თავის მოვლა
12 ხრიკი, რომლებიც თვალების ქვეშ სილურჯეების მოშორებაში დაგეხმარებათ
თვალების ქვეშ სილურჯეები და „ტომრები“ კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით პრაქტიკულად ყველას აწუხებს.
ამ უსიამოვნების ძირითადი დამნაშავეები ასაკობრივი ფაქტორი (კანი ელასტიკურობას კარგავს და შეშუპება სულ უფრო ხშირად ჩნდება) და მემკვიდრეობაა (თქვენი კანის უჯრედებს შეიძლება უბრალოდ ცხიმოვანი დაგროვებისკენ მიდრეკილება ჰქონდეს).
მეორეხარისხოვანი მიზეზი შეიძლება იყოს გაუწყლოება, უძილობა, ალერგიული რეაქცია, ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება და მავნე ჩვევები.
ზოგადად მათაც კი, ვისაც თვალების ქვეშ „ტომრები“ არ აწუხებთ, გაციების და სურდოს დროს შეიძლება მსგავსი უსიამოვნება მარტივად გაუჩნდეთ. დღეს „თვალის პანდასთან“ საბრძოლველად ეფექტურ მეთოდებს გთავაზობთ.
1. ძილის რეჟიმი მოაწესრიგეთ
თვალების ქვეშ მუქი წრეები ხშირად უძილობის ნიშანია. თუ თვალის ირგვლივ ზონას დააკვირდებით, სისხლძარღვების თხელ ბადეს შეამჩნევთ.
როცა ადამიანი გამოუძინებელია, ეს მინი-ბადე ტონუსს კარგავს, მათში სისხლი ნელა მოძრაობს, რაც სისხლის შეგუბებას და თვალების ქვეშ სილურჯეებს იწვევს.
სწორედ ამიტომ, ძილს წიგნებზე, კომპიუტერსა და ტელევიზორზე მეტი დრო დაუთმეთ. თვალის ღამის კრემის გამოყენება არ დაგავიწყდეთ. ის სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და სისხლს დაგუბებას აფერხებს.
2. კანი ვიტამინებით გაამდიდრეთ
ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტმა არა მხოლოდ თვალების ქვეშ მუქი წრეები, არამედ უფრო ცუდი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.
მათ არ დაელოდოთ: სეზონებს შორის ვიტამინების კომპლექსის მიღება აუცილებელია, რომელიც იმუნიტეტს გააძლიერებს და თქვენს კანზე დადებითად აისახება.
3. თვალის ირგვლივ კანი გააგრილეთ
თვალის ირგვლივ თხელი კანის ქვეშ უამრავი სისხლძარღვია, რომლებიც თხელი კანიდან ჩანს.
უძილობა, სტრესი და სხვა ცხოვრებისეული სირთულე სისხლძარღვების ტონუსს ამცირებს, სწორედ ამიტომ მათი გაძლიერება აუცილებელია.
ყველაზე მარტივი და დროში გამოცდილი მეთოდია – ყინულის კუბებით თვალის ირგვლივ კანის გაწმენდა. გამაგრილებელი ნიღბები, კრემები და კომპრესები ასევე არ დაგაზიანებთ.
4. რეგულარული მოვლის შესახებ არ დაგავიწყდეთ!
თვალის ირგვლივ კანი საკმაოდ პრეტენზიულია: მას ღრმა წმენდა არ უყვარს! თვალის სრესვის ჩვევა ნაზ კანს წელავს, რაც ნაოჭების და სხვა უსიამოვნების გაჩენას იწვევს.
მაკიაჟი ნაზი მოძრაობით უნდა მოიშოროთ და ეცადეთ, რომ კანი არ გაწელოთ. ამის შემდეგ კრემი წაისვით. მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებების წასმა არ დაგავიწყდეთ. მათი დახმარებით კანი ბევრად უფრო მკვრივი გახდება.
5. პიგმენტაცია არ დაუშვათ
პიგმენტური ლაქა შეიძლება ნებისმიერ ადგილას, მათ შორის თვალების ქვეშ გაჩნდეს. ამ მიზეზით, ნაზი კანი ორმაგად უნდა დაიცვათ.
თვალის ირგვლივ კანზე მზისგან დამცავი კრემი ზამთარ-ზაფხულ აუცილებლად გამოიყენეთ და მისი ინტენსივობა სეზონის მიხედვით შეცვალეთ.
თუ პიგმენტური ლაქები უკვე გაჩნდა, მათთან ბრძოლას სპეციალური მათეთრებელი საშუალებების გამოყენებით შეძლებთ, რომელთა გამოყენება თვალის ირგვლივ კანზე დაშვებულია. ბონუსის სახით, ასეთი საშუალებები შეშუპებისკენ მიდრეკილებას ამცირებენ.
