Connect with us

სახლი და დიზაინი

15 ოქროს ხრიკი, როგორ დავალაგოთ სამზარეულო იდეალურად

ცოტა ხნის წინ ერთი კვირით დედას ვესტუმრე. მეუღლე სახლში მარტო დავტოვე, რაც შემდეგ ძალიან ვინანე. თუ სახლის დანარჩენ ნაწილში მეტნაკლებად სისუფთავე იყო, სამზარეულოს 2 დღე ვალაგებდი. ქმარმა შეცბუნებულმა მკითხა: „რა არ მოგწონს?“ ამის შემდეგ ქმრისთვის სისუფთავის ძირითადი პრინციპების სწავლა მომიწია. ასე სამზარეულოში წესრიგის დაცვა გარანტირებულია.

ახლა ვხედავ, როგორ ცდილობს და შვებას ვგრძნობ. ჭუჭყიან სამზარეულოში კერძების მომზადებას მიჩვეული არ ვარ. მის დალაგებაზე კი ბევრ ძალას და დროს ვხარჯავ. სწორედ ამიტომ, სისუფთავის შესანარჩუნებლად გარკვეულ წესებს ყოველთვის ვიცავ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 15 სასარგებლო რჩევას სამზარეულოში იდეალური წესრიგის შესანარჩუნებლად.

როგორ შევინარჩუნოთ წესრიგი სამზარეულოში

თან დაალაგეთ

როცა კერძებს ამზადებთ, რთულია შხეფები და სითხის დაღვრა თავიდან ავიცილოთ. ეცადეთ, ბინძური ზედაპირები დაუყონებლივ გაწმინდოთ და ყველა ინგრედიენტი თავის ადგილს დაუბრუნოთ (სანელებლები ან ზედმეტი პროდუქტები). სანამ საჭმელი მზადდება, ჭურჭელი გარეცხეთ.

ჭუჭყიანი ჭურჭელი მაგიდაზე არ დადოთ

ბევრ ადამიანს ჩვევად აქვს, რომ კოვზი ან ჩანგალი, რომლითაც კერძს მოურიეს ან გადააბრუნეს, პირდაპირ მაგიდაზე დადონ. ამის შემდეგ ზედაპირზე ცხიმის კვალი რჩება. გირჩევთ სალფეთქი ან პატარა თეფში გამოიყენოთ.

სამზარეულოს ინსტრუმენტები გამოყენებისთანავე გარეცხეთ

არსებობს 3 ნივთი, რომლებიც დაუყონებლივ უნდა გარეცხოთ. ესაა სახეხი, საცერი და დანა. მიმხმარი საკვების ნარჩენების მოშორება გაცილებით რთულია.

სპეციალური ზონები შექმენით

მომზადების თითოეული პროცესისთვის ცალკე ადგილი გამოყავით. ასე მხოლოდ ერთ ზონას დააბინძურებთ და არა მთელ სამუშაო ზედაპირს. თქვენ მხოლოდ ამ ნაწილის და ნიჟარის ირგვლივ ადგილის გაწმენდა მოგიწევთ.

საწმენდი საშუალებები ნიჟარის ქვეშ შეინახეთ

როცა ყველა აუცილებელი ნივთი ერთ ადგილას მდებარეობს, ეს ძალიან მოსახერხებელია. თქვენ შეძლებთ სწრაფად აიღოთ საწმენდი საშუალება და იმწამსვე დააბრუნოთ.

ნიჟარა ყოველთვის ცარიელი დატოვეთ

თუ ნიჟარაში თუნდაც ერთი ბინძური ჩანგალია, ქვეცნობიერად უფრო მეტ ჭუჭყიან ჭურჭელს ვყრით. უწესრიგობა უწესრიგობას იზიდავს. ჭურჭლის დაუყონებლივ რეცხვა ჩვევად გქონდეთ.

იატაკი ყოველ საღამოს მოწმინდეთ და მოხვეტეთ

სამზარეულოს იატაკი ისევე ხშირად ბინძურდება, როგორც სამუშაო ზედაპირი, თუ დროულად არ მოწმენთ. თან ნამცეცებს და ცხიმს მთელ სახლში ავრცელებთ. ყოველი კერძის მომზადების შემდეგ სამზარეულოს იატაკის მოხვეტა ჩვევად გქონდეთ.

ყოველი ჭამის შემდეგ მაგიდა აალაგეთ

სადილობის შემდეგ საკუთარ თავს და ოჯახის წევრს მაგიდის ალაგება აიძულეთ. შესვენების შემდეგ ამის გაკეთება უფრო გაგიჭირდებათ.

სამუშაო ზედაპირიდან ზედმეტი ნივთები აიღეთ

თუ ცარიელ ქილებს, შეფუთვებს და ქაღალდს სამუშაო ზედაპირზე დატოვებთ, მალე უწესრიგობა გამეფდება. სუფთა სამუშაო ზედაპირი ზრდის ალბათობას, რომ ყველა თავის დაყრილს აალაგებს.

