Connect with us

ჰოროსკოპი

11.11 სარკისებრი თარიღი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეუქცევადად შეცვლის

2022 წლის 11 ნოემბერი, სარკისებრი თარიღი ახლოვდება. მისი ფარული მნიშვნელობის გასაგებად საკუთარი თავი უკეთ უნდა შეიცნოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეხვდეთ 11 ნოემბერს, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

11 ნოემბრის მნიშვნელობა

აღმოსავლეთში თვლიან, რომ სარკისებრ თარიღებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. ამ დღეებში რაღაც ჯადოსნური ნამდვილად არის, რაც ნუმეროლოგიასთან კავშირშია.

ნუმეროლოგები ამბობენ, რომ ციფრ 1–ს განსაკუთრებული ძალა აქვს. ხოლო 11 ნოემბერს 4 ერთიანი გვხდება, ამიტომ განსაკუთრებულად უნდა გაატაროთ. ერთიანები დაკეცვისას ორიანად გადაიქცევა. ციფრი 2 ამბიციის და შეუპოვრობის სიმბოლოა. ამ დღეს სურვილები სრულდება. მხოლოდ იღბალს არ დაეყრდნოთ, თავადაც ძალა არ დაიშუროთ, რომ სურვილები ახდეს.

ამ დღეს ნეგატიური აზრების მოშორება და პოზიტიურზე ფიქრი კარგია. მედიტაცია შეიძლება დაგეხმაროთ. ახლობლებს შეურიგდით და გაჭირვებულებს დაეხმარეთ.

11 ნოემბერს რაღაც ახალი საქმე დაიწყეთ. ეს შეიძლება იყოს სამსახურში ახალი პროექტი ან უჩვეულო ჰობი. მთავარია, სიამოვნება მოგიტანოთ. შემოქმედებითი, ფიზიკური და ინტელექტუალური მუშაობისთვის კარგი დროა. ამ დღეს შეძენილ მეგობრებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

ჩხუბს, კონფლიქტს, სტრესს მოერიდეთ. ნეგატიურმა ენერგიამ შეიძლება ჩაგძიროთ. 11 ნოემბერი საუკეთესო დროა, რომ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. მაგალითად, შეიძლება სწავლის დაწყება, სამსახურიდან წამოსვლა ან ბიზნესის გახსნა გსურთ. ნებისმიერი სამომავლო გეგმა ფურცელზე ჩამოწერეთ. სურვილები წარმოიდგინეთ, რომ რეალური გახდეს.

რა უნდა გააკეთოთ 11 ნოემბერს

გიზიარებთ რამდენიმე რიტუალს ცხოვრების შესაცვლელად. თქვენი სივრცე ზედმეტისგან გაათავისუფლეთ. სახლის დალაგებით დაიწყეთ. გადაყარეთ ყველა ნივთი, რომელსაც არ იყენებთ და უსარგებლოა. ასე ადგილს დადებითი ენერგიისთვის გაათავისუფლებთ.

სახლი დაგროვებული ნეგატიური ენერგეტიკისგან გაწმინდეთ. ამაში მცენარეები დაგეხმარებათ. გვირილა, აბზინდა, პიტნა ან ბარამბო დაწვით და ყველა ოთახში შემოატარეთ. ბალახი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ აირჩიოთ, მკაცრი აკრძალვა არ არსებობს.

კონფლიქტებს თავი აარიდეთ. დრო ოჯახს და საკუთარ თავს დაუთმეთ. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას ნამდვილად განიჭებთ. საქმე, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ, 11 ნოემბერს გააკეთეთ.

სურვილის ჩაფიქრება 11 ნოემბერს

ამბობენ, რომ 11 ნოემბერს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება. ნუმეროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერი სარკისებრი თარიღი ამისთვის არსებობს. სურვილი სწორად უნდა ჩაიფიქროთ. დაფიქრდით, რა გსურთ სინამდვილეში.

ცუდი არავის უსურვოთ, რადგან თქვენ ასმაგად დაგიბრუნდებათ. კონკრეტული სურვილი ჩაიფიქრეთ და არა აბსტრაქტული. მაგალითად, უბრალოდ ბედნიერად ყოფნის გზავნილი გაბედნიერებაში ვერ დაგეხმარებათ. რაღაც კონკრეტული ისურვეთ.

სურვილი ნამდვილად რომ ახდეს, 11:11 ან 23:11 საათზე ჩაიფიქრეთ. სურვილი ხმამაღლა თქვით ან დაწერეთ. ამაზეც მთელი რიტუალი არსებობს.

თქვენი სურვილი 11–ჯერ ჩამოწერეთ. ყოველჯერზე ახალი აბზაციდან დაიწყეთ. სიტყვები „მსურს“ და „მინდა“ ჩაანაცვლე ფრაზებით „მჭირდება“ და „ვოცნებობ“. ფურცელი 11 ნაწილად დაყავით. თითოეული ბინის სხვადასხვა ადგილას შეინახეთ. დილით ყველა ნაწილი შეაგროვეთ და შეინახეთ. მომდევნო სარკისებრ თარიღზე დაწვით.

11 ნოემბრისთვის მომზადება დაიწყეთ. პირველ რიგში, სახლი დაალაგეთ. სუფთა გარემოში უკეთ დაფიქრდებით, რა გსურთ და როგორ გაატაროთ 11 ნოემბერი.

Advertisement