Connect with us

ჯანმრთელობა

12 საოცარი და მეცნიერული ფაქტი ჩვილების შესახებ

ბოლო წლებში ახალშობილობის თემა მეცნიერების ყურადღების ქვეშ მოექცა: ისინი ბავშვების ცხოვრებას პირველივე წლიდან სწავლობენ, მათ რეაქციებს ამოწმებენ და აკონტროლებენ იმას, რასაც ადრე მეცნიერული ახსნა არ ჰქონდა. თუ ბავშვის განვითარების შესახებ ახალ მონაცემებს შევაჯამებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი ნამდვილად საოცარი არსებები არიან!

1. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან

სიტყვასიტყვით! ჩვილის ტვინი ცხოვრების პირველ წელს 2–ჯერ იზრდება. პირველ დაბადების დღეზე ბავშვის ტვინის ზომა ზრდასრული ადამიანის ტვინის ზომის 60% იქნება. ყველაფერი იმიტომ, რომ პირველ 12 თვეს ბავშვი ყოველდღე ახალ რაღაცას სწავლობს. მთელი ცხოვრება ასეთი სიჩქარით რომ განვითარდეს, სრულწლოვნებისთვის ზუსტად 50 მ იქნება.

2. ჟურნალმა Proceedings of the national გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია: ბავშვები სიტყვების გაგებას და მათი მნიშვნელობის დაკავშირებას იწყებენ

ძალიან ადრე – 6 თვიდან! ბავშვს შეუძლია იმის შეფასებაც, რომ დასახელებული სიტყვა სხვადასხვა ფორმის და ზომის ობიექტებს აღნიშნავს. ყველაზე დიდი ნახტომი 1 წლიდან 2 წლამდე ხდება:  ბავშვი ბოლოდროინდელ მოვლენებს და მოქმედებებს იმახსოვრებს, სიმბოლოებს იგებს, სხვებს ბაძავს, იგონებს და თვალთმაქცობს.

3. პატარებს არა მხოლოდ სიტყვების, არამედ მოქმედებების და ემოციების გაგება შეუძლიათ

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს: სოციალური ქცევის პირველი ნიშნები უკვე 7 თვისას ვლინდება. უფროსებზე დაკვირვებით ბავშვი იმეორებს, რომ მოქმედების სხვადასხვა ტექნიკას დაეუფლოს და ურთიერთქმედება ისწავლოს. 1,5 წლის ასაკში ბავშვს შეუძლია სიბრაზის გამოცნობა და უფროსებში ამ რეაქციის თავიდან ასარიდებლად ქცევას ცვლის.

4. ადრე თვლიდნენ, რომ ღიმილი შეძენილი უნარია, რომელსაც ბავშვები მშობლებთან ურთიერთობისას სწავლობენ

სინამდვილეში, ასე არაა, რადგან ისინიც კი იღიმიან, რომლებიც მხედველობის პრობლემებით იბადებიან. პირველი ღიმილი შეგიძლიათ უკვე საშვილოსნოში დაინახოთ (მშობიარობისთვის მზადებაში, სახეს ამოძრავებს და იმანჭება), შემდეგ – დაბადებიდან მალევე. თავდაპირველად, ეს რეფლექსური მოქმედება მშობლებთან კომუნიკაციას უკავშირდება. ღიმილის ან ჩურჩულის საპასუხოდ ე.წ. სოციალური ღიმილი დაბადებიდან 6-12 კვირაში ჩნდება. სიცილის ათვისებისას ბავშვი დღეში 300-ჯერ იცინის! შედარებისთვის: ზრდასრული ადამიანი დღეში მაქსიმუმ 20–ჯერ იცინის.

5. დღის ძილი ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში ეხმარება

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს: ახალი უნარის აქტიური ათვისების შემდეგ დასვენება მოქმედების ხარისხიან დამახსოვრებას და ახალი შესაძლებლობების აქტიურად გამოყენებას ხელს უწყობს. სპეციალისტებმა ჩაატარეს გაკვეთილები, რომლის დროსაც ბავშვებს თოჯინებისთვის ხელთათმანების ჩაცმა ასწავლეს. სწავლის შემდეგ ბავშვების ერთი ჯგუფი ნახევარი საათით დააძინეს, მეორე კი ფხიზლობდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებმაც ნახევარი საათით დაიძინეს, ნასწავლი მოქმედება 24 საათის შემდეგაც ახსოვდათ.

