Connect with us

თავის მოვლა

15 ტუჩის ფანქარი ნებისმიერი გემოვნებისთვის

ამ ზამთარს ტუჩის ფანქრები ისევ ტრენდულია და მაკიჟში მას აქტიურად იყენებენ, ამიტომ ამ სტატიაში ტუჩის 15 საუკეთესო ფანქარზე ვისაუბრებთ.

True Lips ელფერი 04, Pupa Milano

საკულტო ფანქარი Pupa Milano-სგან, მას ნებისმიერი ვიზაჟისტის ქეისში შეხვდებით. მარკამ ლამაზი, სწორი ფერები შექმნა როგორც ბუნებრივი ასევე მკვეთრი მაკიაჟისთვისაც. ფანქარს ნაზი, რბილი ტექსტურა აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა ფერი მშრალ ტუჩზეც მარტივად გადანაწილდეს. ასევე აღსანიშნავია ფანქრის გამძლეობაც.

Oh! My Lips Matt Lip Kit, Eveline Cosmetics

Eveline Cosmetics-ი ფანქარს გლუვ ტუჩსაცხთან ერთად ყიდიან, შესაბამისად ტუჩსაცხის მოძიება აღარ დაგჭირდებათ. ორივე საშუალება საკმაოდ გამძლეა და რამდენიმე საათის განმავლობაში ნარჩუნდება ტუჩზე.

Le Grand Volume ფერი 02, Vivienne Sabo

ძალიან გვიყვარს გელისებური ფანქრები თვალისთვის და აღოჩნდა რომ არც ტუჩის გელისებურ ფანქარზე ვამბობთ უარს… Vivienne Sabo-მ შესანიშნავი ფორმულა გამოიყენა რომლის წყალობითაც საშუალება რბილად და მარტივად ნაწილდება და სწრაფად ფიქსირდება ტუჩზე. ეს ფანქარი მხოლოდ კონტურის სახით უნდა გამოიყენოთ რადგან ტუჩის მთლიან ზედაპირზე დატანისას შესაძლოა სიმშრალე გამოიწვიოს.

Classic Lipliner ფერი Nude Rose, Stellary

თუ კლასიკურიფანქრები მოგწონთ რომლებიც ოდნავ უფრო მკვეთღები არიას, ეს ფანქარი საუკეთესო ვარიანტია. ის მოსახერხებელი ზომის არის და თავსახური მჭიდროს ეხურება რაც მისგან რაიმეს დასვრას გამორცხავს. ამ მარკას დიდი ფერთა პალიტრა აქვს და თქვენთვის შესაფერისს მარტივად აარჩევთ.

Sexy Contour Lip Liner ფერი First Date, Romanovamakeup

ამ ფანქარს მოსახერხებელი ფუნჯი აქვს, რომლის მეშვეობითაც კონტურზე საშუალებას უპრობლემოდ დაიტანთ. ფანქარი ძალიან რბილი, კრემისებური და იდეალურია, სწრაფად ფიქსირდება ტუჩზე და დიდხანს ნარჩუნდება.

Colour Elixir ფერი 14, Max Factor

Max Factor-ის ფანქრები პპულარობით სარგებლობენ და ახლა გვესმის რატომაც – ისინი მართლაც რომ შესანიშნავად უმკლავდებიან თავიანთ ამოცანას. აქვთ არაცხიმოვანი სტრუქტურა, ზომიერად რბილია და შესაბამისად იოლია მათი დატანაც, ძალიან სწრაფად ხდება მათი ფიქსაცია და ტუჩებსაც არ აშრობენ.

Precision Lip Liner ფერი Hyeres, Nars

გიყვართ 90-იანების მაკიაჟის სტილი, კიმ კარდაშიანის მსგავსად? მაშინ ეს ფანქარი თქვენთვის არის! ძალიან პიგნებტირბული ყავისფერი. შესანიშნავად გამოიყურება თვალის კონტასტულ მაკიაჟთან. ზომიერად რბილი, იოლად დაიტანება და კარგად ძლებს, არ აშრობს ტუჩებს.

