საკითხავი
2 სპილო ერთმანეთს სამუდამოდ ემშვიდობება. მრავლისმეტყველი ფოტო ძალიან დიდი შინაარსით
დადგება ოდესმე დრო, როდესაც ბრაკონიერები შეწყვეტენ სპილოებზე ნადირობას, ბიზნესმენები კი მათ ზოოპარკში გამომწყვდევას? მათ ხომ საშინელების ატანა უხდებათ ჩვენს დროში.
სპილოები ვერ ურთიერთობენ თანატოლებთან, დროს შეზღუდულ სივრცეში ატარებენ, ვერ ჭამენ ხის ფოთლებს, ვერ ბანაობენ ტბებში…
სპილო, შესაძლოა, მეორე სპილოსთან ერთად მოათავსონ, თუმცა, ბოლოს და ბოლოს რომელიღაც მოკვდება ან სხვა ზოოპარკში მოხვდება. არსებობენ ისეთი სპილოებიც, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ მარტოობაში.
ცოტა ხნის წინ, ერთ ესპანურ ზოოპარკში მდედრი სპილო, ფლავია მოკვდა. მან 47 წელი გამოკეტილმა იცხოვრა, მათ შორის 43 კი მარტოობაში გაატარა. ფლავიას დეპრესია აწუხებდა.
ინდოელი სპილო მშობლებს 3 წლის ასაკში დააშორეს.
მას შემდეგ, ფლავია ესპანურ ზოოპარკში, სრულ მარტოობაში ცხოვრობდა და თავისი სახეობის არც ერთ სხვა წარმომადგენელთან არ ჰქონდა ურთიერთობა.
ქსელში ხშირად ჩნდებოდა ფლავიას ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანდა, როგორ დახეტიალობდა იგი ვოლიერში, ადამიანის მსგავსად თავდახრილი და მოწყენილი.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა რამდენჯერმე სცადეს ფლავიას გადაყვანა, რათა მას შეძლებოდა სხვა სპილოებთან ურთიერთობა, თუმცა, წარმატების მიღწევა დროულად ვერ შეძლეს.
სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გაჩნდა ფოტო, რომელმაც მაშინვე მსოფლიო მოიცვა. სურათი მომხმარებელმა ნიკით Soumya Vidyadhar გააზიარა.
მასზე ხედავთ ორი სპილოს მგრძნობიარე გამომშვიდობებას მანამ, სანამ მათ სხვადასხვა ზოოპარკში გადაიყვანენ და ერთმანეთს სამუდამოდ დააშორებენ.
სპილოებს გადაშენება ემუქრებათ. ყოველ 15 წუთში ბრაკონიერები შავ კონტინენტზე ერთ სპილოს კლავენ.
თუ ხმელეთის ყველაზე დიდი არსების ამოხოცვა ასეთი ტემპებით გაგრძელდება, 2025 წლისათვის აფრიკულ სავანებში არც ერთი სპილო აღარ დარჩება.
ტანზანიამ, მაგალითად, ბოლო 3 წელიწადში მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები სპილოების ნახევარი დაკარგა. 2009 წელს ამ აფრიკულ ქვეყანაში, სხვადასხვა შეფასებით, 70-80 ათასამდე სპილო ცხოვრობდა, ახლა – ორჯერ ნაკლები.
იმედია, ადამიანები დაფიქრდებიან და შეწყვეტენ სპილოების განადგურებას… კარგი იქნებოდა, აქედან რამის შეცვლა რომ შეგვეძლოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემის შესახებ?