6. ზოგიერთი ბიოლოგი მიიჩნევს, რომ ჩვილის ტირილი შეიძლება მშობელს აღიზიანებდეს იმ მიზეზით, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციის საწყის ეტაპზე ჩამოყალიბდა

ბავშვიდან ამომავალი უსიამოვნო ხმა ჩვენს წინაპრებს საშუალებას აძლევდათ, რომ ნაკლები თანაგრძნობა და სითბო ეგრძნოთ შთამომავლობის მიმართ, რაც ევოლუციურად გამართლებული იყო, რადგან ცხოვრების პირველ თვეებში ჩვილები ხშირად იღუპებოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვებს ღამით ეღვიძებათ არა მხოლოდ საჭმელად, არამედ მშობლების ყურადღების გადასატანად. ამ გზით ზრუნავენ, რომ დედ–მამამ კიდევ ერთი ბავშვი არ ჩასახონ, რომელიც მისი კონკურენტი გახდება.

7. ჩვილები საყვარლად ტყუილად არ გამოიყურებიან

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრებმა ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, რომ დიდი თვალების, პატარა თითების და სხეულზე ნაკეცების წყალობით ბავშვები მათზე ზრუნვას გვაიძულებენ. ზრდასრულისთვის სასიამოვნო ნაკრები (მისი სქესის და მშობლის სტატუსის განურჩევლად) იწვევს საპასუხო რეაქციას და მზრუნველობის გამოხატვას. „ბავშვზე ზრუნვა ნელი, ფრთხილი, დაფიქრებული და ხანგრძლივი პროსოციალური ქცევის სისტემაა, რომელიც ტვინში სიამოვნების ცენტრებზე ზემოქმედებას ახდენს. ასევე მუსიკის და გემრიელი საჭმლის მიღებით აქტიურდება“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მორტენ კრინგელბახი.

8. თუ ბავშვს ცივი ხელები ან ფეხები აქვს, ეს ნორმალურია

აღმოჩნდა, რომ ბავშვები საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებას ეგუებიან და სხეულის თერმორეგულაციის სისტემის მუშაობას პირველი სამი თვის განმავლობაში არეგულირებენ. ბავშვის ორგანიზმი ზრუნავს იმაზე, რომ მნიშვნელოვან ორგანოებში სისხლის მიწოდება მოხდეს, შემდეგ კი კიდურების გათბობაზე ზრუნავს.

9. ბავშვის ტვინში საკმაოდ ბევრი ნეირონია, რომლებიც ელექტრო და ქიმიური სიგნალების შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, ინახევენ და გადასცემენ

ბევრი ნეირონი იღუპება და აღარ აღდგება, ამიტომ მოზარდებს უფრო ნაკლები ნეირონი აქვთ. უჯრედებს შორის კავშირი ასაკის მატებასთან ერთად წყდება, ეს კი კონცენტრირებას ხელს უწყობს, მაგრამ შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება.

10. როცა შვილი სარკესთან მიგყავთ, ისე ჩანს, თითქოსდა საკუთარი ანარეკლის ყურება აღაფრთოვანებს

სინამდვილეში ბავშვი ვერ ხვდება, რომ სარკეში თავადაა გამოსახული, დაახლოებით 1,5 წლამდე. ამ დრომდე თვლის, რომ სარკეში სხვა ბავშვია. ამასთან ბავშვი ჩამონტაჟებული თვითგაგებით იბადება, რაც საშუალებას აძლევს საკუთარი სხეული სხვებისგან გაარჩიოს.

11. მეტყველების უნარების სწავლა საშვილოსნოდან იწყება

ნაყოფს ხმები ორსულობის 23–ე კვირიდან ესმის. მისთვის ყველაზე ნაცნობი დედის ხმაა. დაბადებისას ყვირის იმ ენაზე, რაზეც დედა ლაპარაკობს: სხვადასხვა ქვეყნებში დაბადებული ბავშვის ტირილი ერთმანეთისგან ინტონაციით, მუსიკალურობით და რიტმით განსხვავდება. ენის გარდა ნაყოფმა შეიძლება დაიმახსოვროს მუსიკა, რომელსაც ორსულობის დროს უსმენდით. ფინელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩვილებს თქვენი საყვარელი მელოდია 4 თვემდე ახსოვთ.

12. ჩვილი სრულად ჩამოყალიბებული არ იბადება

ეს განპირობებულია იმით, რომ საშვილოსნოში ჩვილის სრულყოფილად „მოსამწიფებლად“ საკმარისი ადგილი არაა. სწორედ ამიტომ, პირველი რამდენიმე კვირა ჩვილს დიდხანს სძინავს, თერმორეგულაციის სისტემა მერყეობს, ხშირად ჭამს და ყვირის – ასე საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებას ეგუება. ადატაციის ამ პერიოდს „მეოთხე ტრიმესტრს“ უწოდებენ.