Connect with us

ჯანმრთელობა

18 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ ავოკადო ყოველდღე

უდაოდ, ავოკადო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია მთელ პლანეტაზე. ეს ხილი მკვებავი ნივთიერებების ნამდვილი საწყობია. გარდა ამისა, ავოკადო იმდენად უნივერსალურია, რომ შეგიძლიათ სხვა პროდუქტებთან ერთად მიირთვათ, მაგალითად, სალათებში ან დესერტებში.

რიგი კვლევები ჯანმრთელობისთვის ავოკადოს რეგულარული მოხმარების გასაოცარ უპირატესობას ადასტურებს. აი. 18 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ავოკადო ყოველდღე.

1. ჯანსაღი ცხიმების უხვი შემცველობა

ეს ცხიმები გულის შეტევის და ინსულტის რისკის, ასევე სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.

2. სისხლის წნევის კონტროლი

ავოკადო კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს, რომელიც მნიშვნელოვანი მინერალია ორგანიზმში ნატრიუმის ზემოქმედების შესამცირებლად. ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემების მიხედვით, კალიუმის ეს ბუნებრივი წყარო არტერიული წნევის გასაკონტროლებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობას ხელს უწყობს

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები გირჩევენ: ავოკადო მენიუში რეგულარულად ჩართვა იმას ნიშნავს, რომ ცუდი ქოლესტერინის დონე მცირდება და გულის ჯანმრთელობა უმჯობესდება.

4. სისხლში ტრიგლიცერიდებს ამცირებს.

5. საერთო ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

6. ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

7. კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის.

8. მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია.

ავოკადო მკვებავი ნივთიერებების ფართო სპექტრს შეიცავს, მათ შორის 20-ზე მეტ მინერალსა და ვიტამინს:

  • C ვიტამინი – 33%
  • E ვიტამინი – 21%
  • B6 ვიტამინი – 26%
  • K ვიტამინი – 53%
  • სპილენძი – 19%
  • ფოლიუმის მჟავა – 41%
  • კალიუმი – 28%
  • პანთოტენორუ მჟავა – 28%

9. მკვებავი ნივთიერებების შეწოვას აუმჯობესებს.

10. ანტიოქსიდანტების ათვისებას აუმჯობესებს.

ნახევარი ავოკადო სტაფილოს, სალათის ფურცლების და ისპანახის შემცველ სალათს დაუმატეთ. ასე ამ ბოსტნეულებში შემავალი ანტიოქსიდანტების ათვისებას გააუმჯობესებთ. სხვა სიტყვებით, თქვენ 8,3-ჯერ უფრო მეტ ალტა-კაროტინს, 13,6-ჯერ უფრო მეტ ბეტა-კაროტინს და 4,3-ჯერ უფრო მეტ ლუტეინს შთანთქავთ.

11. დიაბეტისგან გიცავთ

ეს ხილი სისხლში შაქრის დონის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანია, ასე დიაბეტის განვითარების რისკს მინიმუმამდე შეამცირებთ.

12. ტკივილს აყუჩებს

ავოკადოს ექსტრაქტი ართრიტის (ოსტეოართრიტი) სიმპტომების შესამცირებლად სასარგებლოა. მას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რომელიც ანთებით გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს.

13. ანთებას ამცირებს

რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ქრონიკული ანთება უმეტესობა თანამედროვე დაავადებების, მათ შორის ალერგიის, ალცჰაიმერის დაავადების, ასთმის, გულის დაავადების და სიმსივნის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ავოკადოში შემავალი ოლეინის მჟავა ანთებას ეფექტურად ამცირებს.

14. თვალის ჯანმრთელობას აუმჯობესებს

თვალის დისტროფია სიბრმავის გავრცელებული მიზეზია აშშ-ში. ავოკადოში შემავალი ორი ძლიერი ანტიოქსიდანტი, ზეაქსანტინი და ლუტეინი, ამ მდგომარეობის სამკურნალოდ წარმოუდგენლად სასარგებლოა. სინამდვილეში, ავოკადო ხილებს შორის ლუტეინის საუკეთესო წყაროდ ითვლება.

15. დიეტის კარგი დანამატი ორსულებისთვის

B6 ვიტამინი ჩანასახოვანი ქსოვილისა და ტვინის ზრდისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავა ორსულობის ადრეულ სტადიაზე ნაყოფის ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელია. ეს დილის უსიამოვნების შემცირებაშიც დაგეხმარებათ.

16. სიმსივნისგან დაგიცავთ

რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ ავოკადო შეიძლება სიმსივნესთან ბრძოლაში დაგეხმაროთ. ავოკადოს ექსტრაქტმა შეიძლება პროსტატის სიმსივნის უჯრედების ზრდა შეაფერხოს. ასევე ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს ამცირებს.

17. ჯანსაღი ძვლები

ავოკადოს რეგულარული მიღება ძვლებს აძლიერებს.

18. განწყობას შეგმატებთ

ვიტამინების და მინერალების, კერძოდ ფოლიუმის მჟავის და კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ავოკადო განწყობის გასაუმჯობესებლად ძალიან სასარგებლოა. რიგი კვლევები დეპრესიასა და კალიუმის დაბალ დონეს შორის კავშირს აჩვენებს. ფოლიუმის მჟავა დეპრესის სიმპტომების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.