6. სწორად იკვებეთ
ალკოჰოლის და მარილიანი საკვების გამოყენება შეამცირეთ – ორივე ორგანიზმში სითხის შეკავებას და შეშუპებას იწვევენ. სხვათა შორის, ჭარბი სითხის მოსაშორებლ პროდუქტებს მიეკუთვნება საზამთრო, კიტრი, ნიახური და ოხრახუში.
მეორე მხრივ, თვალების ქვეშ მუქი წრეების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გაუწყლოება იყოს, ამიტომ დღეში სუფთა წყლის დალევა (დაახლოებით 1-1,5 ლ) არ დაგავიწყდეთ.
7. თვალების ქვეშ მუქი წრეებისგან მხსნელი – რეტინოლი
გამოიყენეთ თვალის კრემი რეტინოლით რომელიც კოლაგენის წარმოებას აძლიერებს და კანს აგლუვებს. A ვიტამინის შემცველი პროდუქტები სისხლის მიმოქცევას აძლიერებენ.
მცირე რაოდენობა თვალის ირგვლივ კანზე წაისვით და ნაზად შეიზილეთ. გაითვალისწინეთ, რომ რეტინოლი იმწამსვე არ მოქმედებს: ზოგჯერ 10-12 კვირა საჭიროა იმისთვის, რომ შედეგები დაინახოთ.
8. შავი ჩაის კომპრესი დაგეხმარებათ
1 ჩ/კ ჩაის ¼ ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნახევარი საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ბამბის დისკი ჩაის ნაყენში დაასველეთ და პრობლემურ ზონაზე დაიდეთ. პროცედურის ხანგრძლივობა – 15 წუთი.
ამ დროში ჩაის დისკი ორჯერ გამოცვალეთ. ბოლოს ცივ წყალში დასველებული ბამბის დისკით თვალები გაიწმინდეთ და ნებისმიერი მკვებავი კრემი წაისვით.
9. სალონური პროცედურებიც კარგი ვარიანტია
სილამაზის სალონებში თვალების ქვეშ სილურჯეების მოსაშორებლად შეიძლება შემოგთავაზონ ლაზერული თერაპია, ბიორევიტალიზაცია, სამკურნალო მასაჟი, დარსონვალი, მეზოთერაპია და ლიპოლიფტინგი.
ყველა ამ პროცედურას გამოხატული სილურჯეების მოშორება შეუძლია.
10. მსუბუქი თვითმასაჟი გაიკეთეთ
თვალის ირგვლივ კანზე მასაჟი უსახელო თითების ბალიშებით კეთდება. თვალის შიდა კუთხეებს დააჭირეთ, შემდეგ თითები ქვედა ქუთუთოებზე თვალის გარე კუთხეების მიმართულებით გადაიტანეთ (ოდნავ დაჭერა გააგრძელეთ).
ამის შემდეგ თითების ბალიშებით ზედა ქუთუთოებზე თვალის გარე კუთხიდან შიდა კუთხისკენ მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. ბოლოს თითებით (საჩვენებელი, შუა და უსახელო) მსუბუქი „ტყაპუნის“ მოძრაობა გააკეთეთ.
11. ყველაზე მარტივ მეთოდს მიმართეთ
თვალების ქვეშ მუქი წრეების მოშორების ყველაზე მარტივი მეთოდია კოსმეტიკის კარგი ფენის ქვეშ მათი შენიღბვა. პირველ რიგში, ხარისხიანი კონსილერი შეიძინეთ. ის სხვადასხვა ფერისა და თითოეული გარკვეულ ზონას ნიღბავს.
ჩვეულებრივ მუქი წრეები მუქი მწვანე ან იისფერი შეფერილობისაა, ამიტომ მათ დასაფარად ყვითელი კონსილერი გამოიყენეთ. მცირე რაოდენობა მუქ წრეებს თითის წვერით ან მაკიაჟის რბილი ფუნჯის დახმარებით წაისვით.
12. მავნე ჩვევები მოიშორეთ
რა თქმა უნდა, სჯობს მავნე ჩვევების მოშორებაზე დაფიქრდეთ. ალკოჰოლი კანს მშრალს და თხელს ხდის, თვალები შეშუპებული, ხოლო სილურჯეები უფრო გამოხატული ხდება. იგივე ეხება მოწევას, რაც ნაადრევ სიბერეს იწვევს.
მოწევაზე უარის თქმა კანის საფარს ნელ-ნელა აღადგენს, მისი ბზინვარება და სიჯანსაღე გარანტირებულად დაბრუნდება. დღეში მოწეული სიგარეტის რაოდენობა შეამცირეთ ან მათზე სამუდამოდ უარი თქვით.
სპეციალისტების რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ! ჯანმრთელობას გაუფრთხილდით! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.