Connect with us

ჯანმრთელობა

12 პროდუქტი რომელიც თქვენს ფსიქიკაზე ახდენს გავლენას

ჯანმრთელი კვება სულ უფრო და უფრო ტრენდული ხდება. მაღაზიების თაროებზე საქონლის თვალიერებისას აუცილებლად ვკითხულობთ მათ შემადგენლობას და ვცდილობთ გავერკვეთ თუ რომელიც პროდუქტი მოუტანს სარგებელს ჩვენს სხეულს და რომელი გვავნებს. თუმცა მეცნიერება ამტკიცებს, რომ პროდუქტის სარგებლიანობისა და მავნებლობის აგრკვევა ასეთი ამრტივი არ არის, რადგან ისინი ძალიან ბევრ სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავენ.

აი 12 პროდუქტი რომელიც ფსიქიკაზე მოულოდნელ გავლენას ახდენს:

1. ბრინჯი
გადამუშავებული ბრნჯი სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს, რომელიც გლუკოზის მოლეკულების სისხლში მოხვედრას აჩქარებს. შაქრის კონცენტრაცია შეიძლება მკვეთრად ავარდეს რაც ადამიანის ტვინის და ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

2. პოპკორნი
პოპკორნი შეიცავს ცილას, ოქროს, ფოსფორს, რკინას, კრემნიუმსა და მაგნიუმს, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. მასში შემავალი B ვიტამინი კი დეპრესიასა და სტრესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ/

3. თინუსი
თინუსი ბევრ ვერცხლისწყალს შეიცავს. მისი სიჭარბე კი მეხსიერების დარღვევებს იწვევს, აგრდა ამისა თინუსი სინთეტიკურ ნივთიერებას – პოლიქლორირებულ ბიფენოლს შეიცავს, რომელიც ჰორმონალური ფონისა და ნერვული სისტემის დარღვევებს იწვევს.

4. ღორის ქონი
ღორის გამდნარ ქონში არაქიდონის ჟავის შემცველობაა, რომელიც აუცილებელია ტვინის ნრომალური მუსაობისთვის. გარდა ამისა ის ალცჰეიმერის დაავადებასაც ებრძვის.

5. მარცვლეული
მარცვლეული გლუტენს შეიცავს, ის აუცილებელია მათი ზრდისთვის. გლუტენის შემადგენლობაში არსებული ანტისხეულების სიჭარბეს ჩვენთვის სასარგებლო ნივთიერებებს განადგურება შეუძლიათ, ხოლო ამ ნივიერებების უკმარისობამ კი შეიძლება პანიკურ შეტევებამდე ან დეპრესიამდე მიგვიყვანოს.

6. შავი შოკოლადი
შავ შოკოლადში ფლავანოიდები შედის, რომლებიც ჩვენი ტვინის უჯრედებს ააქტიურებენ. ეს პროდუქტი სისხლძარღვებს აფართოვებს, ასტიმულირებს გონებრივ შესაძლებლობებს და ტვინსთვის ჟანგბადის მიწოდებას უწყობს ხელს.

7. ყველი
ყველი ტირამინს შეიცავს, რომელიც ცილის დაშლის შემდეგ წარმოიქმნება. რირამინმა შიეძლება საგრძნობლად გაზარდოს სისხლის წნევა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.

8. გამომცხვარი კარტოფილი
გამომცხვარი კარტოფილი მდიდარია კალიუმით, რომელიც ჟანგბადს ტვინში მოხვედრაში ეხმარება. მასში ასევე შედის გლუკოზა, B ვიტამინი და ამინომჟავები რომლებიც ტვინს ჟანგბადით უზრუნველყოფენ და აუმჯობესებენ მის მუშაობას.

9. ლობიო
ლობიო ტანინს შეიცავს. მისი სიჭარბისას ორგანიზმს რკინის ათვისება არ შეუძლია. ამან შეიძლება ტვინისთვის სისხლის მიწოდებას შეუშალოს ხელი და ანემია გამოიწვიოს.

10. კურკუმა
კურკუმა შეიცავს კურკუმინს. ის უდიდესი ანტიოქსიდანტია და აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს. ის ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას, რომელიც ასაკთან ერთად უარესდება.

11. ზაფრანა
ზაფრანა ბევრ მიკროელემენტს, B და C ვიტამინებს შეიცავს. ის არა მარტო აუმჯობესებს ტვინის მშაობას, არამედ ეხმარება ზოგიერთი დარღვევის დროსაც.

12. დარიჩინი
დარიჩინი ააქტიურებს ტვინს, ამას კი დარიჩინის სპირტისა და დარიჩინის ალდეჰიდის შემცველობის წყალობით ახერხებს. დარიჩინის სუნი გვეხმარება ისეთი ამოცანების გადაწყვეტაში რომლებიც ყურადღებას, ვიზუალურ მეხსიერებას და რეაქციის სისწრაფეს მოითხოვენ.