Connect with us

საკითხავი

11 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ხართ

11 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ხართ

პარტნიორის პოვნა, რომელსაც უბრალოდ იმისთვის ეყვარებით რომ არსებობთ, ძალიან რთულია. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსები ვართ. ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს სწავლობს.

ხშირად გარეგნულ მხარეს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და არა იმას, თუ რას წარმოადგენს ადამიანი სინამდვილეში და ამიტომ, საკუთარ არასრულყოფილებას მტკივნეულად განვიცდით.

ეს უნდობლობა და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობა ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა ნამდვილი მეორე ნახევრის პოვნის შემთხვევაში, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. ეს ადამიანი საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას შთაგაგონებთ და მას ყველაფრის მიუხედავად ეყვარებით.

1.ის წარსულის ჭრილობების მოშუშებაში გეხმარებათ

ჩვენ, ყველა, წინა ურთიერთობების ბარგს თან ვატარებთ. განსხვავება იმაშია, რომ ყველა ჭრილობას საკუთარი, თავისებური გზით იშუშებს. თითოეული ადამიანის განკურნების პროცესი თავის უნიკალურ ტემპში მიმდინარეობს და ეს აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ.

თქვენი პარტნიორი, უდაოდ, ამას ხვდება და ყოველთვის მზადაა ამ პროცესში დაგეხმაროთ. გარკვეული მოვლენების გამო მიყენებული ტკივილის მოშუშება საკმაოდ რთულია, მაგრამ თქვენი პარტნიორი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.

2.ის მეორე შანსს გაძლევთ

იდეალური არავინაა. შეცდომას ყველა უშვებს. ეს სიტყვები როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, სიმართლეა. პარტნიორი, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, კიდევ ერთ შანსს მოგცემთ, თუ თქვენ ყველაფერს გააფუჭებთ.

და ეს სისუსტის გამოვლენა არაა. ასე პარტნიორი ადამიანს მის ცხოვრებაში დაბრუნების საშუალებას აძლევს – ეს მისი წარმოუდგენელი ძალის და სრულყოფილი პიროვნების ნიშანია.

3.წყენას გულში არ იტოვებს

ადამიანი, რომელმაც წყენა გულში ჩაიდო, ცუდი ადამიანია. ნაწყენი ადამიანი ბევრ ენერგიას ხარჯავს, რაც მწარე სულის ადამიანად აქცევს. ასეთ ადამიანს არ შეუძლია უყვარდეთ ისე, როგორც ამას იმსახურებთ.

სწორედ ამიტომ, პარტნიორი, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, სწრაფად გაპატიებთ და უკმაყოფილებას დაივიწყებს.

4.თქვენი განწყობის ხშირ ცვლილებებს გაგებით ეკიდება

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერად გიყვართ ადამიანი, შეიძლება ზოგჯერ მან თქვენს ნერვებზე ითამაშოს. პარტნიორის ზოგიერთმა ჩვევამ შეიძლება გაგაღიზიანოთ, ან მას ეჩხუბოთ, როცა წარუმატებელი დღე გქონდათ.

თუ პარტნიორი თქვენს ურთიერთობას სერიოზულად აღიქვამს, თქვენი განწყობის ცვლილებებს გაგებით მოეკიდება, რადგან იცის, რომ თქვენ უბრალოდ ადამიანი ხართ. ბოლოს და ბოლოს, თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ცუდი დღე ჰქონდეს.

5.ის თქვენს შეცვლას არ ცდილობს

თუ პარტნიორს ნამდვილად უყვარხართ, მას თქვენი პიროვნება სრულად ეყვარება და თქვენს შეცვლას არ ეცდება. მას თქვენი ნაკლიც კი შეუყვარდება.

რა თქმა უნდა, ის მხარს დაგიჭერთ, როცა რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ თავად ამისკენ არასდროს გიბიძგებთ.

6.ის თქვენთვის სივრცეს ტოვებს

დიახ, სასიამოვნოა, როცა პარტნიორი ყოველთვის თქვენს გვერდითაა. თუმცა კარგმა პარტნიორმა იცის, რომ ჯანსაღი ურთიერთობისთვის პირადი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ის მოგცემთ დროს, რათა თქვენ შეძელოთ მოდუნება და საკუთარ თავზე მუშაობა.

7.ის თქვენს გაკონტროლებას არ ცდილობს

როცა ძალიან შეყვარებულები ხართ, შეიძლება ხაფანგში ადვილად გაებათ და პარტნიორის დაკარვის შიშის გამო მისი გაკონტროლება სცადოთ. ეს ჯანსაღი საქციელი არაა.

თუ პარტნიორი ამას აცნობიერებს და თქვენზე კონტროლის დაწესებას არ ცდილობს, ეს იმას ადასტურებს, რომ თქვენი ურთიერთობა ნდობას და სიყვარულს ეფუძნება.

8.მას მოლოდინი არ აქვს, რომ ყოველთვის თქვენი თავის საუკეთესო ვერსია იქნებით

არავის შეუძლია მუდმივად ბედნიერი, პოზიტიური და თავდაჯერებული იყოს. თითოეულის ცხოვრებაში შეიძლება ცუდი დღე დადგეს ან ნეგატიურ ადამიანთან შეხვედრა მოუწიოს.

9.ის ყოველთვის მხარს დაგიჭერთ

როცა ვინმე გიყვართ, მას და მის მიერ დასახულ მიზნებს მხარს უჭერთ. მოტივაციას აძლევთ რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს.

პარტნიორი, რომელსაც უყვარხართ უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობთ, თქვენს აზრს ითვალისწინებს და ცხოვრების თქვენთან ერთად აშენების მზაობას განიცდის.

10.ასაკი – მხოლოდ ციფრია

როცა ვინმე ნამდვილად გიყვართ, თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის რამდენი წლისაა. მნიშვენლოვანია მხოლოდ ის, რომ ერთმანეთს აბედნიერებთ.

11.მისთვის გარეგნობა ისეთი მნიშვნელოვანია არაა, როგორც თქვენი შინაგანი სილამაზე

ნაოჭები ან არა იდეალური სხეულის ფორმები მნიშვნელოვანი არ იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც თქვენში მთელი ცხოვრების სიყვარულს დაინახავს. მისთვის თქვენი შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება. აი, რას უნდა ვეძებდეთ საკუთარ პარტნიორში.