საკითხავი
15 საგაზაფხულო საჩუქარი 3 და 8 მარტისთვის, რომელიც დედას ნამდვილად მოეწონება
პირველ რიგში, 8 მარტი დედების დღესასწაულია. პირველად სწორედ დედებს ვხატავდით, პლასტელინიდან და ფერადი ქაღალდებიდან ფიგურებს ვაკეთებდით. არაფერი შეცვლილა, ახლაც გვსურს დედები გულწრფელად გავახაროთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სასაჩუქრე იდეებს, რომლებიც დედას გაღიმებას ნამდვილად აიძულებს.
სუკულენტების ნაკრები „ასკონი“, 17 ლარი
სუკულენტების ნაკრები „ფანქრები“ ოთახს ან სამზარეულოს ფანჯარას დაამშვენებს. ხოლო თბილ ამინდში შეგიძლიათ ბაღში გაიტანოთ. ნაკრებში რამდენიმე სახის სუკულენტია ფერად კაშპოებში, რომლებიც ყველაზე მოღრუბლ ამინდშიც განწყობას აგიმაღლებთ.
ხელნაკეთი კანფეტების სასაჩუქრე ნაკრები „დედას“ „101 ჩაი“, 30 ლარი
ნაკრები სპეციალურად ძვირფასი და საყვარელი დედებისთვის შეიქმნა. მასში შედის საუკეთესო ხარისხის იტალიური და ბელგიური შოკოლადები თაფლის, ფორთოხლის და მარწყვის დამატებით, ხოლო შიგთავსი ორცხობილას, ჟოლოს და ბისკვიტის ბურთებით. თუ დედას ტკბილეული და შოკოლადი უყვარს, საჩუქარს ნამდვილად დააფასებს.
სენდვიჩის, ვაფლის აპარატი, გრილი Holodilnik, 70 ლარი
ასეთი აპარატით დედა საუზმეზე ყოველთვის მოამზადებს გემრიელ ბუტერბროდებს, თბილ ვაფლებს ან ლავაშის კონვერტებს ყველით ან ბოსტნეულით. სენდვიჩის აპარატს BBK ES028 B 2 ვაფლის მოსახსნელი (4 პორციანი) ფირფიტა და 2 გრილის ფირფიტა ახლავს. გამოყენება მარტივია: პანელები იხსნება, შეგიძლიათ გარეცხოთ. ხოლო იმის გასაგებად, რომ კერძი მზადაა, საკმარისია მწვანე შუქის ანთებას დაელოდოთ.
თეთრეული Lamoda, 90 ლარი
ლამაზი, ყვავილოვანი ნახატები საძინებელი ოთახის ინტერიერს დაამშვენებს და დღესასწაულზე კარგი საჩუქარი იქნება. თეთრეული 100% სატინისგან არის დამზადებული, ბალიშები სარქველებით მაგრდება. ნაკრები: საბნის გადასკრავი 214×150 სმ – 1ც, ლეიბის გადასაკრავი – 215×145 სმ – 1 ც, ბალიშისპირები 70×70 სმ – 2 ც.
სამასაჟო ბალიში, Gezatone, 200 ლარი
კისრის და მხრების ტკივილის და სიმძიმის შესამცირებლად კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ დროს უმოძრაოდ ატარებთ. შეგიძლიათ უბრალოდ დაჯდეთ და მასაჟიდან სიამოვნება მიიღოთ. ბალიში სავარძლის ზურგზე მარტივად მაგრდება და სხეულის ნაწილებს ჩიაცუს, იაპონური ტექნიკის გამოყენებით ამასაჟებს (ცერა თითებით ან ხელისგულებით ზეწოლას ჰგავს), სითბო კი მტკივნეულ წერტილებს ახურებს, ადუნებს და კომფორტს უზრუნველყოფს. მარტივი სამართავია – მხოლოდ ერთი ღილაკი.
ჯოხები სკანდინავიური გასეირნებისთვის Sportmarket, 32 ლარი
სკანდინავიური სიარული უკვე რამდენიმე წელია აქტიური დასვენების პოპულარულ სახეობებს შორისაა. ნამდვილად უნივერსალური სპორტის სახეობაა, რომელიც ნებისმიერს უხდება. დამტკიცებულია, რომ მუხლებიდან და ხერხემლიდან ზედმეტ დატვირთვას აქრობს და საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება. სიარულისთვის ჯოხებია საჭირო. ბრენდ Berger-ის 2 ჯოხის დახმარებით სხეულის კუნთები ვითარდება.
ანატომიური ბალიში, Askona, 214 ლარი
ეს ბალიში სპეციალური Neo Taktile ქაფისგან არის დამზადებული, რომელიც თავის ფორმას შეესაბამება და ძილის დროს კისრის სწორ მდგომარეობას ინარჩუნებს. შედეგად, კუნთები არ იჭიმება და ძილში დაღლილობა და ტკივილი არ გვაწუხებს. ნატურალური ევკალიპტის ბოჭკოები თერმორეგულაციის ეფექტს ფლობს, ჰაერს ატარებს და აგრილებს.
