Connect with us

სხვა

2 ხერხი თეთრეულისა და პერანგების სიქათქათისთვის

სამოსის თეთრი ფერი  არა მარტო არისტოკრატიულობზე, არამედ წესრიგსა და პეწზეც მიგვანიშნებს, თუმცა სამწუხაროდ თეთრი ნივთების მოვლა ძალიან რთულია. ისინი ბევრ დროსა და ყურადღებას მოითხოვენ და გარეცხვასთან ერთად სიქათქათესაც კარგავენ, რომლის დაბრუნებაც ძალიან ძნელია! ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში: არსებობს 2 ხერხი, რომლებიც თქვენი საყვარელი თეთრი ნივთების ექსპლუატაციის დროს გაახანგრძლივებენ!

ვარიანიტი ნომერი 1

250 მილიგრამ თბილ წყალში საკვები სოდა ჩაყარეთ. მოამზადეთ ერთგვარი თხევადი ფაფა. გაპოხეთ ამ ნაზავით თქვენი გაჭუჭყიანებული თეთრი ნივთები და მთელი ღამით დატოვეთ. დილით გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.

თუ ძლიერად გაყვითლებული ლაქები აქვთ – ხსნარს საკვები მარილი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. გააგრილეთ და თეთრეული მასში კიდევ ერთხელ ჩაალბეთ.

ვარიანტი ნომერი 2

გახსენით 5 აბი ასპირინი წყალში და ჭუჭყიანი ტანსაცმელი 15 წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ გარეცხეთ ჩვეულბისამებრ.

შეგიძლიათ ასპირინი ჩვეულებრივ სარეცხ ფხვნილსაც დაუმატოთ სარეცხი მანქანის უჯრაში.

თუ თეთრი ნივთები სიახლე კარგავენ, მათ მოშორებას ნუ ჩქარობთ! რისი გაკეთება შეიძლება? აადუღეთ თეთრეული ლიმონიან წყალში (ან მასში გახსნილ ლიმონმჟავაში) და დატოვეთ 15 – 20 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ჩვეული ხერხით.

დღეს სარეცხის გამოხარშვის ხერხს ცოტა თუ მიმართავს. შეგიძლიათ სარეცხი მანქანის უჯრაში ძმარი ჩაამატოთ. ამგვარად შეძლებთ საყვარელ სამოსს პირველყოფილი სითეთრე დაუბრუნოთ და ის თქვენ კიდევ უფრო ხანგრძლივი დროის მოგემსახურებათ!