ჯანმრთელობა
2 ტიბეტური რეცეპტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა ტიბეტური გზით. ალბათ, ხალხური რეცეპტების მოყვარულებმა ტიბეტური ახალგაზრდობის რეცეპტების შესახებ იციან. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეცეპტები სადღაც ტიბეტის მთებში, ძველი მონასტრის გათხრების დროს იპოვეს. დამარწმუნებელი არაა ფაქტი, რომ ჩანაწერი თიხის ქოთნის ნატეხზე იპოვეს. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ ბერები მსგავს ჩანაწერებს არ აკეთებდნენ. თანამედროვე ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის ახალგაზრდობის ელექსირის ავტორი, ტიბეტელი ბერი თუ ქართველი. მთავარია, როგორ მოქმედებს ორგანიზმზე.
ელექსირის შემადგენლობა
„ტიბეტური ახალგაზრდობის ელექსირის“ საფუძველი ნივრის ნაყენია. ნივრის სამკურნალო თვისებების შესახებ ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იციან, ფარმაკოლოგების მიერ შესწავლილია. ექიმები ნიორს რეკომენდაციას უწევენ ავადმყოფობის გადატანის შემდეგ იმუნიტეტის აღსადგენად, რესპირატორული ინფექციების და გრიპის პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებად.
ნივრის აქტიური ნაერთები
- ეთერზეთები
- ფიტონციდები
- კეტომჟავა
- ფრუქტოზა
- ამიაკი
- სახამებელი
- ვიტამინები B, C, D, PP
- მიკროელემენტები (ნატრიუმი, კალციუმი, გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, იოდი)
ეთერზეთი შეიცავს ალიცინს, რომელსაც ძლიერი ბაქტერიციდული ეფექტი აქვს (პათოგენებს ანადგურებს). დამტკიცებულია, რომ ოქროსფერ სტაფილოკოკს, რომელიც ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეა, ანადგურებს.
ნივრის სამკურნალო თვისებები
ტიბეტური ახალგაზრდობის რეცეპტი ნივრის ყველა სამკურნალო თვისებას ფლობს:
- ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება;
- კარგი ანტისეპტიკური საშუალება;
- ანთების გაქრობა;
- ზომიერი ამოსახველებელი საშუალება;
- არტერიული წნევის შემცირება;
- ღვიძლის ფუნქციების რეგულირება ქოლესტერინის წარმოებისთვის (ანტიათეროსკლეროზული);
- შარდვის სტიმულატორი (შარდმდენი);
- კაცებში პოტენციალს ზრდის;
- ანტიოქსიდანტური ბრძოლა მჟანგავების წინააღმდეგ;
- კუჭის წვენის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლის წარმოების სტიმულირება;
- ნაწლავების მოძრაობის გააქტიურება;
- გულისცემის შემცირება;
- პერიფერიული და კორონარული სისხლძარღვების გაფართოება;
იძლევა თუ არა ტიბეტური ახალგაზრდობის რეცეპტი რეალურ შედეგს, საიმედო ინფორმაცია არ არსებობს. მისი მასშტაბური მოქმედებით შეგვიძლია ადამიანის ზოგადი გამოჯანმრთელება ვივარაუდოთ, რაც ნებისმიერ ადამიანში დადებით ემოციებს და გაზრდილ აქტივობას გამოიწვევს.
ნაყენის მომზადება
ტიბეტური ელექსირის მოსამზადებლად 350 გრ ნიორი გაასუფთავეთ, ჯერ დანით დააქუცმაცეთ, შემდეგ ხის ან ემალის თასში გადაიტანეთ და კარგად დასრისეთ, ხის ან კერამიკის სანაყით დანაყეთ, სანამ წვენი არ გამოვა. შემდეგ 200 გრ დასრესილი მასა ძირიდან აწონეთ (სადაც მეტი წვენია), მუქ მინის ქილაში გადაიტანეთ და გაუზავებელი 200 მლ სპირტი დაასხით. რეკომენდებულია, ოდნავ შეათბოთ.
ქილას ხუფი მჭიდროდ დაახურეთ და 10 დღე არა მაცივარში, არამედ გრილ ადგილას შეინახეთ. ამის შემდეგ მარლაში გადაწურეთ და კიდევ 3 დღე დააყენეთ. ახლა მოსახმარებლად მზადაა.
რჩევები ნივრის ასარჩევად
მაღაზიაში ნაყიდი ნებისმიერი ნიორი ნაყენის მოსამზადებლად არ გამოგადგებათ.
- სამკურნალოდ აუცილებლად ახალი ნიორი, მსხვილი კბილებით გამოიყენეთ. შენახვიდან 4 თვეში ნივრის თვისებები 2–ჯერ მცირდება, ხოლო გასული წყლის ნიორში მხოლოდ გემო რჩება.
- ნივრის დაყენება ახალ მთვარეზე დაიწყეთ და სავსე მთვარეზე დაასრულეთ.
- მზა ტიბეტური ნაყენი შეგიძლიათ დიდხანს შეინახოთ. დამტკიცებულია, რომ 2 წლის შემდეგ წარმოიქმნება დამატებითი ფერმენტები ანტისიმსივნური თვისებებით და ნაყენის მოქმედება ძლიერდება.