Color Sensational Mechanical Liner ფერი Nude Whisper, Maybelline

მექანიკური ფანქრის მოყვარულთათვის ეს არაჩვეულებრივი ვარიანტი გვაქვს. რბილი ტექსტურა, კანზე უპრობლემოდ მოსრიალე ფანქარი – თუნდაც მშრალი ტუჩები გქონდეთ. მიუხედავად მატყუარა კრემისებური კონსისტენციისა ის სწრაფად შრება.

Lip Pencil ფერი Subculture, MAC

5 წლის წინა ვერცერთ ვიდეოს ნახავდით იუთუბზე ამ ფანქრის რეკლამის გარეშე. ალბათ გაინტერესებთ თუ რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?! ის თქვენი ტუჩის რეალურ ფერს თითქმის ზედმიწევნით იმეორებს. ზომიერად რბილი ტექსტურა მარტივად დატანადია და ტუჩზე არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Plumping Lip Liner ფერი 020, Catrice

კიდევ ერთი მექანიკური ფანქარი ჩვენს ნაკრებში, რომელიც სიგიჟემდე მოგვწონს. მისი ტექსტურა ცხიმოვანი არ არის და მაინც რბილად და ნაზად ნაწილდება ტუჩზე. მისი პიგმენტაცია ფენომენალურია, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, საკმაოდ მყარად ფიქსირდება ტუჩზე.

Soft & Precise Lip Pencil ფერი 03, essence

essence დიდი ხანია ხარისხიანი ტუჩის ფანქრებით გვამარაგებს, კონკრეტულად კი Soft & Precise ხაზით რომელიც სასიამოვნო, ბარხატისებური გლუვი ფანქრებით გამოირჩევა. მათი გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება ტუჩსაცხის მსგავსად გამოყენება – სიმშრალე ფაქტიურად არ გემუქრებათ.

Crayon Levres ფერი Nude Beige, Clarins

თუ ტუჩის სიმშრალე ხშირად გაწუხებთ ეს ფანქარი გამოსცადეთ – მის შემადგენლობაში ჟჟბას ზეთი შედის და შესაბამისად ტუჩზე მარტივად ნაწილდება და არც ტუჩს აშრობს. ის იდელაურად ერწყმის ტუჩის ფერს და შეგიძიათ საჭიროების შემთხვევაში ტუჩი უპრობლემოდ გაიდიდოთ.

Levres Contour Edition ფერი Nude Wave, Bourjois

რბილი ტექსტურის მქონე შესანიშნავი ფანქარი, რომელიც იოლად სრიალებს ტუჩებზე, ეს კი ალბათ იმის დამსახურებაა, რომ მასში შიას კარაქი და ყურძნის წიბწების ზეთი შედის. ფანქარი არ დნება, კარგად ძლებს ტუჩზე რამდენიმე საათის განმავლობაში.

Danza ფერი 201, Ninelle

რბილი, ბარხატისებური ტექსტურა რომელსაც შესანიშნავი გამძლეობა აქვს. თუ ცხიმიანი ფანქრები არ გიყვართ – ეს მოგეწონებათ. მარკას ფერის ბევრი სხვადასხვაგვარი ვარიაცია აქვს – თბილი ტონიდან – მუქ ყავისფრამდე.

Feed My Lips Pure Nourish-Mint Lip Primer, Aveda

ეს კლასიკური კონტურული ფანქარი არ გახლავთ, უფრო უფერო პრაიმერია რომელიც ტუჩებს საცხის დატანისთვის ამზადებს. ის ტექსტურის მოსორებაში გეხმარებათ რათა პიგმენტი თანაბრად დაჯდეს, რაც ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია. ის ტუჩსაცხს გათხაპნის საშუალებას არ მისცემს.

Advertisement