგიენა და არ დაუშვას ორგანიზმში ჰელმინტების მოხვედრა, რომ არაფერი ვთქვათ მათ გამრავლებაზე. ელემენტერული წესებიდან: დაიბანეთ ხელები ტუალეტიდან გამოსვლამდე, ცხოველების მოფერების შემდეგ და ჭამამდე, აადუღეთ და გააგრილეთ სასმელი წყალი.