Connect with us

ჯანმრთელობა

15 რამ, რაც აფთიაქში მაშინაც უნდა შეიძინოთ, თუ ჯანმრთელი ხართ

ეს ნივთები აფთიაქში აუცილებლად შეიძინეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ძალიან გამოგადგებათ.

1. კუპრის საპონი

ნატურალური ანტისეპტიკური საშუალება, ხშირად აკნეს საწინააღმდეგოდ გამოიყენება. სახეზე ფრთხილად გამოიყენეთ – ძალიან აშრობს. ზურგის და მხრის პრობლემური ზონისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

2. სხვადასხვა ეთერზეთი

ყველაზე უფრო ღირებულია ჩაის ხის ზეთი (აკნეზე) და ნუშის ზეთი (კუტიკულის სიმშრალის დროს).

3. ცხვირის იაფი წვეთები ქსილომეთაზოლინით (გალაზოლინი, ქსილენი).

თუ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ გამონაყარზე წაისვამთ, სიწითლე სამ დათვლაში გაქრება.

4. ერთჯერადი ხელთათმანები

მათთვის, ვისთვისაც ჩვეულებრივ ხელთათმანებში ჭურჭლის გარეცხვა კომფორტული არაა.

5. პიპეტი და შპრიცი

პიპეტი საჭიროა თვალის ქვეშ და ფრჩხილზე ზეთის წასასმელად, ასევე ეთერზეთების გამოსაყენებლად. შპრიცი ნემსის გარეშე სხვადასხვა ზეთების ასარევად და წასასმელად გამოგადგებათ.

6. რადევიტი / ბეპანთენი

მალამო, რომელიც კანს შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს.

7. მინის ნიჩაბი და ერთჯერადი ხის ფითხი

გამოგადგებათ, თუ კრემის ქილას სპეციალური ნიჩაბი არ ახლავს. კრემი თითით სჯობს არ ამოიღოთ.

8. რეგეცინი

საშუალება, რომელიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს – შესანიშნავი ბაზა მაკიაჟის ქვეშ.

9. ემლა

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ წარბის ამოღებამდე ან სხვა ეპილაციის წინ წაისვათ. ძვირიც არ ღირს.

10. თიხა

სახის ნიღბების სახით და შესაფუთად გამოიყენეთ. ცისფერი თიხა კანს აღიავებს და შავ წერტილებს იწოვს, შავი კი კანს ატენიანებს და ათანაბრებს.

11. ბალახების ნაკრები

ბალახების ჩაის მოყვარულებისთვის. ბალახების ნაკრებისგან შეგიძლიათ „კოსმეტიკური ყინული“ მოამზადოთ.

12. მუმია

თმის ცვენის დროს შამპუნებს დაუმატეთ.

13. ნიკოტინის მჟავა

თმის ზრდის საშუალება ამპულებში. ძირებში წაისვით და არ ჩამოიბანოთ.

14. ბირკავას ზეთი

ასევე თმისთვის გამოიყენება, მაგრამ ნიღბის სახით.

15. სპირულინა

სპირულინა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, სხვადასხვა ცილას და ვიტამინს შეიცავს. 1 გრ სპირულინი დაახლოებით 1 კგ ბოსტნეულს უდრის. თმისთვის სასარგებლო საშუალებაა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.