Connect with us

კულინარია

15 მარტივი სამზარეულოს ხრიკი, რომელიც მამაკაცებს კი მოეწონებათ

15 მარტივი სამზარეულოს ხრიკი, რომელიც მამაკაცებს კი მოეწონებათ

რამდენიმე ხრიკი არსებობს, რომ დრო დავზოგოთ, საკვების ღირებულება შევინარჩუნოთ და სხვადასხვა სამზარეულო ამოცანის შესრულებას უფრო ნაკლები ძალისხმევა გავწიოთ. ჩვენი ნაკრები სწორედ ასეთია. ცხოვრებისეული ხრიკები არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც მოეწონებათ. განსაკუთრებით მათ, ვინც სწავლობს, თუ მიკროტალღურ ღუმელში კერძი თანაბრად როგორ გააცხელოს, მინის ბოთლები კომპაქტურად როგორ შეინახოს და პროდუქტები სწრაფად როგორ გარეცხოს.

თქვენთვის რამდენიმე საინტერესო სამზარეულოს ხრიკი შევაგროვეთ.

1.კვერცხი დიდხანს შეინახეთ

კვერცხის ვადა უფრო გახანგრძლივდება, თუ მას მაცივარში შენახვამდე მცენარეულ ზეთს წაუსვამთ.

2.კვერცხის სწრაფად გასუფთავება

მოხარშული კვერცხის სწრაფად გასუფთავების რამდენიმე მეთოდი არსებობს. აი ერთ-ერთი მათგანი: კვერცხი მაგიდას ან რამე მყარ ზედაპირს ისე დაარტყით, რომ კვერცხის ნაჭუჭი დაიბზაროს, ცივი წყალი დაასხით და გაგრილება აცადეთ.

3.რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის ამოღება

მთელი ხილი რომ არ დაჭრათ და გააფუჭოთ, როცა სალათისთვის მხოლოდ რამდენიმე წვეთი გჭირდებათ, ლიმონი კბილის ჩხირით გახვრიტეთ და ოდნავ გაწურეთ. შემდეგ ნახვრეტი წებოვანი ლენტით დახურე და მაცივარში შეინახეთ.

4.ნესტიან ორცხობილას და ჩიფსებს სიცოცხლე დაუბრუნეთ

თუ ჩიფსები ან ორცხობილა ნესტიანი გახდა, მისი გადაყრა არ იჩქაროთ.

თეფში აიღეთ. მას სალფეთქი ან ქაღალდის ხელსახოცი დააფარეთ. ზემოდან პროდუქტი დააწყვეთ.

ზემოდან კიდევ ერთი სალფეთქის დაფარება შეგიძლიათ. ახლა მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით შედგით. ესეც ასე – ჩიფსები და ორცხობილა კვლავ ხრაშუნაა!

5.იდეალური კვერცხი შეწვით

დაგჭირდებათ მინის ქილის ორგანული რგოლი. ტაფაზე მოათავსეთ და მაში კვერცხი ჩატეხეთ. ახლა ტაფის მთელ სიგრძეზე არ გაიწელება, ფრთხილად რგოლის მოშორება არ დაგავიწყდეთ.

კიდევ ერთი ვარიანტი – ხახვის რგოლების გამოყენება

6.ბოთლების კომფორტულად შენახვა

საკანცელარიო საჭერები გამოიყენეთ, რომ მაცივარში ბოთლი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაამაგროთ.

7.ბუტერბროდში პომიდვრის დაკავება

ამ მეთოდისთვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის ლორის ნაჭერი აიღოთ, რომ მასში პომიდვრის გახვევა ადვილად შეძლოთ. ასე პურიდან პომიდვრის გამოვარდნის შანსი ნაკლებია.

8.რბილი თევზის გრილზე მომზადება

უბრალოდ თევზის ნაჭერი იმპროვიზირებულ „ტაფაზე“ დადეთ, რომელიც ლიმონის ნაჭრებისგან არის მომზადებული. თევზი გრილს არ მიეკვრება და მისი გემო მგრძნობიარე ლიმნის არომატს შეიძენს.

9.საკვები ცელოფანი უფრო დამჯერი რომ გახადოთ

როცა საკვების ცელოფანში გახვევას ცდილობთ, ცელოფანი იხვევა, ეკვრება და პრეტენზიული ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, საკვები ცელოფანი მაცივარში შეინახეთ. გაგრილებული საკვები ცელოფანი თანაბრად ნაწილდება.

10.სანელებლების კომფორტულად შენახვა

სანელებლების შესანახად შეგიძლიათ ტიკ-ტაკის ყუთები გამოიყენოთ. ისინი კომფორტული და კომფაქტურია, ადვილად იკვრება და იხსნება.

11.ლორის ნაჭრის გაყინვა

თუ ძალიან ბევრი ლორი გაქვთ და გეშინიათ რომ ვადა მანამ გავა, სანამ ყველას შეჭმას მოასწრებთ, მაშინ გაყინეთ. პერგამენტის ქაღალდით გარმონი გააკეთეთ და ამ ნაკეცებში ფენებად ლორის ნაჭრები ჩააწყვეთ – ამ ინსტრუქციით საყინულეში შეინახეთ.

12.ახალი მწვანილის შენახვა

მწვანილი გარეცხეთ და გააშრეთ. პოლიეთილენის პარკის ძირში მოათავსეთ და ჰაერით აავსეთ. კარგად მოუჭირეთ. ახლა მწვანილი დიდხანს ახალივით იქნება.

13.დანის გალესვა

თუ დანის გასალესად შესაბამისი ინსტრუმენტი არ გაქვთ, ჩვეულებრივი კერამიკის ჭიქა გამოგადგებათ. გადააბრუნეთ და დანა მის ძირზე რამდენჯერმე გაუსვით.

რა თქმა უნდა, თუ თქვენი დანა ძვირადღირებული და მაღალხარისხიანი, უმჯობესია არ გარისკოთ, არამედ გასალესად სპეციალური ინსტრუმენტი შეიძინოთ.

14.პროდუქტების საჭრელი დაფა რომ არ გასრიალდეს

საჭრელი დაფა სველ სალფეთქის ზემოდან დაადეთ. ასე დაფა თქვენგან „გაქცევას“ არ შეეცდება.

15.მიკროტალღურ ღუმელში საკვების თანაბრად გაცხელება

მიკროტალღურ ღუმელში საკვები რომ სწრაფად გაცხელდეს, თეფშზე საკვები კუთხეებისკენ გაანაწილეთ, ხოლო ცენტრი ცარიელი დატოვეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement