Connect with us

ჯანმრთელობა

12 დღის განმავლობაში ყოველდღე 3 ფინიკის მირთმევა დაუჯერებელ ეფექტს მოახდენს ორგანიზმზე

ფინიკი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. იგი ხსნის ყაბზობას, გულთან და ნაწლავებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ანემიას, დიარეას, მუცლის ღრუს კიბოს, სექსუალურ დისფუნქციასა და მრავალ სხვა პრობლემას.

იგი, ასევე, ძალიან სასარგებლოა წონაში კლების პროცესში. მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოებით, რომლებიც აუცილებელია საჭმლის სწორად მონელებისთვის.

ფინიკი – შაქრის იდეალური ჩანაცვლებაა, რადგან იგი ბუნებრივი შაქრებითაა მდიდარი.

დღეში 3 ფინიკის სარგებელი ჯანმრთელობისთვის

კვებითი ღირებულება

ფინიკი გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით. სავსეა შაქრით, ენერგიითა და ცელულოზათი. გარდა ამისა, შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმსა და თუთიას. ვიტამინების შემცველობა მასში მოიცავს რიბოფლავინს, ნიაცინს, ტიამინს, ფოლატს, A და K ვიტამინებს.

მდიდარია რკინით

ფინიკი განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიის მქონე ადამიანებისთვის. იგი გავსებთ ენერგიითა და ძალით, ამცირებს დაღლილობისა და სიზარმაცის შეგრძნებას. რკინის რეკომენდებული დღიური დოზის 10% 100 გ ფინიკშია.

ძვლების გაძლიერება

მინერალები, რომლებსაც ეს პროდუქტი შეიცავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ძვლების ჯანმრთელობისთვის. იგი ებრძვის ისეთ მტკივნეულ დაავადებებს, როგორიც ოსტეოპოროზია. ფინიკი აძლევს ძვლებს სწორად განვითარების საშუალებას, განსაკუთრებით შუა ხნის ასაკის ადამიანებში.

თვალების ჯანმრთელობა

ფინიკში არსებული ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვალებისთვის, თვალის ბროლისა და სკლერას ჩათვლით, რადგან ისინი იცავს ჩვენს მხედველობას დაზიანებისგან.

დიარეის მკურნალობა

მწიფე ფინიკი შეიცავს კალიუმს და სასარგებლოა დიარეის სამკურნალოდ, რამდენადაც იგი მარტივად აითვისება. ეს ხილი გამომყოფ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

ყაბზობის მოშორება

რამდენადაც ფინიკი მარტივად აითვისება, იგი ყაბზობასაც უმკლავდება. დაუმატეთ რამდენიმე ფინიკი ჭიქა წყალს და გააჩერეთ მთელი ღამით. დალიეთ დაყენებული წყალი დილით.

წონის რეგულირება

ფინიკის უზმოზე მოხმარებას შეუძლია ჩვენი ნაწლავების ფუნქციის დარეგულირება. ნებისმიერ შემთხვევაში, ფინიკი უნდა მოიხმაროთ ზომიერად, რადგან იგი მდიდარია შაქრით, 1 კგ ფინიკი 3000 კალორიას შეიცავს.

თქვენ იცოდით ფინიკის სამკურნალო თვისებების შესახებ?