კარადებს გადახედეთ

გადავსებული კარადები კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. ასე საჭირო პროდუქტის მოძებნასა და მის ადგილზე დასაბრუნებლად უფრო მეტი დრო გეხარჯებათ. რევიზია ჩააატარეთ და დატოვეთ მხოლოდ ის, რასაც ნამდვილად იყენებთ.

მაცივარი რეგულარულად გაწმინდეთ

მალფუჭებადი პროდუქტები და ნარჩენები ხშირად შეამოწმეთ. ასე მაცივარში წესრიგს შეინარჩუნებთ და საჭმელზე ხარჯებს დაზოგავთ.

ღუმელი გარეცხეთ

ღუმელი მანამ გარეცხეთ, სანამ ნამდვილი პრობლემა გახდება. დაგროვებულ ჭუჭყთან გამკლავება უფრო რთულია, ვიდრე მსუბუქ ნადებთან. ეს პატარა საყოფაცხოვრებო მოწყობილობებსაც ეხება, როგორიცაა ტოსტერი ან მიკროტალღური ღუმელი.

ნიჟარა რეგულარულად გაწმინდეთ

უკვე იცით, რომ სამზარეულოს ნიჟარა შეიძლება უნიტაზზე უფრო ბინძური იყოს. ნიჟარა მუდმივად სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ, რადგან მიკრობები შეიძლება თქვენს ჭურჭელზე გავრცელდეს.

მაცივარსა თუ საკუჭნაოში პროდუქტებს წარწერა გაუკეთეთ

ასე აუცილებელი პროდუქტის სწრაფად პოვნას და ვადის შემოწმებას შეძლებთ.

ნაგავი ყოველდღე გადაყარეთ

ნაგვის უსიამოვნო სუნი ყველაზე სუფთა სამზარეულოსაც გააფუჭებს. ყოველ 1-2 დღეში ნაგავი გადაყარეთ. თუ პაკეტის გავსებას ვერ ასწრებთ, უფრო პატარა პაკეტით ჩაანაცვლეთ.

ერთი შეხედვით, სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნება რთულია. თუმცა წესრიგის დაცვით სწრაფად მიეჩვევით. მასში ჩართეთ წვრილმანები, როგორიცაა დაწყებული მაგიდის და ნარჩენების ალაგებით და დამთავრებული ქვაბის ჩალბობით. მალე შეამჩნევთ, რომ დალაგებაზე ბევრ დროს ზოგავთ. თქვენ როგორ ინარჩუნებთ სისუფთავეს სამზარეულოში?

Advertisement
ტესტები7 hours ago

აირჩიეთ გასაღები, რომლითაც ძველ სკივრს გააღებთ. ასე უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ფიქრობთ

ტესტები7 hours ago

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

ჯანმრთელობა7 hours ago

სომნოლოგმა გამომიწერა: 3 გემრიელი სასმელი სწრაფად დასაძინებლად

ჯანმრთელობა7 hours ago

რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა

ყვავილები7 hours ago

მეზობელი კიტრს ბოთლებში ზრდის. მისი მეთოდი გამოვიყენე და ახლა უხვ მოსავალზე ვოცნებობ

ჰოროსკოპი1 day ago

კურო – თხილამურებზე, ქალწული – იოგაზე! როგორ სჯობს დაისვენოთ ამ შაბათ–კვირას

თავის მოვლა1 day ago

როგორ გადავარჩინოთ ყინვების შემდეგ დასუსტებული თმა

ჰოროსკოპი1 day ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის შესანიშნავი ამბები და განსაცვიფრებელი ცვლილებები მარტში

ყვავილები1 day ago

გადარგვის დროს დაშვებული შეცდომები, რომლის შემდეგ მცენარეს ვეღარ გადაარჩენთ

საკითხავი1 day ago

როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები ისე, რომ არ დეფორმირდეს

ტესტები2 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

მოდა და სტილი3 weeks ago

10 საუკეთესო სუნამო 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რა გელით სამსახურში 2021 წლის თებერვალში

ჰოროსკოპი3 weeks ago

ბედის ნებიერა: რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის პროგნოზით

ტესტები3 weeks ago

რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? გაიგეთ საინტერესო რამ თქვენს პიროვნებაზე

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

თავის მოვლა4 weeks ago

10 შეცდომა ინტიმურ ჰიგიენაში, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს

ჰოროსკოპი4 weeks ago

ბევრი ფული, კარგი და განსხვავებული! 2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ვერა ხუბელაშვილისგან

ტესტები4 weeks ago

მუშტი შეკარით და გაიგეთ თქვენი პიროვნების ტიპი