ჩაის დასაყენებელი ჭიქა, Cookhouse, 25 ლარი
ძალიან ლამაზი ფინჯანი გეორგინებით დედის ფავორიტი გახდება, რადგან საკმაოდ დიდია, საწურით, კოვზით და თავსახურით, სასმელს სწრაფად არ გააცივებს. ფინჯანი ფაიფურისგან არის დამზადებული. შეგიძლიათ სხვა დიზაინით შეარჩიოთ.
კალათა ყვავილებით, Grandflora, 240 ლარი
რა თქმა უნდა, 8 მარტს ყველაზე პოპულარული საჩუქარი ყვავილებია. თუ დედას პირადად ვერ ულოცავთ, შეგიძლიათ მთელი კალათა შეუკვეთოთ. ხომ იცით, თუ რომელი ყვავილები მოწონს? მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გახდება, ამასთან ყვავილების კალათა ნაზი ვარდებით, ნარგიზებით, ტიტებით ან ქრიზანტემებით ინტერიერს ლამაზად დაამშვენებს.
თბილი კარდიგანი „ინსანტრიკი“, 133 ლარი
ნაქსოვი კარდიგანი სახლისთვის და სასეირნოდ კომფორტული სამოსია. ფაქტიურად, ერთ–ერთი მთავარი ელემენტია ქალის გარდერობში, რომელიც ცივ ამინდში გაგათბობთ და ნებისმიერ სტილს შეავსებს. კრემისფერი ნაქსოვი კარდიგანი ვისკოზის, ტიარასა და ნეილონისგან არის დამზადებული.
სპილენძის ყავის მადუღარა, Tasty Coffee, 30 ლარი
ყავის მოყვარულებს შეგიძლიათ მდიდრული ესპრესო ტყის კაკლის გემოთი, კაკაო ქიშმიშით, შოკოლადის და თამბაქოს ნოტებით შეურჩიოთ და ამ ყველაფერთან ერთად სპილენძის ყავის მადუღარა, ყავის ჭიქები ან ყავის საფქვავი უყიდოთ.
ფლოსტები Crocs, Lamoda, 140 ლარი
ძალიან კომფორტული, თბილი და რბილი ფლოსტები მყარი ძირით სასარგებლო საჩუქარი და ერთ–ერთი საყვარელი პირადი ნივთი გახდება. ფლოსტები ძალიან ხარისხიანია, შიგნიდან ცხვრის მატყლით არის დამზადებული, რბილი ქუსლი ადვილად ძვრება და მაგრდება, ხოლო ძირი არ სრიალებს.
დათბილული ჟილეტი, Finn Flare, 218 ლარი
მსუბუქი, მოგრძო ჟილეტი დიდი კაპიშონით ცივ, ქარიან ამინდში სასეირნოდ გამოგადგებათ, რაც მარტში ძალიან ხშირია. ჯიბეები ელვა შესაკრავითაა, ამიტომ რაიმეს ამოვარდნის ან დაკარგვის არ შეგეშინდეთ. ცენტრალური ორგამი ელვა შესაკრავი კი შეგიძლიათ ქვემოდან გახსნათ.
შარფი პრინტებით, Ostin, 35,5 ლარი
მოდური, პრაქტიკული და მსუბუქი შარფი ნაზი ზოლებით, თეთრ–ცისფერ გამაში ნებისმიერ სტილს მოუხდება. ჩანთასთან ერთად შეგიძლიათ მსგავსი ფერის პატარა ჩანთა შეიძინოთ. შარფის ზომა 90×190 სმ, მასალა – პოლიესტერი.
პედიკურის წინდები ლავანდის არომატით, Japonica, 64 ლარი
ალბათ, ამ ჯადოსნურ გამოგონების შესახებ გსმენიათ, რომელიც ნებისმიერ ტერფებს ბავშვის ფეხებად აქცევს. პედიკურის წინდები SOSU ინოვაციური მეთოდია ყოველგვარი რისკის და ძვირადღირებულ სალონებზე დროის დახარჯვის გარეშე. მთავარი კომპონენტებია რძემჟავა და ოროვანდის, ლიმონის, სუროს, წყლის წიწმატის, სალბის და ა.შ არომატები. მკვდარ უჯრედების მოშორების ბუნებრივ პროცესს ასტიმულირებს. პირველი ეფექტი უკვე 3-5 დღეში შესამჩნევი გახდება, ხოლო 2 კვირაში კანი გლუვი და მკვრივი გახდება, ეფექტს დიდხანს შეინარჩუნებთ.