ნივრის ნაყენის ჩვენებები
ხალხური მკურნალების რეკომენდაციების თანახმად, ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- ათეროსკლეროზის, თავის ტკივილის სამკურნალოდ;
- ჰიპერტონიკებმა არტერიული წნევის შესამცირებლად;
- ანთების საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტულ საშუალებად (ჭიების დროს);
- დამცავი ძალების გასაზრდელად;
- პოტენციის აღსადგენად;
- პროსტატის სამკურნალოდ;
- მხედველობის აღსადგენად;
ვისთვის არის უკუჩვენებული ტიბეტური ნაყენი
ტიბეტური ნივრის ნაყენის გამოყენებას უკუჩვენებები აქვს. რეკომენდებული არაა:
- 12 წლამდე ბავშვებისთვის
- ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
- ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს
- მწვავე გასტრიტის, ენტეროკოლიტის, პანკრეატიტის, ჰეპატიტის დროს
- ცისტიტის ნიშნების და თირკმლის დაავადების გამწვავების დროს
- წინამდებარე ჯირკვლების ადენომას დროს
- ბუასილის გამწვავებისას
ზოგადი უკუჩვენება: ნივრის და სპირტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
ზოგიერთი თავისებურება
ექიმბაშები ამბობენ, რომ ელექსირის მიღებას თან ახლავს კანის ქავილი, თავში სიცხის შეგრძნება, მარჯვენა ნეკნქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნება. ამას მთელი ორგანიზმის, სისხლძარღვების და ღვიძლის „წმენდით“ ხსნიან.
რეკომენდაცია! ნებისმიერი უსიამოვნო სიმპტომის გამოვლენისას არ მოითმინოთ და ალერგიას არ დაელოდოთ, არამედ მიღება შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ.
გამაახალგაზრდავებელი ნაყენის მიღების სქემა
ზოგადი სქემა რთული დასამახსოვრებელი არაა, უფრო მეტი სიზუსტისთვის კალენდარზე რიცხვები მონიშნეთ. ნაყენი მხოლოდ ¼ ჭიქა რძესთან ერთად, საუზმის, სადილის და ვახშმის მიღებამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.
პირველ დღეს საუზმის წინ 1 წვეთით დაიწყეთ, სადილზე – 2, ვახშამზე – 3, მეორე დილით საუზმეზე – 4 და ა.შ. – ყოველ მიღებაზე თითო წვეთით გაზარდეთ. მე-5 დღის ბოლოს 15 წვეთამდე ახვალთ. მე-6 დილიდან თითო წვეთით შემცირება დაიწყეთ. მე-11 დღიდან დღეში 3-ჯერ 25 წვეთის დალევა დაიწყეთ, სანამ ნაყენი არ დამთავრდება.
გამაახალგაზრდავებელი კურსი 2 წელიწადში ერთხელ გაიმეორეთ.
კიდევ ერთი ტიბეტური ახალგაზრდობის რეცეპტი
ბალახების ჩაის მოყვარულებს სამკურნალო მცენარით გაახალგაზრდავებას ვთავაზობთ. ბალახები შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან დამოუკიდებლად მოამზადოთ, სამკურნალო მცენარეების შეგროვების და გახმობის ყველა წესი დაიცავით.
ამ რეცეპტში გამოიყენება გვირილას, კრაზანას, უკვდავას და არყის კვირტების ნარევი. ხმელი მასალა თანაბარი პროპორციით (თითო 100 გრ) აიღეთ და მინის ქილაში აურიეთ.
ჩაის მოდუღებამდე 1 ს/კ ნარევი ყავის საფქვავში დაფქვით. სჯობს 0,5 ლ წყალი თერმოსში ჩაასხათ და 20 წუთით დააყენოთ.
ბალახების ნახარშის მიღება
ამ შემთხვევაში მიღების სქემა ასეთია:
- ნახარში 2 ნაწილად გაყავით. 1 ჭიქა თბილი ნახარში დილით, საუზმის მიღებამდე დალიეთ, მეორე – ძილის წინ.
- 1 ჩ/კ თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ.
- საღამოს ნახარში დალევის შემდეგ წახემსება დაუშვებელია.
ბალახების ნარევით მკურნალობის კურსი გააგრძელეთ, სანამ ხმელი ნარევი არ დამთავრდება. 1 კვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. ასე 3 თვე გააგრძელეთ.
სრული კურსი 5 წლის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
უკუჩვენებად ითვლება შერჩეულ ბალახებზე ალერგიული რეაქცია ქავილის, გამონაყარის, სახის შეშუპების სახით. მსგავსი გამოვლენისას ჩაის დალევა შეწყვიტეთ.
ტიბეტელი ბერების მიმდევრებმა და ნივრით და ბალახების ნარევით გაახალგაზრდავების მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩინური მედიცინის ნებისმიერი სამკურნალო მოქმედება მოითხოვს დიეტის დაცვას, ცხოვრების ფილოსოფიურ გადახედვას, მედიტაციას და ფიზიკურ ვარჯიშებს „გამწმენდი“ სუნთქვით.