Connect with us

ჯანმრთელობა

12 სიმპტომი, რომელთა შემჩნევისას დაუყონებლივ გინეკოლოგს უნდა მიმართოთ

ნებისმიერ ასაკში გინეკოლოგს რეგულარულად უნდა ეწვიოთ: როგორც მინიმუმ, წელიწადში 2–ჯერ გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ, ექოსკოპია გადაიღოთ და ყველა აუცილებელი ანალიზი და საცხი ჩააბაროთ. თუ ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან რომელიმე აღმოაჩინეთ, ექიმთან დაუყონებლივ ჩაეწერეთ: უმეტეს შემთხვევაში ეს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს.

სისხლდენა ან თვიურებს შორის გამონადენი

პანიკაში არ ჩავარდეთ, თუ გამონადენის თეთრი კვალი შეამჩნიეთ, მაგრამ ექიმთან აუცილებლად უნდა მიხვიდეთ. ასეთი გამონადენი შეიძლება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პირველი ნიშანი იყოს – განსაკუთრებით აქტუალურია, თუ მენოპაუზა უკვე გაიარეთ. გამონადენის მიზეზები შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს, მაგალითად, ჰორმონალური დარღვევები, თუმცა სჯობს თავი დაიზღვიოთ და სერიოზული დაავადებები გამორიცხოთ.

ტკივილი სექსის დროს

სქესობრივი აქტის დროს გარკვეული დისკომფორტი, რომელიც ახალ პრაქტიკას უკავშირდება, ნორმალურია – თუმცა თუ ტკივილი რეგულარული ხდება, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ეს შეიძლება არასაკმარისი საცხის, ვაგინიზმის (როცა საშოს კუნთების სპაზმი შეღწევას ხელს უშლის) ან ვულვოდინის (ვულვას ირგვლივ ნერვული ბოჭკოების ჰიპერაქტიურობით გამოწვეული) მიზეზით იყოს გამოწვეული. სექსის დროს ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანმა ინფექციამ, სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა, საშვილოსნოს მიომამ ან მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითმა დაავადებებმა.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა

ასეთ დარღვევას რიგი მიზეზები აქვს, მათ შორის ორსულობა და ძუძუთი კვება, კვების ჩვევის შეცვლა, ზედმეტი დატვირთვა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები და საშვილოსნოს მიომა. თითოეული მათგანი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და ექიმის ყურადღებას მოითხოვს.

ხანგრძლივი და უხვი თვიური

თუ სისხლდენა 7 დღეზე მეტხანს გრძელდება, თუ საათში ერთზე მეტი საფენის გამოცვლა გიწევთ, თუ ღამით საფენის გამოსაცვლელად ადგომა გიწევთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ. ეს სიმპტომები ადასტურებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ენდომეტრიოზი, ჰიპოთირეოზი და სიმსივნეც კი. შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაყოფის მოშორებასთან და საშვილოსნოს გარე ორსულობასთან, რაც სიცოცხლისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველია. სიმპტომები არ უგულებელყოთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ!

უჩვეულოდ მძიმე წინა მენსტრუაციული სინდრომი

წინა მენსტრუაციული სინდრომის მიზეზები დღემდე უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ სეროტონინის მერყეობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, დაღლილობა, საკვებისკენ ლტოლვა და ძილის ცვლილებები. გარდა ამისა, აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ქალს მძიმე წინა მენსტრუაციული სინდრომით  არა დიაგნოსტირებული დეპრესია აქვს. თუ შეამჩნიეთ, რომ მენსტრუაციამდე რამდენიმე დღე მძიმედ გადაგაქვთ, ექიმს მიმართეთ – ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

ზედმეტად შებერილი მუცელი

ზედმეტად დამრგვალებული მუცელი საკვერცხეების სიმსივნის ერთ–ერთი მთავარი სიმპტომია. მნიშვნელოვანია ექიმს მიმართოთ, თუ შებერილობას თან ახლავს დისკომფორტის შეგრძნება და ყრუ ტკივილი, ხოლო შებერილობა თვიურის დაწყებისას არ ქრება.

ქავილი ან წვა შარდვის დროს

ეს შეიძლება საშარდე გზების ინფექციის უსიამოვნო სიმპტომი იყოს. თუ ამ სიმპტომებს თან ახლავს ვულვის ფერის ან ტექსტურის ცვლილება, შეიძლება ამ არის სიმსივნის ნიშანი იყოს, განსაკუთრებით, თუ თვითდათვალიერებისას თეთრი ლაქები შენიშნეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ!

ხშირი შეტევები შარდვის დროს

თუ შეამჩნიეთ, რომ ხშირად შარდავთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ: ეს შეიძლება საშვილოსნოს მიომას ან დიაბეტის ნიშანი იყოს – განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ შეტევებს მუდმივად ძლიერი წყურვილი ახლავს.

უჩვეულო გამონადენი საშოდან

ქალების უმეტესობას ციკლის პერიოდში საშოდან გამონადენი ახასიათებს – ამრიგად ორგანიზმი რეპროდუქციული ორგანოებში დაგროვებულ მკვდარ უჯრედებს და ბაქტერიებ იშორებს, მათ ინფექციებისგან იცავს. როგორც წესი, ის გამჭვირვალე ან მოთეთრო–რძისფერია და სუნი თითქმის არ აქვს. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ გამონადენმა ფერი ან სუნი შეიცვალა, უფრო უხვი გახდა და სტრუქტურა შეიცვალა. ეს შეიძლება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის, დიაბეტის, სასქესო გზებით გადამდები ინფექციების, საშოს ატროფიის ან სხვა ინფექციის ნიშანი იყოს.

გამომშრალი საშო

თუ ეს მუდმივი პრობლემაა, ექიმს უნდა მიმართოთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მენოპაუზით ან საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებები.

მუცლის ან მენჯის არეში ტკივილი

მკვეთრი ტკივილი ან უფრო სუსტი, მაგრამ ხანგრძლივი და რეგულარული, ექიმთან დაუყონებლივ მისვლის მიზეზია. საქმე ეხება ენდომეტრიოზს – მდგომარეობა, როცა საშვილოსნოს ქსოვილები მის საზღვრებს სცდება. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც ექიმის მეთვალყურეობას მოითხოვს. თქვენს გინეკოლოგს აუცილებლად მიმართეთ!

თვიურის შეწყვეტა

სტრესი, ორსულობა, კვების დარღვევა, ასევე ჰორმონალური დისბალანსი და ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტები – აი, თვიურის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული მიზეზები. ეს შეიძლება ოვულაციის დარღვევაზე, საკვერცხეების პოლიკისტოზზე ან ნაადრევ მენოპაუზზე საუბრობდეს, ამიტომ ექიმს უნდა მიმართოთ.

Advertisement